Jump to content
Planeta.Ge

ნადირობის სეზონი 6 სექტემბრიდან გაიხსნება


Recommended Posts

ნადირობის სეზონი 6 სექტემბრიდან გაიხსნება

 

საქართველოს ტერიტორიაზე ნადირობის სეზონი გადამფრენ მფრინველებზე 6 სექტემბერს დაიწყება.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ნადირობის სეზონი საქართველოში 20 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საომარი მდგომარეობის გამო 6 სექტემბრამდე გადაიდო. სეზონი გახსნილად არ ცხადდება იმ ტერიტორიებზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია შენარჩუნებული, ფოთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე.

 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველნი, ვალდებულნი არიან 10 ლარიანი მოსაკრებელი ნებისმიერ ბანკში შეიტანონ. ბანკის კოდია 220 101 222. ანგარიშის ნომერია 200 122 900. და ქვითართან ერთად თან უნდა იქონიონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის ტარებისა და შენახვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, მონადირეებმა უნდა გაითვალისწინონ სახეობებზე დაწესებულია ლიმიტი. ნანადირევი არ უნდა აჭარბებდეს: 20 მწყერს, 10 გარეულ მტრედს, 5 ჩიბუხას, 10 ჩვეულებრივ გვრიტს, 10 ქედანს, 7 ტყის ქათამს.

 

ნადირობის წესების დამრღვევთ, სახე;ლმწიფოს მიმართ მიყენებული ზარალის შესაბამისად დაეკისრებათ ადმინისტრაციული ჯარიმები, ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა ვინ ნადიროოოოოობს??? მე თუ აღმოვჩნდი დასავლეთ საქართველოში ამ სეზონზე უეჭველი ვინადირებ :user: დზმაკაცია რამდენიმე შეპირებული რომ წამიყვანენ :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაიკაიფე თუ მართლა გგონია, რომ მონადირეს შეუძლია სამალიოტის ჩამოგდება? :love:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაიკაიფე თუ მართლა გგონია, რომ მონადირეს შეუძლია სამალიოტის ჩამოგდება? :love:

შევარდნაძის დროს ლაგატკებით ყრიდნენ ეგ გიკვირს? :DDD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...