FRIDRIX Posted July 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2010 mtidanდაზვერვას ეძინა?რა საბაბი მისცეს? ქართულ არტილერიას არ გაეხსნა საპასუხიო ცეცხლი იმ ოსურ წერტილებზე საიდანაც ქართულ სოფლებს ბომბავდნენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2010 FRIDRIXრა საბაბი მისცეს? ქართულ არტილერიას არ გაეხსნა საპასუხიო ცეცხლი იმ ოსურ წერტილებზე საიდანაც ქართულ სოფლებს ბომბავდნენ? დაბომბვა ომს არ ნიშნავს. ჯარი სანამ არ შევა ტერიტორიაზე, სულ რომ დაადუღო იქაურობა მოგებას არ ნიშნავს. ამათაც საპასუხო ესროლათ მხოლოდ. როცა იცი რომ პროვოკაციაზე გაგებენ არ უნდა წამოეგო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2010 როცა იცი რომ პროვოკაციაზე გაგებენ არ უნდა წამოეგო.და როცა ორივეს გაწყობთ? ჯოკერში რომ შეეკვრები ვინმეს, და სხვა ორის ჩაშვება რომ გინდა, შეკრული წამოვა მკვდარ ტუზს, შენ მოჯოკრი, შეიტენი, მაგრამ შემდეგს კოზირი ქონდა და იმას წაართმევ, და მერე ბოლოს შეკრული აიღებს ჯოკერით, და გაკეთდება ამასთან თავს გაიმართლებ, რა ვქნა, პროვოკაციაზე წამომაგო ამ ჩათლახმაო, იმას "გინებას" დაუწყებ, სინამდვილეში კი მოგებულს იყოფთ. პატარა ბავშვების თამაშს თამაშობენ, ერთამნეთს რომ აგინებენ და სინამდვილეში ერთად არიან. ხალხს კი ჯერა, ცოლქმრის ჩხუბი სულელს ნამდვილი ეგონაო. პროვოკაცია არა კიტრი. ყველაფერი მორიგებული იყო უკვე როცა სოჭში დაინიშნა ოლიმპიადა. რამოდენიმე წელიწადში ოსეთს დააბრუნებს და მიშაც აღმაშენებელი გამოვა, აი რუსეთს ოსეთი წაართვაო, აფხაზეთი,.. ნუ, რა ვქნათ, ეგ მერე იყოსო არადა ხო ყველამ იცის, რატომ გაუსუფთავეს მანამდე კოდორი რუსებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2010 FRIDRIXრა საბაბი მისცეს? ქართულ არტილერიას არ გაეხსნა საპასუხიო ცეცხლი იმ ოსურ წერტილებზე საიდანაც ქართულ სოფლებს ბომბავდნენ? ისა და... შენ შედეგებმა კიდევ ვერ დაგანახა რეალობა? :what: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2010 ვინ მოგვიგო ომისააკაშვილმა http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 (edited) ვინ მოგვიგო ომიდა ჩვენ ომი წავაგეთ..?? Edited July 16, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 ეს საინტერესოა http://georgianrebel.wordpress.com/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 FRIDRIXქართულ არტილერიას არ გაეხსნა საპასუხიო ცეცხლი იმ ოსურ წერტილებზე საიდანაც ქართულ სოფლებს ბომბავდნენ? ნამდვილად უნდა გაეხსნა და ხსნიდნენ კიდევაც.ტყვიამფრქვევს გვესროდნენ ტყიამფრქვევი უნდა გვესროლა,ნაღმტყორცნიდან გვესროდნენ ნაღმტყორცნიდან უნდა გვესროლა და ა.შ.რაც გავაკეთედ სწორედ ამას ელოდებოდნენ რუსები და ამისთვის გვიწყობდნენ პროვოკაციებს.ძალიან კარგად მესმის რომ აქედან საუბარი ადვილია და ადგილობრივი მოსახლეობა ძაიან მძიმე მდგომარეობაში იყო,მაგრამ დღევანდელს ნამდვილად ჯობდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 თქვენ ხალხო ომიდან ორი წლის მერეც ვერ მიხვდით რომ არა იმდენად რუსეთი (რუსეთიც რათქმაუნდა) არამედ აშშ აწყობდა სააკაშვილის რეჟიმის ხელით პროვოკაციებს აფხაზეთისა და სახმრეთ ოსეთის მიმართულებით? რატომ იტყუებთ თავს შეგიძლიათ რაციონალურად/ლოგიკურად ამიხსნათ? ბოლოს და ბოლოს რუსეთის არმიის სრულიად არაადეკვატური და სამხედრო თვალსაზრისით უკიდურესად სუსტად ორგანიზებული სამხედრო მოქმედებები მაინც არ გეუბნევათ იმას რომ ზუსტი ინფორმაცია მოსკოვს სააკაშვილის გეგმებზე და ომის დაწყების ზუსტ თარიღზე არ ქონდა? როდემდე გინდათ ამ სიბნელეში ცხოვრება ტო ბოლო ბოლო გაახილეთ თვალები.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 asdsმაიცა და ხალხი ვინ გაიყვანა ცხინვალიდან, სააკაშვილმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 asesino_141asdsმაიცა და ხალხი ვინ გაიყვანა ცხინვალიდან, სააკაშვილმა? ასასენო იცი ეგ ამბავი 1-2-3 აგვისტოს სნაიპერებით რომ ცხრილავდნენ ცხინვალს? იცი ეგ ამბავი 2008 წლის ივნისი ივლისი ფაქტიურად დღე არ გავიდოდა ცხინვალის მიმართულებით სროლები რომ არ ყოფილიყო ქართული მხარიდან? იცი ეგ ამბავი რომ სამხედრო დანაყოფების შეყვანა რეგიონში 7 აგვისტომდე რამდენიმე კვირით ადრე რომ დაიწყო? იცი ეგ ამბავი კოკოითმა 4 თუ 5 აგვისტოს მარტო რომ გასცა საპასუხო ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანება? ბოლო ბოლო ხალხო კრუგომ ბეგომ დებილები გგონიათ ყველა თუ როგორ არის ქართული საზოგადოების ამბავი? ოსები ვერ ხვდებოდნენ იმას რომ გორის, ქარელის, ახალგორის რაიონებში, რაჭაში, დუშეთის რაიონში არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრირება შემთხვევითი მომენტი არ იყო? ან რომ შემთხვევით არ ცხრილავდნენ ფაქტიურად 2 თვე ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს? თუ გგონიათ ბილიკები არ იციან და არ გადადიან გადმოდიან აქეთ იქით ცხინვალის კგბ-შნიკები დასაზვერად? ან გგონიათ რომ ინფორმატორები არ ყავთ? ბოლო ბოლო რამდენი რამე გგონიათ ტო : ))) მიხვდა ის კოკოითი რომ ომი გარდაუვალი იქნებოდა, მით უმეტეს როცა თავადაც გასცა საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანება, რასაც ელოდებოდა კიდეც ოფიციალური თბილისი და მშვიდობიანი მოსახლეობა შეძლებისდაგვარად მოაშორა იქაურობას. შენ რას იზავდი იმის ადგილზე? არ გაარიდებდი ქალებს და ბავშვებს ცეცხლის ხაზს, მით უფრო თუ ეს ცეცხლის ხაზი ცხინვალზე გადიოდა? ელემენტალური რამეა ასასენო, ნებისმიერ სამხედრო ექსპერტს კითხე და გეტყვის რომ რუსები მოუმზხადებლები აღმოჩნდნენ ომისთვის და ეს მიუხედავად იმისა რომ სამხედრო თვალსაზრისით გაიმარჯვეს და ომამდე ცოტა ხნით ადრე ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი სწავლებებიც ჩაატარეს. უკუდირესად ნელი იყო რუსების რეაქცია და უკიდურესად არაორგანიზებული, მინიმუმ კონფლიქტის პირველ დღეებში და ეს არ გეუბნევა იმას, რომ მთლად რუსების დაგეგმილი ეგ ომი არ იყო? 2 დღე მოუნდნენ როჟები ტანკების გვირაბამდე მოყვანას რაზეა საერთოდ ბაასი.. ვაშინგტონის ამოცანა და სააკაშვილის დავალება რუსეთის კონფლიქტში ჩათრევა რომ არ ყოფილიყო და ჯარისთვის უკან დახევის ბრძანება არ მიეცათ, ანუ არმიას რომ მართლა ეომა და ეომა ბოლომდე იმ 58-ე არმიისგან ბუნდღას არ დატოვებდნენ იმდენად თავგზააბნეულები მოქმედებდნენ, თქვენ კიდევ რუსები შემოვიდნენ და სააკაშვილმა მარტო მერე გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანებაო ტო : ))) რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში გაშვებული კადრები თუ როგორ ისვრიან გრადებს და როგორ იწვის ცხინვალში შენობები, შენობები მარტო მე ვნახე? ბოლო ბოლო არაფერი სააკაშვილის არ გჯერათ, მაგრამ გჯერათ რომ რუსეთმა 3 000 ტანკი და ლამის მთელი არმიის ცოცხალი ძალა და ავიაცია საქართველოში შემოიყვანა ვიდრე ქართული არმია სროლას დაიწყებდა? საინტერესო ლოგიკით მსჯელობთ ბატონებო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 ომის დაწყების ჩემებური ვერსია 1. მიშა-მოტივი, ფული და ძალაუფლება, ცხინვალის დაბრუნების საშუალებიტ ძალაუფლების გამყარებავაინა ვსიო სპიშეტ ამპარტავნული მოტივი-მე დავიბრუნე, ლეცემერტა-პირფერთა ჯგუფი მის ირგვლივ, +ებრაული ლობი რომელსაც იარაღის გაყიდვის ინტერესი ჰქონდა თავდაცვის და კონფლიქტების მოგვარების მინისტრები... უარის თქმა სამშვიდობო გზაზე, ერგნეთის ბაზრობის გაუქმება, ნატოსკენ სიარული ტაშკუილურად, რუსების მაქსიმალური გაღიზიანება და რუსეთთან უერთიერთობის დაძაბვა 2. რუსეთი, კერძოდ ფეესბე-პუწინ, კარგად გაშიფრეს მისიტო, მიხვდნენ რაც სურდა მას, კერძოდ ომით ტერიტორიის დაბრუნება,მათ იცოდნენ სააკაშვილის გეგმები, ამიტომ მაქსიმალურად გაუგორეს კოჭი,გაიხსენეთ როგორი რბილი რეაქცია ჰქონდათ რუსებს სანამ ცხინვალს ვგლეჯდით, სათაგურში თაგვი შეიტყუეს 3. ამერიკის როლი,კერძოდ ნეოკონების, მოტივი არჩევნების წინ ანტირუსული ისტერია და ობამას დამარცხება,სხვა მიზეზებიც შეიძლბა იყოს,კერძოდ რუსეთის დისკრედიტაცია ან სამხედრო პოტენციალის გადამოწმება', თუმცა ეს ომის ამერიკის ინტერესში არ შედიოდა, იყო რაღაც დაჯგუფების ინტერესი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 Siknadmo თუმცა ეს ომის ამერიკის ინტერესში არ შედიოდა, იყო რაღაც დაჯგუფების ინტერესი როგორ არ შედიოდა ამერიკის ინტერესში? ელემენტალური გადაავლე კრემლის ომამდელ და ომის შემდგომ რიტორიკას თვალი. განსხვავება მართლა თვალში საცემია.. აგვისტოს ომით ვაშინგტონმა საბოლოოდ ჩაიჯიბა რუსეთი, რადგან მოსკოვს ისეთი შეთავაზება გაულეთა რომლისგანაც ის თავს ვერ აირიდებდა, კერძოდ: "ან სრული იზოლირება და ეკონომიკური/პოლიტიკური/სახელმწიფოებრივი კოლაფსი ან დასავლეთის სამყაროში ეტაპობრივი ინტეგრაცია, ვაშინგტონის მეთვალყურეობის ქვეშ - გეოპოლიტიკურ სახითხებში დასავლეთის ინტერესების უპირობო გათვალისწინება" რუსეთის მიერ გაკეთებული არჩევანი ცხადია.. --------- რაც შეეხება სააკაშვილის მიერ ომის ვაშინგტონთან შეუთანხმებლად ან ვაშინგტონის მითითების გარეშე დაწყებას, ამას მე პირადად გამოვრიცხავ რადგან ქართული არმიის მოქმედებები არანაირად არ მიუთიტებს იმაზე რომ მის ამოცანას არა რუსეთის კონფლიქტში ჩათრევა, არამედ სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე კონტრლის დაწესება წარმოადგენდა.. ბოლო ბოლო ცხინვალი სამჯერ გადაკვეთეს მარშით, მაგრამ ერთი თავდაცვითი ზღუდე და თავდაცვითი პოზიცია არ მოუწყიათ, არც ქალაქში და არც ქალაქის გარშემო სიმაღლეებზე, რაც ნამდვილად არ/ვერ მეტყველებს იმაზე რომ ქართული არმია დაკავებული პოზიციების გამაგრებას და შენარჩუნებას გეგმავდა.. ერთი სანგარი არ გაუთხრიათ ტიპებს და ერთი ბლოკ პოსტი არ შეუქმნიათ რაზეა საერთოდ ბაასი.. იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ ქვეყნის შიგნით საომარი მომქმედებების წარმოებას არმიას კონსტიტუცია უკრძალავს, 7 აგვისტოსთვის კი არანაირი გარე ძალა საქართველოსთან არ ომობდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 (edited) ბოლო ბოლო ცხინვალი სამჯერ გადაკვეთეს მარშით, მაგრამ ერთი თავდაცვითი ზღუდე და თავდაცვითი პოზიცია არ მოუწყიათ, არც ქალაქში და არც ქალაქის გარშემო სიმაღლეებზე, რაც ნამდვილად არ/ვერ მეტყველებს იმაზე რომ ქართული არმია დაკავებული პოზიციების გამაგრებას და შენარჩუნებას გეგმავდა.. ერთი სანგარი არ გაუთხრიათ ტიპებს და ერთი ბლოკ პოსტი არ შეუქმნიათ რაზეა საერთოდ ბაასი.. ეს უბრალოდ იმის ბრალია რომ ხელმძღვანელები გვყვავდა ზლეები რუსეთისტვის არ იყო მოულოდნელი ეს ომი, კარგად იცოდნენ უბრალოდ ჭკვიანურად გამოიყენეს და ჩემის აზრიტ წარმატებას მიაღწიეს,რუსეთმა ამ ომით მოიგო, მე ვერ ვხედავ ვერაფერს რა წააგეს Edited July 16, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 Siknadmoრუსეთისტვის არ იყო მოულოდნელი ეს ომი, კარგად იცოდნენ უბრალოდ ჭკვიანურად გამოიყენეს და ჩემის აზრიტ წარმატებას მიაღწიეს,რუსეთმა ამ ომით მოიგო, მე ვერ ვხედავ ვერაფერს რა წააგესეხლა ფეესბეს და გრუს რომ რაღაც ინფორმაცია ექნებოდა მოსალოდნელი ომის შესახებ ამაზე არ ვკამათობ და მეც ვფიქრობ რომ ამ სტრუქტურებს გარკვეული დოზით ინფორმაცია ქონდათ, პლუს ამას რუსეთის არმიასაც ამზადებდნენ საქართვეოსთან საომარი მოქმედებებისთვის, ჩრდილოეთ კავკასიაში გამართული წვრთნები 2008 წელს ამაზე მეტყველებს, მაგრამ რუსებმა არ იცოდნენ ომის დაწყების ზუსტი თარიღი და იმიტომ იყო რომ მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ომისთვის, ანუ ბოლო ბოლო აგერ თავად დაფიქრდი, მარტო ჩრდილოეთ ოსეთში ყავს რუსეთს დისლოცირებული რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი მგონი თავისი სამხედრო ტექნიკითა და მოიერიშე ავიაციით და თუ ეს ჩემისები მზად იყვნენ და მით უმეტეს თავად ამზადებდნენ ამ ომს ვლადიკავკაზიდან როკის გვირაბამდე მისასვლელად 2 დღე რატომ დაჭირდათ? ან ქართულ არტილერიას როგორ მისცეს იმის საშუალება რომ რამდენიმე რუსული ბატალიონი ფაქტიურად ისტორიის კუთვნილებად ექციათ? ბოლო ბოლო იმდენად არაორგანიზებულად მოქმედებდნენ რუსები, რომ მაგათი პირველი ტანკი ცხინვალში თითონ ოსებმა ააფეთქეს, რადგან რუსების დახმარებას აღარ ელოდნენ და ქართველების ეგონათ.. გაიხსენე კოკოითი არ იყო 9 თუ 10 აგვისტოს რუსეთს რომ ადანაშაულებდა ღალატში, არიქა გვიღალატს და პირისპირ დავტოვეს თბილისთანო? მოკლედ ფეესბემ შეიძლება ბევრი რამე იცის და იცოდა, მაგრამ აგვისტოს ომი რომ რუსეთის დაწყებული და მით უმეტეს ორგანიზებულია ამას ვერ დავიჯერებ. არც ეგეთი ცუდი წარმოდგენა მაქვს რუსეთის არმიის გენ-შტაბზე რომ ელემენტალური ოპერაციები ვერ დაგეგმონ და ვერ განახორციელონ.. სამხედრო წარმატებას რომ მაინც მიაღწიეს რუსებმა ეს ფაქტია, მაგრამ ეს წარმატება მეტ წილად იმან განაპირობა რომ ქართული არმია თავდაცვითი ომისთვის და საერთოდ სრულმაშტაბიანი ომისთვის არ ემზადებოდა და ამოცანადაც მხოლოდ რუსეთის ომში ჩათრევასა და შემდეგ "ასპარეზის" დასავლეთისთვის გადაბარებას გეგმავდა.. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა აგვისტოს ომიდან, რადგან შეუძლებელია ადამიანმა დაუშვა ის რომ ქართული არმიის ყველა დანაყოფი ერთდროულად მოიცვა პანიკამ და ყველა ჯარისკაცმა სპონტანურად მოინდომა "ფრონტის ხაზიდან" თავქუდმოგლეჯილი გაქცევა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.