Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ახალგაზრდული ტრანსფერები


Recommended Posts

http://farm3.static.flickr.com/2643/3752401584_8e671e28d1.jpg

 

მოკლედ: ინსუა 5 მილიონად ფუნტად გაიყიდა. ნემეთის აგენტის ცნობით ფორვარდი დარჩენას აპირებს. ნგოგზე კი ოფიციალური შემოთავაზებაა…

 

ვრცლად: პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ლივერპული დათანხმდა არგენტინელი მარცხენა მცველის 5 მილიონად გაყიდვას. სავარაუდოდ ინსუა მომავალ 24 საათში დაასრულებს პირად მოლაპარაკებებს ფიორენტინასთან და შემდეგ იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.

 

კრისტიან ნემეთის აგენტმა, ტიბორ პატაკმა კი განაცხადა: “კრისტიანის ერთადერთი სურვილი ლივერპულში დარჩენა და წარმატების მიღწევაა, თუ რათქმაუნდა ენფილდზე მას ამის შესაძლებლობას მისცემენ. თუ იგი მინიმალურ შანსს მაინც დაინახავს, რომ ძირითად გუნდში დაიკავოს ადგილი, ნემეთი მაქსიმუმს გააკეთებს და ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი პოზიციისთვის. ” ნემეთის აგენტმა ასევე განაცხადა, რომ ნემეთით საბერძნეთში,  იტალიაში და გერმანიაში არიან კლუბები დაინტერესებულნი… თუმცა ამ ახალგაზრდა ფორვარდის გაშვება-დატოვების საკითხი როი ჰოჯსონზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოეწონება კრისტიანი მას მომავალი ვარჯიშების დროს შვეიცარიაში და ამხანაგურ თამაშებზე…

 

ვესტ ბრომვიჩის მმართველმა, დი მატეომ კი დაადასტურა, რომ მისი კლუბი დაინტერესებული დავიდ ნგოგის 1 წლიანი იჯარით გადაყვანით. თუმცა ზოგადად კლუბები ყოველთვის ელოდებიან ივლისის დასასრულს ან აგვისტოს დასაწყის და შემდეგ უშვებენ ფეხბურთელებს იჯარით სხვა გუნდებში… ასე რომ არის შანსი 1 წელი მაინც დავისვენოთ გულშემატკივრებმა…

 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...