planetanews Posted July 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/logo_expresse.jpg ფილიპ ბა–რებერენი საფრანგეთი აძლიერებს რუსეთზე ზეწოლას, რომ მან პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელმაც დაასრულა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან დაწყებული ომი და გაიყვანოს მისი სამხედრო ნაწილები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, განაცხადა საფრანგეთის დიპლომატიის შეფმა ხუთშაბათს თბილისში. პარიზმა შუამავლის როლი ითამაშა ამ ხუთდღიანი კონფლიქტის დარეგულირებაში, რომლის დროსაც რუსეთმა მოიგერია და უკუაგდო აჯანყებულებსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებების შემდეგ თბილისის სამხედრო შეტევა სამხრეთ ოსეთის რეგიონზე. „ჩვენს მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნებას კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, რაც არ შესრულებულა და ჩვენ ამ მიმართულებით ჩვენს ძალისხმევას არ შევწყვეტთ“, – განაცხადა ბერნარდ კუშნერმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენთვის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონები (…) საქართველოს ტერიტორიის ნაწილია და ვაპირებთ მუშაობას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და მაქსიმალურად პროდუქტიულად იმისთვის, რომ რეგიონები კვლავ საქართველოს დაუბრუნდეს“. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 48 საათიანი ვიზიტი საქართველოში, თბილისში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის სტუმრობას მოჰყვა, რომელმაც თბილისს ურჩია არ მისცენ მოსკოვს საბაბი აგრესიული ქმედებებისთვის და დაძაბულობის შემთხვევაშიც, დიპლომატიის გზას მიმართონ. ამერიკის მთავრობა და ევროკავშირი კონფლიქტის დღიდან, რომლის დროსაც ცივი ომის შემდეგ დასავლეთს და რუსეთს შორის ურთიერთობა ყველაზე მეტად დაიძაბა, მოსკოვთან საკუთარი ურთიერთობების განახლებას ცდილობს. საფრანგეთმა გაანაწყენა საქართველო, როდესაც რუსეთის საზღვაო ფლოტისთვის ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ მიყიდვის გეგმების შესახებ განაცხადა. ომის შემდეგ მოსკოვმა გაზარდა მისი გავლენა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და ამ რეგიონებთან, რომელთა დამოუკიდებლობაც აღიარა, მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზების განთავსებაზე ხელშეკრულება გააფორმა. ბერნარდ კუშნერმა განაცხადა, რომ იგი მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და დასძინა, რომ რუსეთი ამ ურთიერთობებზე ვეტოს დადებას ვერ შეძლებს. „ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებებში, რომ ის ბლოკის ასოცირებული წევრი გახდეს“, – თქვა მან. „რუსეთი ვერ გადაწყვეტს ვინ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი“. ხუთშაბათს სააკაშვილი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კეტრინ ეშტონს შეხვდა ასოცირებული წევრის სტატუსზე მოლაპარაკებების დასაწყებად. Reuters ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts