planetanews Posted July 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2010 საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვევა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მისიის მიზანია ფონდის მიერ საქართველოსთვის სტატისტიკის სფეროში გაწეული ტექნიკური დახმარების ეფექტიანობის შეფასება. მათივე ინფორმაციით, მისია შეისწავლის სტატისტიკის ოფიციალური სფეროში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. მისიის წევრები შეხვდებიან საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელებს და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაკროეკონომიკური სტატისტიკის (ეროვნული ანგარიშები, ფასებისა და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა) მაჩვენებლების გაანგარიშებისა და გავრცელების საკითხებს. შესაძლებლობის ფარგლებში მისიის წევრები შეხვდებიან მონაცემთა მომხმარებლებს და დონორებს. ვიზიტის დროს იმსჯელებენ მომავალში ტექნიკური დახმარების შესაძლო პრიორიტეტების შესახებ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts