planetanews Posted July 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2010 მე–14 სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელსაც სკოლის დირექტორ ზვიად მიმინოშვილის გადაყენების საკითხი უნდა განეხილა, გაურკვეველი დროით გადაიდო. საბჭოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია. სამეურვეო საბჭოს სხდომა 12 საათზე დაიწყო და 5 საათამდე გაგრძელდა. 3 საათზე საბჭოს წევრებმა შესვენება გამოაცხადეს. ამ დროს სკოლაში გლდანი–ნაძალადევის რაიონის რესურცენტრის უფროსი რუსუდან ჩხეტია და ნინო ჭანკვეტაძე მივიდნენ. ადგილზე მისული ჟურნალისტები სკოლაში არ შეუშვეს. ჟურნალისტების მცდელობამ გადაეღო საბჭოს საჯარო სხდომის მიმდინარეობა, მასწავლებლების გაღიზიანება გამოიწვია. სკოლაში დაცვის პოლიცია გამოიძახეს. პოლიცია შეეცადა ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლას, თუმცა მალევე დატოვა სკოლის ტერიტორია. სხდომის დამთავრების შემდეგ მასწავლებლებმა მეორე კარიდან დატოვეს სკოლის შენობა. ისინი განცხადებას არ აკეთებდნენ. მე-14 სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის რეკომენდაციას განიხილავდნენ. მინისტრმა სკოლას ურჩია გაათავისუფლოს დირექტორი ზვიად მიმინოშვილი. მანამდე, 2010 წლის 7 ივლისს თეა თუთბერიძემ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელის მიხედვითაც ზვიად მიმინოშვილს მინისტრის სახელით სკოლიდან წასვლას ურჩევენ. აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი, გლდანი-ნაძალადევის რაიონის რესურსცენტრის უფროსი რუსუდან ჩხეტია, "პროფესიული სინდიკატის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო შავშიშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts