Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - "Amnesty International" რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს


Recommended Posts

რუსი ადამიანის უფლებათა დამცველები ზეწოლის ქვეშ მუშაობენ, აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი. ორგანიზაციამ მოკლული უფლებადამცველის ნატალია ესტემიროვას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე განცხადება გაავრცელა.

 

რუსეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დამცველების მკვლელობის ყველა შემთხვევის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

 

"ნატალია ესტემიროვას მკვლელობა ნათელჰყოფს რეალურ საფრთხეს, რომელიც ემუქრება რუსეთში მოქმედ სახალხო დამცველებს და ხელს უშლის საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. უფლებადამცველებმა უნდა შეასრულონ მათზე დაკისრებული მნიშვნელოვანი სამუშაო შიშისა და ზეწოლის გარეშე,"-აცხადებს Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა ნიკოლა დიუკვორთმა.

 

ნატალია ესტემიროვას მკვლელობამდე, მოსკოველი სტანისლავ მარკეროვისა და ჟურნალისტ ანასტაცია ბაბუროვას (2009), 2006 წელს კი ანასტასია პოლიტკოვსკაია მოკლეს.

 

"ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ხელისუფლება ჯერ კიდევ არ არის მზად რომ ნატალია ესტემიროვას მკვლელობის ეფექტური, დროული და მიუკერძოებელი გამოძიება ჩაატაროს"- აცხადებს ნიკოლა დიუკვორთი.

 

ნატალია ესტემიროვა ჩეჩნეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "მემორიალში" მუშაობდა. 2009 წლის 15 ივლისს იგი გროზნოდან გაიტაცეს და ინუშეთის საზღვართან ტყვიებისგან დაცხრილული იპოვეს.

 

გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. The New York Times-ის ინფორმაციით, 2010 წლის 25 იანვარს ესტემიროვას მკვლელობის მთავარმა გამომიებელმა იგორ სობოლმა განაცხადა, რომ უფლებადამცველის მკვლელის ვინაობა ცნობილი გახდა, თუმცა, არავინ დაუპატიმრებიათ.

 

Amnesty International-ი თავის განცხადებაში ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებას იხსენებს:

 

"ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვი, რომელმაც 2009 წლის აგვისტოში მიცემულ ინტერვიუში ესტემიროვა მოიხსენია «ქალი სირცხვილისა და პატიოსნების გარეშე», 2010 წლის 3 ივნისს ამტკიდებდა, რომ «მემორიალის» წევრები მოღალატეები და დასავლეთის ინტერესების გამტარებლები იყვნენ."

 

"პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინისთვის ნატალია ესტემიროვასა და მისი კოლეგების მკვლელობების გამოძიება პრიორიტეტული უნდა იყოს. ეს იქნება ნათელი დადასტურება იმისა, რომ თავდასხმა ადამიანის უფლებათა დამცველებზე, დამოუკიდებელ ადვოკატებსა და ჟურნალისტებზე, არ იქნება შეწყნარებული,"- ასრულებს თავის განცხადებას ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია.

 

Amnesty International-ი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. მას მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში 2,8 მილიონი წევრი და მხარდამჭერი ჰყავს.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...