Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) როი ივანოვიჩს სიხარული მიეგება


Recommended Posts

http://linxiting.com/blog/wp-content/uploads/2010/02/milan-jovanovic-liverpool.jpg

 

როი ჰოჯსონი დღეს შვეიცარიაში გუნდთან ერთად შეხვდა ლივერპულის ახალ ფეხბურთელს და განაცხადა რომ ჯერ კიდევ ფულჰემში ყოფნისას სურდა 29 წლის სერბი ფორვარდის შეძენა. ივანოვიჩი დღეს შეხვდა გუნდის წევრებსაც და მათთან ერთად ივარჯიშა შვეიცარიის ბაზაზე.

 

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არდადეგებიდან ახლახანს დაბრუნებული ივანოვიჩი სავარაუდოდ ორ დღეში ალ ჰილალთან ამხანაგურ მატჩში არ მიიღებს მონაწილეობას. თუმცა როი ფიქრობს რომ მილანი ლივერპულის წარმატებაში ახლო მომავალში დიდ როლს ითამაშებს…

 

“ძალიან მოხარული ვარ მილანის მოსვლით” – განაცხადა ჰოჯსონმა – “იგი ენთიზიაზმით სავსე ადამიანია და სასიამოვნოა, როცა გუნდში გყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს კლუბისთვის.”

 

“მე ნამდვილად არ ვიყავი მის ტრანსფერში ჩართული, მაგრამ როცა გავიგე რომ კლუბმა მასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა ძალიან მესიამოვნა. მე მას ფულჰემშიც ვაკვირდებოდი და მომწონდა მისი თამაშის სტილი…”

 

“მილანი შემტევი ვინგერია. ჩემი აზრით ფლანგის ნახევარმცველისგან განსხვავებით იგი უფრო შემტევია და ბომბარდირის თვისებები აქვს. მას გოლები როგორც კლუბში ისე ნაკრებშიც მრავლად გააქვს და დარწმუნებული ვარ ლივერპულშიც ასე გააგრძელებს…”

 

“მან თავისი გოლი მუნდიალზეც გაუტანა გერმანიას. ასევე სტანდარტ ლიგის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობდა და შესაბამისაც მაღალ დონეზე თამაში მისთვის უცხო ნამდვილად არაა.”

 

“მილანი მხოლოდ გუშინ ღამით შემოგვიერთდა, ამიტომ არ ვფიქრობ რომ იგი მომდევნო მატჩს ითამაშებს. ამ შეხვედრას ის ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩაატარებენ, რომლებიც უკვე რამოდენიმე კვირაა ვარჯიშობენ გუნდთან ერთად.”

 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...