Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ბანეგა “ლივერპულშიაო” ?


Recommended Posts

 

 

http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/03/banega_ever.jpg

თუ ესპანურ და არგენტინურ წყაროებს დავუჯერებთ ებერ ბანეგამ უკვე დატოვა “ვალენსია” და ინგლისში გასამგზავრებლად ემზადება. როი ჰოჯსონს უმთავრეს სამიზნედ ბანეგა ყავს ამოჩემებული…და მგონი მიზანს მიაღწია. მართალია მოლაპარაკებები “ღამურებთან” ბენიტესმა დაიწყო, მაგრამ ამ საქმეს ალბათ ჰოჯსონი მოუღებს ბოლოს. როგორც მოგეხსნებათ, ბანეგამ ხელი ჰკრა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს და გულმა “ლივერპულისაკენ” გამოუწია. ბანეგას დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად მოუნდა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც გასულ წელს დაატყდა “ლივერს” . 22 წლის ნახევარმცველი ძალიან ნიჭიერია და ეს როიმაც კარგად იცის. არგენტინელი რაც “ვალენსიაში გადავიდა ჩაატარა 48 მატჩი (ძირითადში 40) და საკმაოდ კარგადაც.ესპანელები ფინანსურად დიდ კრიზიში არიან, მათ უკვე მოასწრეს და გაყიდეს დევიდ სილვა და ვილა. “ღამურები” 10-14 მილიონს ითხოვენ მასში. ებერმა სეზონი ცუდად დაიწყო, მიუხედავად ამისა მან მაინც შეძლო უდიდესი ნიჭის გამომჟღავნება (ლუკასი არ გაგახსენდათ?) და შესანიშნავიად ითამაშა ესპანეთსა თუ ევროპის ლიგაზე. მისი მთავარი ატრიბუტი არის შესანიშნავი პასი, თამაშის სწორად წარმართვა, ნორმალური ტექნიკა და გააზრებული თამაში.

 

ინფორმაციის წყარო:Footballpools.com

 

 

პ.ს ჩემი მეასე სიახლეა http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...