Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ლივერპული ჩემი ასრულებული ოცნებაა”


Recommended Posts

http://assets.liverpoolfc.tv/uploads/jpl_milan_jovanovic_o6.jpg

 

დღეს ლივერპულის სერბმა თავდამსხმელმა მილან ივანოვიჩმა ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა ოფიციალური საიტის ჟურნალისტებს.

 

მიუხედავად რაფა ბენიტესის გუნდიდან წასვლისა, რომელმაც უშუალოდ შეიძინა ივანოვიჩი ლივერპულში, სერბს ერთი წამითაც არ უფიქრია გადაფიქრება და ლივერპულზე უარის თქმა…

 

” ლივერპულში თამაში ყოველთვის იყო ჩემი უდიდესი ნატვრა და დღეს ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში უდიდესი დღეა.” – განაცხადა ივანოვიჩმა – “მე ვიცოდი რომ ინგლისელები აკვირდებოდნენ ჩემს თამაშს სერბეთის ნაკრებში და ბელგიის ჩემპიონატში და როცა მათ პირველად შემომთავაზეს კონტრაქტი, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ლივერპული ჩემი ერთადერთი არჩევანია და მოხარული ვარ რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ახლა ვეცდები გავაკეთო ყველაფერი რაც შემიძლია მინიმუმ მომავალი სამი წლის განმავლობაში, რომელიც მე ლივერპულში უნდა გავატარო”

 

“როცა შენ საუბრობ ლივერპულზე, საუბრობ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეს კლუბზე, ჩემთვის შესაძლოა უბრალოდ უდიდესზეც კი. ლივერპულს უდიდესი ისტორია აქვს და მარტო ჩემპიონთა ლიგის 5ჯერ მოგება რად ღირს…”

 

“ვეღარ ვითმენ ისე ძალიან მინდა ვითამაშო ენფილდზე და რაც შეიძლება მალე მოვისმინო ფანების სიმღერა ტრიბუნებზე. – საუკეთესო ჰიმნი მსოფლიოში!”

 

“ასევე ძალიან მსურს მალე შევხვდე ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ტორესი, ჯერარდი, კიუიტი, მასკერანო და რეინა არიან, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელებს. “

 

“რთულია ახლა რამეს დავპირდე გულშემატკივარს.  ჯობია ლაპარაკი გვერძე გადავდო , საქმით დავამახსოვრო მათ თავი და ბოლომდე გამოვავლინო შესაძლებლობები როგორც კი შანსი მომეცემა. “

 

“ბატონი ჰოჯსონი დღეს საკმაოდ თბილად შემხვდა და მე მოუთმენლად ველი მასთან მუშაობის დაწყებას. ისევე როგორც მთელ გუნდთან და იმედი მაქვს წარმატებას და ჩემპიონობას მალე მივაღწევთ.”

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გრძნობდა 10 ნომრიანი მაისურის მიღებისას მილანმა ასე უპასუხა: “ტოშაკი, ბარნსი… ვიცი რომ ლივერპულის ლეგენდები ატარებდნენ ამ ნომერს, მაგრამ ჩემი აზრით ნომერში არაფერია სიმბოლური, მთავარია მოედანზე ვითამაშო ღირსეულად…”

 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...