Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ფერნანდომ არც ატლეტიკო დაივიწყა


Recommended Posts

http://www.empireofthekop.com/anfield/wp-content/uploads/2010/07/Screen-shot-2010-07-11-at-8.04.14-PM-640x345.png

 

<strong><span style="color: #ff0000;">მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ ალბათ აბსოლიტურად ყველამ ნახეთ ფოტო, სადაც ელ ნინიო ლივერპულის შარფით და მუნდიალის თასით აღნიშნავს მსოფლიო ტრიუმფს.

 

ნაკრების მადრიდში ჩასვლის და გრანდიოზული დახვედრის შემდეგ კი სცენაზე ტორესმა მადრიდის ატლეტიკოს შარფი გაიკეთა და ასე მიაგო პატივი თავის ყოფილ კლუბს. იმ ქალაქის გუნდს, სადაც დაიბადა და ჩამოყალიბდა ისეთ ფეხბურთელად როგორც დღეს არის. მან პატივი მიაგო მის მშობლიურ კლუბს, რომლის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი და თითქმის ლეგენდად ქცეული ადამიანი იყო. ალბათ ატლეტიკოს ფანებს უკმაყოფილების გრძნობა გაუჩნდებოდათ, როცა მათი აღზრდილი ფეხბურთელი მუნდიალზე აღნიშვნისას მხოლოდ ლივერპულის ატრიბუტებით გამოვიდოდა, ტორესმა კი მათაც არ დაწყვიტა გული და აგრძნობინა რომ კვლავ მადლიერია ატლეტიკოსი და რომ მისი გულის მეორე ნახევარი კვლავ მადრიდშია…

 

http://www.empireofthekop.com/anfield/wp-content/uploads/2010/07/Torres-Atletico-scarf.jpg

 

ნეტა ეს ფოტო მანჩესტერში მოთამაშე მაიკლ ოუენმა თუ ნახა…

 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...