planetanews Posted July 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ჯორჯ ვილი ეს ისტორია კლიშეების დაცინვაა. ედემის ბაღის დატოვებისას ადამმა ევას უთხრა: „ძვირფასო, ჩვენ ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ“. ბარაკ ობამას წერილში, სადაც ის ახალ სტრატეგიულ ანალიზს აღწერს, პირველ წინადადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელები ხშირად უმკლავდებოდნენ „გარდამტეხ მომენტებს“, როგორიცაა დღევანდელი „აქტიური გარდაქმნების დრო“. ამ შაბლონურ ტექსტზე სურვილი გიჩნდება მოთქმით იტირო – ასევე ამერიკული საგარეოპოლიტიკური ტრადიცია სერიოზულად, უფრო ზუსტად კი სენტიმენტებისგან დამოუკიდებლად შეაფასო. ასეთი შეფასება კი უკვე არსებობს. თუკი ამერიკელი ხალხი ყურადღებით წაიკითხავს პიტერ ბეინარტის წიგნს „The Icarus Syndrome: A History of American Hubris“ (იკარის სინდრომი: ამერიკული ქედმაღლობის ისტორია), ის მას მრავალი ცრემლისა და გოდებისგან დაიცავს. ბერძნული მითის თანახმად, იკარს ხის ჩარჩოზე სანთლით მიმაგრებული ბუმბულის ფრთები ჰქონდა. ის გააფრთხილეს, რომ თუკი ძალიან მაღლა აფრინდებოდა მზე მის სანთელს გაადნობდა. მაგრამ ფრენის ექსტაზში მან გაფრთხილება დაივიწყა, მიწაზე ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. ბეინარტი ბოლო 100 წლის განმავლობაში, მაღალი ფრენისგან საგარეოპოლიტიკური ქედმაღლობის სამ სახეობას გამოარჩევს. ყველაფერი ვუდრო ვილსონისგან დაიწყო, რომელმაც აშშ–ს საშინაო პოლიტიკის კონმპეტენტურობაში პროგრესის მომხრეთა რწმენა, საგარეო პოლიტიკის სფეროში გადაიტანა. მაგალითისთვის მას მოჰყავდა ძალიან ქედმაღლური და ბრძნული არგუმენტები, რომლებსაც თითქოს ევროპისთვის მუდმივი მშვიდობა უნდა მოეტანა, რადგან ეს არგუმენტები „მეცნიერული“ იყო. პოლიტოლოგიის ამ პროფესორმა მეუღლეს უთხრა, რომ მათ საკუთარი ქორწინების კონსტიტუცია უნდა შეადგინონ, ხოლო შემდეგ – „კანონქვემდებარე აქტები საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე“. პრეზიდენტი რომ გახდა შექმნა ჯგუფი Inquiry – ინტელექტუალთა ერთგვარი საზოგადოება, რომელიც სხვადასხვა არგუმენტების დახმარებით დაკავებული იყო ძველი სამყაროს ისტორიის მიერ ჩამოყალიბებული საზღვრების გადახედვით. ვილსონის თანაშემწე პოლკოვნიკი ედვარდ ჰაუსი ამბობდა, რომ 1918 წლის 2 იანვარს მან პრეზიდენტთან ერთად Inquiry –ს ანგარიში მიიღო: „ჩვენ სამუშაოდ დავსხედით თერთმეტის ნახევარზე, ხოლო პირველის ნახევრისთვის მსოფლიო რუკა უკვე შეცვლილი გვქონდა საკუთარი შეხედულებებისამებრ“. ვილსონმა მაშინ თქვა: „გააჩერეთ მსოფლიო, ამერიკას ჩასვლა სურს“. სინამდვილეში, მან განაცხადა, რომ ამერიკა „არავითარ პირობებში არ დათანხმდება ისეთ მსოფლიოში ცხოვრებას, რომელსაც ინტრიგა და ძალა მართავს“. და 1939 წლის 1 სექტემბერს მორიგი ომი დაიწყო – სწორედ იმ მომენტში, როდესაც მთელი ეს ცნობილი ადამიანები შეიკრიბნენ ჟენევაში – ერთა ლიგის ამ სამშობიარო სახლსა და იმავდროულად სასაფლაოზე, რათა ვილსონისთვის ძეგლი გაეხსნათ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ (მას ჯერ კიდევ უწოდებდნენ ომს ყველა ომის დასრულებისთვის) მეორე მსოფლიო ომი დაიწყო; შემდეგ ცივი ომი, მას კი საკუთარი ხიბლისგან კუდაბზიკობის ეპოქა მოჰყვა. ამერიკა, რომელსაც ბეინარტის თქმით, „ანალოგიების უფრო ფართო მენიუ“ სჭირდებოდა, ყველა საგარეოპოლიტიკურ პრობლემას მიუნჰენის რეტროსპექტულ პრიზმაში უცქერდა. „1939 წელს, ამერიკელი პოლიტიკოსებისგან ცოტას თუ სჯეროდა, რომ ნაცისტების მიერ ვარშავას დაპყრობა შეერთებული შტატებს უზარმაზარ პრობლემას შეუქმნიდა. 1965 წელს ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენ არ გვანაღვლებდა ჩრდილოეთ ვიეტნამის მიერ საიგონის დაპყრობა. 80–იან წლებში ამერიკელები ცხოვრობდნენ მშვიდობაში, თუმცა შფოთში, უცქერდნენ რა ჩვენსკენ მომართულ ათასობით საბჭოთა ბირთვულ რაკეტას. ხოლო 2003 წლისთვის ბევრი ვაშინგტონელი კომენტატორი ამტკიცებდა, რომ „ერაყის ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი ჩვენთვის მომაკვდინებელი საფრთხე“ იყო. ბეინარტის თქმით, ომისშემდგომი თვითდაჯერებულობა, რომ ამერიკის „პრესტიჟი“ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ის პერიოდულად მოდის და საფრთხე ექმნება გეოგრაფიულად მოშორებული კრიზისების გამო, „იმას ნიშნავდა, რომ „უმნიშვნელო ადგილები, მაინც მნიშვნელოვანია“. ამის გამო შეკავების დოქტრინა შეუკავებელ და შესაბამისად ქედმაღლურ ლტოლვად იქცა. როდესაც ამერიკული ლტოლვის შემაფერხებელი კორეული მოგონება დროსთან ერთად გაქრა (ეს მოგონება კი პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერს ეხმარებოდა გონივრული საგარეო პოლიტიკის წარმართვაში), „საყვირის ხმა“ გაისმა (ჯონ კენედის ფორმულირება მისი საინაუგურაციო გამოსვლიდან), რომელიც ამერიკას მოუწოდებდა „გადაეხადა ნებისმიერი ფასი, ეზიდა ნებისმიერი ტვირთი“. და ქვეყნაამ გვატემალას და დომინიკის რესპუბლიკაზე სერიოზული ნერვიულობა დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკის უპირატესობა (იდეოლოგიური, სამხედრო და ეკონომიკური (საფონდო ბაზარმა 1992–1996 წლებში საკუთარი ფასი გააორმაგა)) ბეინარტის თქმით, ბატონობის ქედმაღლობას კვებავდა. მხოლოდ საკუთარი ავიაციის გამოყენებით, ამერიკამ აიძულა სერბეთი ჯარისკაცები გაეყვანა საკუთარი ტერიტორიიდან – კოსოვოს პროვინციიდან. ბოსნიაში ამერიკა მოქმედებდა ეთნიკურ წმენდებზე საპასუხოდ: „კოსოვოს მოვლენებმა კარი შეუღო „ბრძნულ“ ინტელექტუალურ არგუმენტებს. ხოლო ჯორჯ ბუშმა ოთხ წელიწადში ეს კარი ფეხით შეაღო, გაამართლა რა მისი ერაყში შეჭრა თადარიგის დაჭერის აუცილებლობით. ბერნატის თქმით, მოვლენები „ქედმაღლობის ბუშტებით“ ნელ–ნელა გაიბერა. მალე ასეთი რამ შეიძლება ავღანეთში მოხდეს, სადაც ობამა მყიფე და საკმაოდ უხერხულ ალიანსს ქმნის მათთან, ვისაც ბეინარტი „ბატონობის კონსერვატორებს“ უწოდებს. ბეინარტის აზრით, თაობის შურმა ზოგიერთ ამერიკელს საკუთარი ჰიტლერების ძიებისკენ უბიძგა, რომლებიც არაფერს შეურიგდებიან. მოწყენილობამ, რომელიც ცივ ომში გამარჯვებას მოჰყვა, აიძულა ისინი ასეთი ადამიანები ეპოვათ. ქედმაღლობა – მკრეხელობაა, რომელიც ამბიციების საფუძველზე ჩნდება, თუმცა ზომიერების ფარგლებში ამბიცია მადლია. ქედმაღლობა, წარმატების უკუჩვენებაა, რომელიც ამერიკას საკმარისად ჰქონდა. ბადებს რა უგუნურებას, რომელიც ამერიკას ასევე არ აკლდა, ქედმაღლობა თავად ახდენს საკუთარი თავის კორექტირებას. თუმცა შეცდომების ასეთი გამოსწორება ძალიან ძვირად ფასობს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts