Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჩემი აზრით საქართველოს ომი სააკაშვილმა მოუგო, არც რუსეთმა არც ოსეთმა არც აფხაზეთმა და არც უცხოპლანეტელებმა. საქართველო სააკაშვილთან დამარცხდა http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Siknadmo

რაც უფრო სამარცხვინოა რუსული არმია მით უფრო დიდი სირცხვილი ჩვენ, იმიტომ რომ ომი არც მიშას და არც ნაცმოძრაობას არ წაუგია, ომი ჩვენ წავაგეთ-იმ ადამიანებმა ვინც საკუთარ თავს ქართველებად მივიჩნევთ, ჩვენ წ

DonCaredo

და გასაკვირი რა არის? ნაცმოს ვერ მორევიხართ, არიქა თოFი არ გავარდეს, ქაღალდებით გინდათ მოგება და რუსებს გინდათ ომი მოუგოთ, მერაბიშვილისთვის ვერაფერი მოგიხერხებიათ

mtidan

FRIDRIX დაბომბვა ომს არ ნიშნავს. ჯარი სანამ არ შევა ტერიტორიაზე, სულ რომ დაადუღო იქაურობა მოგებას არ ნიშნავს. ამათაც საპასუხო ესროლათ მხოლოდ. როცა იცი რომ პროვოკაციაზე გაგებენ არ უნდა წამოეგო.

asds

ასასენო იცი ეგ ამბავი 1-2-3 აგვისტოს სნაიპერებით რომ ცხრილავდნენ ცხინვალს?

 

იცი ეგ ამბავი 2008 წლის ივნისი ივლისი ფაქტიურად დღე არ გავიდოდა ცხინვალის მიმართულებით სროლები რომ არ ყოფილიყო ქართული მხარიდან?

 

იცი ეგ ამბავი რომ სამხედრო დანაყოფების შეყვანა რეგიონში 7 აგვისტომდე რამდენიმე კვირით ადრე რომ დაიწყო?

 

იცი ეგ ამბავი კოკოითმა 4 თუ 5 აგვისტოს მარტო რომ გასცა საპასუხო ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანება?

 

ბოლო ბოლო ხალხო კრუგომ ბეგომ დებილები გგონიათ ყველა თუ როგორ არის ქართული საზოგადოების ამბავი?

 

ოსები ვერ ხვდებოდნენ იმას რომ გორის, ქარელის, ახალგორის რაიონებში, რაჭაში, დუშეთის რაიონში არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრირება შემთხვევითი მომენტი არ იყო? ან რომ შემთხვევით არ ცხრილავდნენ ფაქტიურად 2 თვე ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს? თუ გგონიათ ბილიკები არ იციან და არ გადადიან გადმოდიან აქეთ იქით ცხინვალის კგბ-შნიკები დასაზვერად? ან გგონიათ რომ ინფორმატორები არ ყავთ? ბოლო ბოლო რამდენი რამე გგონიათ ტო : )))

 

მიხვდა ის კოკოითი რომ ომი გარდაუვალი იქნებოდა, მით უმეტეს როცა თავადაც გასცა საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანება, რასაც ელოდებოდა კიდეც ოფიციალური თბილისი და მშვიდობიანი მოსახლეობა შეძლებისდაგვარად მოაშორა იქაურობას. შენ რას იზავდი იმის ადგილზე? არ გაარიდებდი ქალებს და ბავშვებს ცეცხლის ხაზს, მით უფრო თუ ეს ცეცხლის ხაზი ცხინვალზე გადიოდა?

 

 

ელემენტალური რამეა ასასენო, ნებისმიერ სამხედრო ექსპერტს კითხე და გეტყვის რომ რუსები მოუმზხადებლები აღმოჩნდნენ ომისთვის და ეს მიუხედავად იმისა რომ სამხედრო თვალსაზრისით გაიმარჯვეს და ომამდე ცოტა ხნით ადრე ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი სწავლებებიც ჩაატარეს. უკუდირესად ნელი იყო რუსების რეაქცია და უკიდურესად არაორგანიზებული, მინიმუმ კონფლიქტის პირველ დღეებში და ეს არ გეუბნევა იმას, რომ მთლად რუსების დაგეგმილი ეგ ომი არ იყო? 2 დღე მოუნდნენ როჟები ტანკების გვირაბამდე მოყვანას რაზეა საერთოდ ბაასი..

 

ვაშინგტონის ამოცანა და სააკაშვილის დავალება რუსეთის კონფლიქტში ჩათრევა რომ არ ყოფილიყო და ჯარისთვის უკან დახევის ბრძანება არ მიეცათ, ანუ არმიას რომ მართლა ეომა და ეომა ბოლომდე იმ 58-ე არმიისგან ბუნდღას არ დატოვებდნენ იმდენად თავგზააბნეულები მოქმედებდნენ, თქვენ კიდევ რუსები შემოვიდნენ და სააკაშვილმა მარტო მერე გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანებაო ტო : )))

 

რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში გაშვებული კადრები თუ როგორ ისვრიან გრადებს და როგორ იწვის ცხინვალში შენობები, შენობები მარტო მე ვნახე?

 

ბოლო ბოლო არაფერი სააკაშვილის არ გჯერათ, მაგრამ გჯერათ რომ რუსეთმა 3 000 ტანკი და ლამის მთელი არმიის ცოცხალი ძალა და ავიაცია საქართველოში შემოიყვანა ვიდრე ქართული არმია სროლას დაიწყებდა? საინტერესო ლოგიკით მსჯელობთ ბატონებო..

 

მიშას სისულელეების,რომ რუსებმა 2000 ტანკი,200 თვითმფრინავი და 100 000 ჯარისკაცი შემოიყვანეს ნამდვილად არ მჯერა.

 

მაგრამ არც იმის არ მჯერა რომ რუსებს ომი არ უნდოდათ და კოკოითის ხელით ამას არ აკეთებდნენ.თუ არ ვცდები 6აგვისტოს თბილისში ესკაკას თანათავჯდომარე პოპოვი ჩამოვიდა და მისი გაბრწყინებული სიფათი რომ დავინახე,ეგრევე მივხვდი რომ ომში გვითრევენ და ასეც დავწერე ფორუმ.გე-ზე,ისე აშკარა იყო ეს.ამიტომ ნუ გამოგყავთ კოკოითი მსხვერპლი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მიშას სისულელეების,რომ რუსებმა 2000 ტანკი,200 თვითმფრინავი და 100 000 ჯარისკაცი შემოიყვანეს ნამდვილად არ მჯერა.

 

მაგრამ არც იმის არ მჯერა რომ რუსებს ომი არ უნდოდათ და კოკოითის ხელით ამას არ აკეთებდნენ.თუ არ ვცდები 6აგვისტოს თბილისში ესკაკას თანათავჯდომარე პოპოვი ჩამოვიდა და მისი გაბრწყინებული სიფათი რომ დავინახე,ეგრევე მივხვდი რომ ომში გვითრევენ და ასეც დავწერე ფორუმ.გე-ზე,ისე აშკარა იყო ეს

ძუკუ ბატონო ბოდიში და იმ ნაგიჟარი პოპოვის გარდა ავისტოს ომამდელ პერიოდიდან ვერაფერ იხსენებთ? 6 აგვისტოსთვის რომ ომი გარდაუვლობის კონტურებს იძენდა კი არა და გარდაუვალი იყო ეს თქვენც შენიშნეთ და დაწერეთ ამის შესახებ ფორუმ.გეზე, მეც შევნიშნე და დავწერე ამის შესახებ მაშინ კიდევ მოქმედი ჩემი საინფორმაციო სააგენტოს itn exclusive-ის ვებ გვერძე, კოკოითიც ხვდებოდა, რომელმაც ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა და რათქმაუნდა არც პოპოვი იქნებოდა ყველაზე ცუდათ ინფორმირებული, ინფორმირებულებს შორის, თუმცა ამით რა იცვლება?

 

რუსეთს რომ საქართველოსთან ომი უნდოდა და დღესაც უნდა ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ და რუსეთი რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობის მტერია ეს მაშინაც ცხადი იყო და დღესაც ცხადია, მაგრამ რუსეთის არმია რომ მოუმზადებელი შეხვდა ომს ეს ის ფაქტია, რომელსაც ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს აგვისტოს მოვლენების ანალიზისას..

 

ომი სააკაშვილმა დაიწყო და დაარღვია საერთაშორისო შეთანხმებები, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და დაარღვია კი არა და დააკანონა კიდეც საქართველოს ტერიტორიული რღვევა. ამას ვამბობდი აგვისტოს დღეებში და მომდევნო პერიოდში, ამის გამო გადაგვხვდა ის ისტორია რა ისტორიაც გადაგვხვდა და ამას ვამბობ დღესაც, მიუხედავად იმისა რომ მერკანტილური ინტერესიდან გამომდინარე თითქოს სააკაშვილს უნდა ვამართლებდე და მის უდანაშაულობაზე ვსაუბრობდე.. (მით უმეტეს რომ საქართველოში დაბრუნებას ვფიქრობ და არანაირი სურვილი არ მაქვს სააკაშვილის ციხეში ავღმოჩნდე..)

 

დასანანია რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის პატრიოტიზმი სიცრუის სამსახურად იქცა და არა მგონია ასეთმა საზოგადოებამ მართლა მოახერხოს რაიმე მეტ ნაკლებად მნიშვნელოვანი წინსვლა, ნებისმიერი თვალსაზრისით..

 

კიდევ კარგი უბედურის ერთ დღეში მყოფ ტოგოელებს არ აბრალებთ ომის დაწყებას ჩემო კარგებო : )))

 

ნუ გამოგყავთ კოკოითი მსხვერპლი.

რა მსხვერპლი რის მსხვერპლი, საიდან ასეთი დასკვნა?

 

კოკოითმა ის გააკეთა რაც მის პოზიციაში მყოფ ადამიანს ევალებოდა, ასე თუ ისე დაიცვა საკუთარი ხალხი და ტერიტორია რომელსაც სამშობლოდ მიიჩნევს.. რამდენადაც ვიცი ოსები არ მიკარებიან იმ დასახლებულ პუნქტებსა და იმ მოსახლეობას რომელთაც რეალურად ეხებათ მშვიდობიანის სტატუსი და რომელთაც ოსი ხალხის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში არ "გამოუჩენია" თავი.. ახალგორის რაიონი ამის მაგალითი..

 

მეორე მომენტია რომ ომამდე კოკოითთან შესაძლებელი იყო მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საუბარი, დღეს არ ვიცი.. ომამდე მოსკოვის გავლენა ცხინვალზე აბსოლიტური არ იყო, დღეს არის, ომამდე ქართველების და ოსების შერიგებას რამდენიმე ნაბიჯი ჭირდებოდა, დღეს ვინ იცის რამდენიმე ათეული წელი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

6 აგვისტოსთვის რომ ომი გარდაუვალ კონტურებს იძენდა კი არა და გარდაუვალი იყო ეს თქვენც შენიშნეთ და დაწერეთ ამის შესახებ ფორუმ.გეიზე,

არა მარტო 6 აგვისტოს,არამედ 1 აგვისტოს დავწერე მანდ რა მოხდებოდა თუ ცხინვალს დავარტყამდით.ციტატა:

რა მოხდება და ჯავა გაივსება ზემოთხსენებული 58-ე არმიით და მერე საით წავლნენ ისინი ადვილი მისახვედრია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

არა მარტო 6 აგვისტოს,არამედ 1 აგვისტოს დავწერე მანდ რა მოხდებოდა თუ ცხინვალს დავარტყამდით.ციტატა:

რა მოხდება და ჯავა გაივსება ზემოთხსენებული 58-ე არმიით და მერე საით წავლნენ ისინი ადვილი მისახვედრია.

ჩვენ ვგონებ რომ დიდიად განსხვავებული პოზიციები არ გვაქვს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რათქმაუნდა 1 აგვისტოს და უფრო ადრეც ცხადი იყო რომ სიტუაცია შეგნებულად იძაბებოდა რეგიონში და ინფორმირებულმა საზოგადოებამ იცოდა რომ ამ გამწვავების უკან ოფიციალური თბილისი იდგა, თუმცა გაურკვეველი ის არის დღემდე რატომ ხდება ამ თემის მიჩუმათება და რატომ არ იყენებს იგივე ე.წ. ოპოზიცია თუ ის ოპოზიციაა ამ თემას რეჟიმის წინააღმდეგ. არ მითხრათ რომ ტყული საქართველოს ინტერესშია და ამდენად საქართველოს ინტერესებით ხელმძღვანელობენ პარტიები როცა სააკაშვილის რეჟიმის სიცრუის მანქანას არ უპირისპირდებიან.

 

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ქართულ ოსური და ქართულ აფხაზური კონფლიქტის გაღვივებაში ლომის წვლილი რათქმაუნდა რუსეთზე მოდის და ამ საკითხში საკამათოს ვერაფერს ვხედავ, მე მხოლოდ აგვისტოს დღეებზე ვაკეთებ აქცენტირებას როცა საქართველო რუსეთს შორის ომზე ვსაუბრობ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...