shamili Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 (edited) ეს დედამ...ლი, ვინ ტყ...ს ქვეყნის პრეზიდენტს და მითუმეტეს გენერალურ პროკურორს, რომ რომელიმე ქალაქის ურბანული დაგეგმარება, სკოლის დამგრევა და მოედნის გაკეთება ასე ერთი ხელის დაკვრით და ერთპიროვნულად გადაწყვიტონ??? მითუმეტეს ავტონომიური რესპუბლიკის??? სოფელი რომ სოფელია, იქაც კი თვითმმართველობის ორგანომ, საკრებულომ უნდა მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილებები, არათუ ამხელა ქალაქის და არათუ ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქის!აი ეს აღარ იყო საჭირო, არ არის საჭირო იმაზე ხაზგასმა რომ აჭარა ავტონომიაა და რა შუაშია თემასთან მაგრამ იმ ვარშალომიძეს საერთოდ რამსები ერევა და დროზე მოაშორონ სანამ ახალ არძინბას მიიღებენ.საერთოდ რაც მალე გააუქმებენ მაგ ავტონომიას უკეთესია. თემას რაც შეეხება, არსებობს საერთოდ საქართველოში რაიმე ინსტიტუტი, რომელიც ამა თუ იმ ახალი ნაგებობისა თუ მონუმენტის ესთეტიკურ ღირებულებას აფასებს ? Edited July 17, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 shamili ბოლოდან დავიწყებ: ესთეტიკური ღირებულების შემფასებელი ორგანოღა გვაკლია. ეგეთი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.თუ გულისხმობ ორგანოს, რომლის უფლება-მოვალეობებშიც შედის ამა თუ იმ შენობის, ძეგლის, მოედნის, სკვერის და ა.შ. დანგრევა-აშენება. ასეთი ორგანო რამდენიმეა: ქალაქის (დაბის, სოფლის) აღმასრულებელი ხელისუფლება ანუ მერია (სხვაგან - გამგეობა). მათ აქვთ არქიტექტურის სამსახური, რომელშიც თავის მხრივ შედის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტი. ესენი განსაზღვრავენ ქალაქის იერსახესაც და მისი ურბანული მოწყობის საკითხებსაც, სად, რა, როგორი უნდა აშენდეს. ამათზე და ყველაზე უპირატესი უფლება აქვს საკრებულოს, რომელმაც ზემოხსენებული სამსახურების წარმოდგენილი პროექტი უნდა დაამტკიცოს (კანონიერი უფლება მისცეს) ან არა.ცალკე გამოვყოფ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომელიც ვალდებულია იზრუნოს იმ შენობებზე, რომლებსაც კულტურული ან ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვთ. რაც შეეხება აჭარას. კატეგორიულად ვერ დაგეთანხმები!!! მაგ იდიოტურმა ავტონომიების გაუქმების და გულზე მჯიღის ბრახუნმა მოიტანა პირველი ორი ომი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. სამაჩაბლოს და დიდწილად აფხაზეთისაც კონფლიქტებს ვგულისხმობ. იმის ნაცვლად, რომ გონივრული პოლიტიკა გაგვეტარებინა, მიმზიდველი გაგვეხადა ავტონომიის მოსახლეობისათვის საქართველოში ყოფნა და საქართველოსთან თანაარსებობა, დროთა განმავლობაში ფიქციად გვექცია ეს ავტონომია და ეგებ რამოდენიმე ათწლეულში წყნარად-მშვიდად რეფერენდუმის გზით თავადვე გაეუქმებინათ ავტონომია, ავდექით და უტრაკო ყარაჩოხელებივით თუ არც ვიცი ამ გაუგონარ უგუნურებას რა დავარქვა, გავუუქმეთ ეს უფლება და ამით მტერსა და ავის მოსურნეს ჩვენი ხელით გავუპატივეთ და მოვურწყეთ ის მიწა, რომელშიც ბოროტი თესლი ჰქონდა ჩაყრილი.აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებამდე აჭარის ავტონომიის გაუქმება დიდი სისულელე და უპატიებელი შეცდომა იქნება. მეტიც, მათი დაბრუნების შემდეგაც კი აჭარის ავტონომია ყველაზე ბოლოს უნდა გაუქმდეს. მაინც აბსოლუტური ფიქციაა ეს ავტონომია და არანაირ პრობლემას აღარ ქმნის. არც ეთნოკონფლიქტის საშიშროება არ არსებობს, აღარც რელიგიურის (მუსულმანები მხოლოდ მთიან აჭარაშიღა შემორჩნენ და მათი უმეტესობაც ხანშიშესული ადამიანები არიან) და აღარც რუსულ დათვს უდევს იქ თათი. მათი ავტონომიის გაუქმება ძალიან გააღიზიანებს და შეაშფოთებს იმ ოსებს და განსაკუთრებით აფხაზებს, რომლებსაც დღემდე სჯერათ, რომ ის ტერიტორიები მათი ძირძველი მიწა-წყალია, რომ დამოუკიდებლობის ღირსნი არიან, რომ ჩვენ დამპყრობელები ვართ და ა.შ. და და გააჭირვებს მათ დაახლოებას. ამას იცი როგორი ეფექტი ექნება? აი რის ვაი-ვაგლახით და წვალებით მტრედს რომ იტყუებ შენთან, მზესუმზირას უყრი, წყნარად ხარ, მკვეტრ მოძრაობებს არ აკეთებ და ისიც ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გიახლოვდება, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც. საკმარისია ფეხზე წამოდგე ან მისკენ ხელი გაიშვირო, რომ იმ წამსვე სულ გაფრინდება და აღარ მოვა ან უკეთეს შემთხვევაში საკმაო მანძილით დაიხევს უკან და შემდეგ ჯერზე უფრო ნელა და ფრთხილად მოგიახლოვდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 აფხაზებს, რომლებსაც დღემდე სჯერათ, რომ ის ტერიტორიები მათი ძირძველი მიწა-წყალია, რომ დამოუკიდებლობის ღირსნი არიან, რომ ჩვენ დამპყრობელები ვართ დიახაც ეს ტერიტორია აფხაზების სამშობლოა, ძირძველი, ისტორიულად ეგრეადა თუკი ჩვენ ამას არ გავიგებთ ვერ ვეღირსებით აფხაზებთან დამეგობრებას, შესაბამისად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, ტვინი აგვირიეს ქართველმა ურა პატრიოტებმა, არანაირი საბუთი არ არსებობს რომ აფხაზები აქ საიდანღაც ჩასახლდნენ, გადმოვიდნენ და კიდევ ზღვა არ არის აფხაზურ ენაში და ათასი სისულელე,ამან დაგვღუპა,თუკი ჩვენ არ ვცნობთ აფხაზურ ეთნოსს ისინიც არ ცნობენ ქართულ სახელმწიფოსარადა ხომ იყო ერთიან აფხაზურ-ქართული სახელმწიფო საუკუნეების განმავლობაში,დიახაც ის აფხაზები დღევანდელი აფსუებიც იყვნენ, გარკვეული ნაწილი, ოღონდ გაქართველებული,უფრო სწორად ქართული კულტურის მქონე ადიღური ტომები,აფხაზები-აფსუები, არიან გაქართველებული ჩერქეზები ქართველმა ერმა არ იცის საკუთარი წარმოშობის ისტორია და ისიც არ იცის რატომ გვეწოდება ქართველები,არადა თავს ვდებთ ჩვენს სისხლზე და გენზე, აი, ევროპელებს ახატიათ და არ იციან, ჩვენ კი არ გვახატია და მაინც არ ვიცით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 Siknadmo რა ვიცი. მე ვერ დაგეთანხმები. მე არ ვარ ისტორიკოსი და არც წყაროებზე მიმუშავია, მაგრამ ძალიან მცოდნე ისტორიკოსებთან (იასე ცინცაძის შვილთან, ივანე ჯავახიშვილის შვილთაშვილთან) მაქვს ამ საკითხზე ნალაპარაკები და არ არიან ეგ შავი ხალხი კოლხები და რა ვქნა ეხლა? თუმცა ისიც მართალია, რომ ისინი მთლად სტალინს და ბერიას არ ჩამოუსახლებიათ (მაგათმა ანბანი დაუწერეს სამაგიეროდ), დროთა განმავლობაში (ასწლეულების)გადმოდიოდნენ ჩრდილო კავკასიიდან და თანდათანობით ცალკე ნაციად წარმოიქმნენ, რასაც პატივი უნდა ვცეთ. უბრალოდ ერთია, ისინი არც დამოუკიდებლები ყოფილან არასოდეს და არც ეთნიკური უმრავლესობა იმ ტერიტორიაზე, ამიტომ არანაირი საფუძველი არ აქვთ დამოუკიდებლობის მოთხოვნისა. ავტონომია კი ბატონო, ფართო უფლებებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 analginSiknadmo ისე რა მნიშვნელობა აქვს ვინ როდის გადმოვიდა ან არ გადმოვიდა საქართველოში? საქართველოში ხო დაიბადა და გაიზარდა და ის კუთხე სამშობლოდ ხომ მიაჩნდა იმ ხალხს? ხოდა იმ მიწაზე უსაფრთხოედ ცხოვრების უფლება ხომ აქვთ? მერმე ესეიგი თბილისის პრობლემა უფროა ნაჩიტ აფხაზმა და იგივე ოსმა ხალხმა უსაფრთხოდ ცხოვრება საქართველოსგან სეპარატიზაციას რომ დაუკავშირეს და არა სოხუმის ან ცხინვალის, ან არა მარტო სოხუმის და ცხინვალის ყოველ შემთხვევაში ხომა? ხოდა ეგრე მაშვინ.. გიყვარდეთ ადამიანი :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 asds მერე ზუსტად არ ვთქვი მეც? ოღონდ სხვა სიტყვებით. კიდევ ერთხელ ტუ გადაავლებ თვალს წინა პოსტში სიცილაკის შემდეგ რაც მიწერია, დარწმუნდები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 analginasds მერე ზუსტად არ ვთქვი მეც? ოღონდ სხვა სიტყვებით. კიდევ ერთხელ ტუ გადაავლებ თვალს წინა პოსტში სიცილაკის შემდეგ რაც მიწერია, დარწმუნდებიკი წავიკითხე მი ამბავი მარა რომ აბობ არანაირი უფება არ აქვთ დამოუკიდებლობა მოითხოვონო არ/ვერ დაგეთანხმები, უფრო მეტიც, გეტყვი რომ აქვთ უფლება იყვნონ ოფიციალური თბლისის იურისდიქციისგან დამოუკიდებლები, რადგან თუ რამის უფლება აქვთ აფხაზებს და ოსებს ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ერს ეს პირველ რიგში სიცოცხლის უფლებაა, სიცოცხლის რომელსაც ქართული სახელმწიფო და ეთნიკურად ქართველი უმრავლესობა (სწორედ ასე აღიქმება საკითხი მათ მიერ) მინიმუმ ბოლო 20 წელია ცდილობს რომ მოუსწრფოს. ნუ ოსებთან ცოტა მძიმედ არის საქმე, იქ ჯერ გიორგი ბრწყინვალე ცდილობდა ოსების გაწყვეტას, მერმე 20-იან წლებში დაერივნენ და აგერ გამსახურდიას დროიდან მოყოლებულიც არაფერი დააკლეს მაგრამ, მაინც.. და თუ ქართული სახელმწიფო და ქართველობა ცდილობს აფხაზების და ოსების განადგურებას, თვითგადარჩენის და თავდაცვის სხვა რა გზა რჩება ამ ხახლს გარდა საქართველოსგან სრული სეპარატიზაციისა? ფილოსოფიურ ჰამბავში რომ ვისაუბროთ თორე სამართლებლივი და მორალურ ესთეთიური მომენტები მესმის რომ სხვა თემაა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 asds ზოგ რამეში ვერ დაგეთანხმები. რამდენი ოსური სოფელია დანარჩენ საქართველოში, რომელთაც არავითარი საფრთხე არ შექმნიათ და არც ემუქრება მსგავსი რამ. ქართველი თუ ღალატს არ შეამჩნევს არც არავის შეხებია ზედმეტად. არის ასეთი სოფელი ბოჭორმა, სიონთან ახლოს, ცხოვრობენ მარტო ოსები. ცხინვალის ომის დროს ფული და იარაღიც კი გაუგზავნეს, მაგრამ ბუზიც არავის აუფრენია მათთვის. ღალატი იყო მაგრამ აპატიეს. მეტი რა ვქნათ თავზე ნაცარს ხომ არ დავიყრით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 mtidanasdsზოგ რამეში ვერ დაგეთანხმები. რამდენი ოსური სოფელია დანარჩენ საქართველოში, რომელთაც არავითარი საფრთხე არ შექმნიათ და არც ემუქრება მსგავსი რამ. ქართველი თუ ღალატს არ შეამჩნევს არც არავის შეხებია ზედმეტად.კარგი ეხლა, 90-იან წლებში ათიათასობით ოსი გამოაგდეს საქართველოდან. ქართლში ერთი ოსური ოჯახი აღარ დატოვეს მგონი.. ეხლა ვლადიკავკაზში ვარ იცი ალბათ და ოსური ოჯახი რომელმაც შეგვიფარა 90-იან წლებში ქარელის რაიონიდან გამოაგდეს, ქარელის შესასვლელში იყო ტოლი სოფელი ტოლი ქარელის გარეუბანი, ბებნისი ერქვა და იქ ცხოვრობდნენ. ბავშვობაში რამდენჯერ ჩავსულვარ სტუმრად ( არაფერი შეხება ამ ხალხს ცხინვალთან და სეპარატისტებთან არ ქონდათ, მაგრამ კი გამოაგდეს ბატონო, ჩემი ალალი ბიძა გამოაგდეს ხაშურიდან, რადგან ოსი ცოლი ყავდა, სახლშI შეუვარდნენ, მაგარი გახეთქეს ცემით და დასახვრეტად რომ მიათრევდნენ არაფორმალებში მისი კლასელი აღმოჩნდა მაგის ბედზე და იმან გამოაშვებინა თორე გაწყვიტავდნენ დედაბუდიანა ალბათ. ისიც ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს დღეს და მოკლედ ათიათასობით სხვა ოსური ან შერეული ქართულ ოსური ოჯახი გამოდევნეს საქართველოდან. ცუდია თუ ეს არ იცი.. არის ასეთი სოფელი ბოჭორმა, სიონთან ახლოს, ცხოვრობენ მარტო ოსები. ცხინვალის ომის დროს ფული და იარაღიც კი გაუგზავნეს, მაგრამ ბუზიც არავის აუფრენია მათთვის. ღალატი იყო მაგრამ აპატიეს. მეტი რა ვქნათ თავზე ნაცარს ხომ არ დავიყრით? არ ვიცი სიონთან არსებული სოფელი ბოჭორმა, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი რომ ათიათასობით ქართველ ოსს დაატოვებინეს იძულებით საქართველო.. მაგ სოფელ ბოჭორმაში ეტყობა არაფორმალები არ შევიდნენ ან ოსებმა ივარდგეს თითონ და თავი დაიცვეს თორე ეგეთი შემთხვევევბი ერთეულებია.. ოდესღაც თუ ათობით ქართულ ოსური სოფელი იყო საქართველოში დღეს ალბათ თითებზე დაითვლი მათ რაოდენობას.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 (edited) asdsმაგ სოფელ ბოჭორმაში ეტყობა არაფორმალები არ შევიდნენ ან ოსებმა ივარდგეს თითონ დათავი დაიცვეს თორე ეგეთი შემთხვევევბი ერთეულებია. არაფორმალები მგონი არაფერ შუაში არ არიან. ახმეტის რაიონიდან, კერძოდ პანკისის ხეობიდან წავიდნენ თითმის ყველა ოსი, რადგან ახლო ჰყავდათ ქისტები, ხოლო ახმეტაზე გადაბმული ოსური სოფელ საბუედან ერთი კაციც არ წასულა. არაფორმალები საბუეში ვერ მიუვარდებოდნენ? მითუმეტეს ახმეტა იქვეა 1 კილომეტრში. Edited July 17, 2010 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 Siknadmo რა ვიცი. მე ვერ დაგეთანხმები. მე არ ვარ ისტორიკოსი და არც წყაროებზე მიმუშავია, მაგრამ ძალიან მცოდნე ისტორიკოსებთან (იასე ცინცაძის შვილთან, ივანე ჯავახიშვილის შვილთაშვილთან) მაქვს ამ საკითხზე ნალაპარაკები და არ არიან ეგ შავი ხალხი კოლხები და რა ვქნა ეხლა? თუმცა ისიც მართალია, რომ ისინი მთლად სტალინს და ბერიას არ ჩამოუსახლებიათ (მაგათმა ანბანი დაუწერეს სამაგიეროდ), დროთა განმავლობაში (ასწლეულების)გადმოდიოდნენ ჩრდილო კავკასიიდან და თანდათანობით ცალკე ნაციად წარმოიქმნენ, რასაც პატივი უნდა ვცეთ. უბრალოდ ერთია, ისინი არც დამოუკიდებლები ყოფილან არასოდეს და არც ეთნიკური უმრავლესობა იმ ტერიტორიაზე, ამიტომ არანაირი საფუძველი არ აქვთ დამოუკიდებლობის მოთხოვნისა. ავტონომია კი ბატონო, ფართო უფლებებით.ვინაა შავი ხალხი ტო, აფხაზები??? კარგი რა, მაგარი ჯიშიანი ხალხი, გარეგნობითაც და მოქცევიტ,ათეულობით და ასეულობით ქართველს ჩაისვავენ ჯიბეში, ხოდა მასეთნაირმა ისტორიკოსებმა დაღუპეს საქართველო, ვერაფერს ვერ ამტკიცებენ უბრალოდ კოჭს უგორებენ ქართულ შოვინიზმს analginSiknadmo ისე რა მნიშვნელობა აქვს ვინ როდის გადმოვიდა ან არ გადმოვიდა საქართველოში? საქართველოში ხო დაიბადა და გაიზარდა და ის კუთხე სამშობლოდ ხომ მიაჩნდა იმ ხალხს? ხოდა იმ მიწაზე უსაფრთხოედ ცხოვრების უფლება ხომ აქვთ? მერმე ესეიგი თბილისის პრობლემა უფროა ნაჩიტ აფხაზმა და იგივე ოსმა ხალხმა უსაფრთხოდ ცხოვრება საქართველოსგან სეპარატიზაციას რომ დაუკავშირეს და არა სოხუმის ან ცხინვალის, ან არა მარტო სოხუმის და ცხინვალის ყოველ შემთხვევაში ხომა? ხოდა ეგრე მაშვინ.. გიყვარდეთ ადამიანი :018:ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის რომ აფხაზები გადმოთესლილები არიან და შესაბამისადჩვენი ვალი აქვთ 1000 წელი, ეს არის მონაჭორი, არამეცნიერული ავადმყოფური და მე ვიტყოდი,დიახაც ანტიქართული ტყუილი რომელიც ურა პატრიოტმა სირისტიანებმა აიტაცესდა სამწუხაროდ ამ სისულელის ბევრ ნორმალურ და დალაგებულ ქართველს ჯერა, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 Siknadmoქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის რომ აფხაზები გადმოთესლილები არიან თვითონ ჩრდილოკავკასიელი ხალხები თვლიან აფხაზებს მოძმე ერად და იმიტომაც ეხმარებოდნენ კონფედერატები აფხაზებს ომის დროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 mtidanარაფორმალები მგონი არაფერ შუაში არ არიან. ახმეტის რაიონიდან, კერძოდ პანკისის ხეობიდან წავიდნენ თითმის ყველა ოსი, რადგან ახლო ჰყავდათ ქისტები, ხოლო ახმეტაზე გადაბმული ოსური სოფელ საბუედან ერთი კაციც არ წასულა. არაფორმალები საბუეში ვერ მიუვარდებოდნენ? მითუმეტეს ახმეტა იქვეა 1 კილომეტრში. კაცო კახეთზე ხომ არ არის მარტო? ქართლიდან ათიათასობით ოსური და ქართულ ოსური ოჯახი განდევნეს და ეს ცოტაა თუ დანაშაული არ არის? ქართლიდანაც თავსი ხოდით დაახვიეს? ერთდროულად გაგიჟდნენ და სახლი, კარი, აწყობილი ცხოვრება მიატოვეს და სადღაც ღმერთის მიერ დავიწყებულ ჩრდილოეთ ოსეთში მოინდომეს ცხგადასახლება? კარგი რა .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 asdsქართლიდანაც თავსი ხოდით დაახვიეს? ერთდროულად გაგიჟდნენ და სახლი, კარი, აწყობილი ცხოვრება მიატოვეს და სადღაც ღმერთის მიერ დავიწყებულ ჩრდილოეთ ოსეთში მოინდომეს ცხგადასახლება? კარგი რა .. ქართლში რა მოხდა არ ვიცი. რაც ნაღდი ვიცი ის ვთქვი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 დიახაც ეს ტერიტორია აფხაზების სამშობლოა, ძირძველი, ისტორიულად ეგრეადა თუკი ჩვენ ამას არ გავიგებთ ვერ ვეღირსებით აფხაზებთან დამეგობრებას, შესაბამისად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, ტვინი აგვირიეს ქართველმა ურა პატრიოტებმა, არანაირი საბუთი არ არსებობს რომ აფხაზები აქ საიდანღაც ჩასახლდნენ, გადმოვიდნენ და კიდევ ზღვა არ არის აფხაზურ ენაში და ათასი სისულელე,ამან დაგვღუპა,თუკი ჩვენ არ ვცნობთ აფხაზურ ეთნოსს ისინიც არ ცნობენ ქართულ სახელმწიფოსარადა ხომ იყო ერთიან აფხაზურ-ქართული სახელმწიფო საუკუნეების განმავლობაში,დიახაც ის აფხაზები დღევანდელი აფსუებიც იყვნენ, გარკვეული ნაწილი, ოღონდ გაქართველებული,უფრო სწორად ქართული კულტურის მქონე ადიღური ტომები,აფხაზები-აფსუები, არიან გაქართველებული ჩერქეზები ქართველმა ერმა არ იცის საკუთარი წარმოშობის ისტორია და ისიც არ იცის რატომ გვეწოდება ქართველები,არადა თავს ვდებთ ჩვენს სისხლზე და გენზე, აი, ევროპელებს ახატიათ და არ იციან, ჩვენ კი არ გვახატია და მაინც არ ვიცით http://mamuli.net/dnn/Portals/0/UserFiles/Images/Qartveli/Apxazetis%20mxare.jpg აფხაზეთი, საქართველოს ძირძველი მხარე http://www.ice.ge/Struqtura/Persons/T%20Gvanceladze.jpgთეიმურაზ გვანცელაძე - ენათმეცნიერი (პროფესორი), ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი საქართველოს აფხაზეთის კუთვნილებაზე აფსუებსა და მათ მხარდამჭერებს ერთხმა პასუხი აქვთ: არამცთუ ახლანდელი აფხაზეთი, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოც კი თავდაპირველად ამჟამინდელ აფსუათა წინაპრებით ყოფილა დასახლებული, ხოლო ქართველთა წინაპრებიაჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის მხარეში თურმე მოგვიანებით დასახლებულან, ახლანდელ აფხაზეთში კი მათ თურმე XIX-XX საუკუნეებამდე საერთოდ არ უცხოვრიათ. ვერ დავმალავთ, რომ ამ მოსაზრებასსაფუძვლად უდევს ზოგიერთი გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, კერძოდ, ნიკო მარის, ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და სხვათა დაუსაბუთებელიმოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ დღესაც ჰყავთ დამცველები ქართველ მკვლევართა ერთი ნაწილის სახით.ბოლო ოცწლეულში ქართული მეცნიერება მნიშვნელოვანწილად განთავისუფლდა დამპყრობთა (რუსეთი, თურქეთი და ა.შ.) წნეხისაგან:გადახედულ იქნა მრავალი უკვე დრომოჭმული შეხედულება; აღდგა, ან შეიქმნა მყარად დასაბუთებული თვალსაზრისები; გამოვლინდა ახალიწყაროები; სწორი ახსნა მიეცა ადრე ცნობილი მრავალი წყაროს მონაცემებს და ა.შ. ამ დიდი და მეტად ფასეული სამუშაოების შედეგად საბოლოოდ დადგინდა,რომ: თანამედროვე აფხაზეთში ამჟამინდელ აფსუათა წინაპრებს არასოდეს უცხოვრიათ ახ. წ. XVI საუკუნემდე, რასაც ადასტურებსის, რომ არცერთ ძველ წერილობით წყაროში არ დასტურდება აფსუათა წინაპრების ბინადრობა არა მარტო აფხაზეთის, არამედ დასავლეთსაქართველოს ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებშიც. ისინი აქ მოსულნი არიან ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილიდან, მდინარე ყუბანის ნაპირებიდან, სადაც ახლაცცხოვრობენ მათი უახლოესი მონათესავე აბაზები და ჩერქეზები (ეს საკითხები დაწვრილებითაა გაანალიზებული 2007 წელს გამოსულ კრებულში "ნარკვევებისაქართველოს "ისტორიიდან" (წარსულიდან). აფხაზეთი", რომლის რუსული თარგმანიც მიმდინარე წელს გამოიცა, ხოლო ინგლისურ თარგმანზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს).ამ თანმიმდევრულ და გამართულ მოსაზრებებს მხარს უჭერს როგორც წერილობითი წყაროები, ისე "კარტოგრაფიული" და "ფოლკლორული" მასალაც, მაგრამ კიდევ უფრომნიშვნელოვანია ის, რომ თვით აფსუურ ენას შემოუნახავს ისეთი ცნობები, რომლებიც გამორიცხავს აფსუათა წინაპრების ბინადრობას ახლანდელიაფხაზეთის მიწაზე ახ.წ. XVI საუკუნემდე. წინამდებარე წერილში ჩვენ სწორედ აფხაზური ენობრივი მასალის ერთ ნაწილს მიმოვიხილავთ. 1. თუკი ახლანდელ აფსუათა წინაპრები მუდამ ცხოვრობდნენ ახლანდელი აფხაზეთის მიწაზე და საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებდნენ ქრისტეს რწმენას, მაშინ აფსუურ ენაში უეჭველად უნდა ჩანდეს, ერთი მხრივ, ბერძნულ ენასთან უშუალო მჭიდრო ურთიერთობის კვალი და, მეორე მხრივ, წარმოდგენილიუნდა იყოს საკუთრივ აფსუური წარმოშობის ქრისტიანული სიტყვები, მესამე მხრივ კი "ბიბლეიზმები" (ბიბლიიდან მომდინარე გამონათქვამებიდა "ეპითეტ-მეტაფორები"). ჩვენ მიერ საგანგებოდ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ:- ბერძნულ ენასთან ხანგრძლივი უშუალო ურთიერთობის კვალი საერთოდ არ შეინიშნება აფსუურ ენაში.მეტიც, თვით ბერძენის აღმნიშვნელი აბერზენ სიტყვა აფსუურს შეუთვისებია მეგრულისაგან (შდრ. მეგრ. ბერზენი);- არ არსებობს თვითმყოფადი აფსუური, ან ბერძნულიდან აღებული ქრისტიანული სიტყვები.- საკუთრივ აფსუურ ქრისტიანულ სიტყვათა მცირე ჯგუფს სიძველის კვალი არ ემჩნევა, ისინი აშკარად გვიან შუა საუკუნეებშია შექმნილი;- აფსუურში არ დასტურდება "ბიბლეიზმები":- `მამა აბრამის ბატკანი~-ს, - `ურწმუნო თომა~-ს, -`სოდომის ცოდვისა~ და სხვათა სახისა. ამ მონაცემთა საფუძველზე უნდა დავასკვნათ, რომ აფსუათა წინაპრებს არ ჰქონიათ უშუალო, ხანგრძლივი და მუდმივი შეხება ძველ ბერძნულ ქრისტიანულსამყაროსთან. ამ კუთხით ფრიად საყურადღებოა ის, რომ აფუურ ენაში ძირითად ქრისტიანულ ცნებათა გამოსახატად საკმაოდ ხშირად გამოიყენებამაჰმადიანური სიტყვები, რომლებიც ამ ენაში გვიან შუა საუკუნეებამდე ვერ მოხვდებოდნენ (ეს სიტყვები ძირითადად თურქულიდან, ან ამ ენის შუამავლობითაანასესხები, თურქებს კი ამჟამინდელი აფხაზეთთან შეხება XVI საუკუნემდე არ ჰქონიათ). ეს ტერმინებია: - ჯანათ - "სამოთხე", - ჯაჰანუმ - "ჯოჯოხეთი", - ამაალიქ - "ანგელოზი", აფააიმბარ - "წინასწარმეტყველი", აკაამეთ - "მეორედ მოსვლა"; "საშინელება", აჯალ - "სიკვდილის ჟამი" და მრავალი. სხვანი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვა გარემოება: აფუურ ქრისტიანულ მეტყველებაში გამოიყენება ქართველური წარმოშობის, ან ქართველიზებული სიტყვების ერთი ჯგუფი, რომლებიც საშუალებასიძლევა ამ სიტყვათა აფუურ ენაში დამკვიდრების დროის მიახლოებით განსაზღვრისა, შესაბამისად, ამ სიტყვათა მეშვეობით შესაძლებელია აფსუათაგაქრისტიანების დროის გარკვევაც. ამ დასკვნებს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, განამტკიცებს ის ფაქტიც, რომ აფსუურ ენაში, ორიოდე გამონაკლისის გარდა,სწორედ ქართველური ან ქართველიზებული საკულტო სიტყვებით გადმოიცემა ძირითადი ქრისტიანული ცნებები:- ჯვარი,- ქრისტე,- ქრისტეშობა,- ქრისტიანი,-მთავარანგელოზი, -წყალკურთხევა, -ეპისკოპოსი,- ბერი,-კვირიკობა, -პეტრეობა, -ბზობა და მრ. სხვა. აფსუათა შორის ქრისტიანობის გვიან (XVI-XVIII საუკუნეებში) გავრცელება და რწმენის სისუსტე (რწმენის ზედაპირულობა) ჩანს იქიდანაც, რომაფხაზეთში არ დასტურდება არცერთი აფსუური "ტოპონიმი", რომელიმე ქრისტიანული ცნების, ან წმინდანის სახელთან რომ იყოს დაკავშირებული (შდრ.ქართული ტოპონიმები: ჯვარი, სამება, შემოქმედი, ამაღლება, ნინოწმინდა, ანდრიაწმინდა, სტეფანწმინდა, მანცხვარკარი...).2. თუკი აფსუათა წინაპრები იმთავითვე ცხოვრობდნენ თანამედროვე აფხაზეთის მიწაზე და თუნდაც XIსაუკუნიდან იყვნენ ერთიანი ქართული სახელმწიფოს მოქალაქეები, ხოლო, როგორც ინგლისელი პროფესორიჯორჯ ჰიუიტი ფიქრობს, მათმა წინაპრებმა VII-IX საუკუნეთა მიჯნაზე დაიპყრეს დასავლეთ საქართველო,მაშინ დასავლეთ საქართველოს ქართველურ კილოებშიც (მეგრულში, სვანურ კილოებში, იმერულში, გურულში, ლეჩხუმურში, რაჭულში,აჭარულსა და ლაზურში) და ქართულ სამწიგნობრო ენაშიც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის, ყოფით ურთიერთობათადა საქმის წარმიების ამსახველი აფსუური სიტყვები, ხოლო თვით აფსუურ ენაში ასევე აუცილებლად უნდა შემორჩენილიყო შესაბამისიბერძნული სიტყვების ნაწილი მაინც. მაგრამ არც ქართველურ ენა-კილოებში ჩანს ამ სახის აფსუური მეტყველება და არც აფუურ ენაშია ამავე ჯგუფთაბერძნული სიტყვების რაიმე კვალი, რაც ფრიად საყურადღებო საბუთია.3. აფსუურ ენაში დადასტურდებული ძირითადი ყოფითი სიტყვებით ასახულია გვიანი შუა საუკუნეების ყოფითი ურთიერთობანი, ანუბატონყმობის ეპოქის ვითარება. ამ სიტყვებიდან თავადის, უფლისწულის, შინაყმის, გამდელის, ძიძის, ტყვის აღმნიშვნელი სიტყვები ქართული წარმოშობისაა.მნიშვნელოვანია ისიც, რომ აფსუურ ენაში არ დასტურდება მეფის, ხელმწიფის აღმნიშვნელი საკუთარი სიტყვა (ა-ჰუნთქარ და ა-კრალ ნასესხებიათურქულიდან), არ არსებობს არც სამეფოსა და სახელმწიფოს აღმნიშვნელი თვითმყოფადი სიტყვები. არანაკლებ საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება:სამშობლოს ცნებას აფხაზურში ა-ფსადგილ და აჯინჯტვულა სიტყვები აღნიშნავს, მაგრამ ორივე სახელში მონაწილეობს ქართველური ფუძეები (ადგილიდა მეგრ. ჯინჯ-ი - "ძირი"), რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფსუათა წინაპრებს სამშობლოს ცნების აღნიშვნის აუცილებლობა გაუჩნდათ მხოლოდ ქართულისახელმწიფოს (იმერეთის სამეფოს) დაქვემდებარებაში შემოსვლის შემდეგ.4. ძველად, ადრეფეოდალური და შუა საუკუნეების არცერთი წერილობითი წყარო აფხაზეთის მხარეში არ ასახელებს არცერთ ისეთ"გეოგრაფიულ" სახელს, რომელთაც აფსუურ ენაზე უპრობლემო ახსნა დაეძებნებოდა, სამაგიეროდ არცთუიშვიათია ისეთი "ტოპონიმები" და "ჰიდრონიმები", რომლებიც აშკარად ქართველური წარმოშობისაა. ჩამოვთვლით იმ "გეოგრაფიულ" სახელთა მხოლოდმცირედ ნაწილს, რომლებიც დასტურდება ნარატიულ წერილობით წყაროებში უძველესი დროიდან 1801წლამდე და რომელთა ქართველური წარმომავლობა არავითარ ეჭვს არ იწვევს:- ზიგანა||სიგანეი||ზიგანევი _ დასტურდება ახ. წ. I საუკუნიდან. მომდინარეობს ქართული ზეგანი სიტყვისაგან;- მოხორა||მუხორისი||მუხური _ ახ. წ. V საუკუნიდან. მეგრ. მუხური, სვან. მუხურ "მხარე, კუთხე";- წიბილი||წიბილიუმი||წიბელი _ 554 წლიდან. მომდინარეობს წაბლის აღმნიშვნელი წინარე ქართველური *წაბალ სიტყვისაგან (საყურადღებოა,რომ აფხაზები წებელდას ახლაც წაბალ სახელით აღნიშნავენ);- ფუსტა _ იხსენიება 662 წლიდან. უკავშირდება უფლის, ღვთაების აღმნიშვნელ სვანურ ფუსდ სიტყვას;- ჯიხახორა _ 662 წლიდან. შდრ.: მეგრ. ჯიხა "ციხე" და ძველ წყაროებში ახლანდელი გალის რ-ნის ტერიტორიაზე ხსენებული ტოპონიმი ხოირი;- ცხუმი||ცხომი _ VIIII საუკუნიდან. შდრ. სვან. ცხუმ//ცხვიმ "რცხილა";- ნაჟანეო||ნაჟანეული||ნაჟანაური||ნაჟანევი _ ისინი პირველად იხსენიება 1525-1550 წლებს შორის. "ტოპონიმს" საფუძვლად უდევს გვარი ჟანავა, რომელიცგაფორმებულია ქართველური ნა- პრეფიქსითა და -ურ//-ულ, -ევ სუფიქსებით;- ტყაურუ||ტყავრუ _ პირველად დასტურდება 1552-1550 წლებს შორის. მომდინარეობს მეგრული ტყაყურუ "ყრუ ტყე" სახელისაგან;- მარმარისკარი _ იხსენიება 1525-1550 წლებს შორის;- ბედია _ დასტურდება "ქართლის ცხოვრებაში" XI საუკუნიდან ისტორიამდელ ამბებთან დაკავშირებით;- ქ. ეგრისი _ დასტურდება იქვე XI საუკუნიდან ისტორიამდელ ამბებთან დაკავშირებით;- ეგრისწყალი _ დასტურდება იქვე XI საუკუნიდან ძვ. წ. IV ს. ამბებთან დაკავშირებით;- მაგულა||მარგულა||მორგულა||მერკულა _ ისინი სახელდება 1615 წლიდან. შედარებისათვის შავქლიავის ერთ-ერთიჯიშის მეგრული სახელი მარგულა // მარგვ-ულ-ა ე.ი. მარგვეთული (ზემოიმერული) ჯიში;- ჭალა (ამჟამად: ჭლოუ) _ იხსენიება 1621 წლიდან. ამ ახლა უკვე აფხაზურ სოფელში არის უბანი ჭალააიმარა,რომელმაც შემოინახა სოფლის თავდაპირველი სახელი;- სკურჩა||სქურჩა _ დასტურდება 1630 წლიდან. ეს სახელი ძალზე გავრცელებულია მთელ სამეგრელოში, სადაც უამრავ მდინარეს თუ ღელეს ჰქვია სქურჩა//სქურჩე "თეთრი ღელე";- სოფ. და მდ. ღალიძგა _ დასტურდება 1639 წლიდან. ეს სახელი თავდაპირველად რქმევია სოფელს, შემდეგკი მდინარეზეც გადატანილა. მეგრულად ღალიძგა "ღელის ნაპირს" ნიშნავს. მისგანაა მიღებული ამ მდინარის ამჟამინდელი აფხაზური სახელი აალძგა;- კვიტაული||კვიტოული||კიტოული||პიტაური _ 1640 წლიდან. სოფლის სახელს საფუძვლად უდევს მამაკაცის ქართული სახელი კვიტა (შდრ. გვარსახელები:- კვიტაშვილი და კვიტაიშვილი), -ურ სუფიქსი კი ამ და ანალოგიურ შემთხვევებში მიწის ნაკვეთის კუთვნილებას აღნიშნავს;- ოქუმი _ პირველად იხსენიება 1654 წლიდან. მეგრულ დიალექტზე ნიშნავს საქუმელეს;- ოლუშე _ მოხსენიებულია 1654 წლიდან. მეგრულად ნიშნავს სავალს;- კაპეტის წყალი (მდ. ბზიფის ძველქართული სახელი) _ დასტურდება XVIII საუკუნიდან. კაპეტი//კაბეტი მეგრულად დიდს, მძლავრს ნიშნავს და ა. შ.საყურადღებოა ანტიკურ ბერძნულ წყაროებში პიტიუნტა||პიტიუს ვარიანტთა წარმოქმნის საკითხი. როგორც ირკვევა, ამ ორისახეობიდან უფრო ძველია პიტიუს, რომელიც ბერძნულად ფიჭვს ნიშნავს. იგი პირდაპირი გადაღებულია თარგმანია ფიჭვის აღმნიშვნელი ერთერთიქართველური სახელისა. ასევე უეჭველად ქართველური წარმოშობისაა მთელი აფხაზეთის მხარეში გავრცელებული "ოიკონიმები და პოლისონიმები":- გაგრა||გაგარი||გაკარი||კაკარი, ა-ვადჰარა, ოთჰარა, ტყვარჩელი, გენწვიში, მგუძირხვა, მერხეული, კოპიტი, კამანი, ამტყელი და მრ. სხვა. ასეთი მონაცემი უამრავია, ამიტომ აქ ამით შემოვიფარგლებით და დავასკვნით:არ არსებობს არავითარი "ისტორიული" და ენობრივი მონაცემი, რომელიც დაადასტურებდა ამჟამინდელი აფხაზეთის მიწაზე ქართველების სახლობამდე აფსუათა წინაპრების ცხოვრებას. ამიტომ არც აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოგლეჯის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.