Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კომპლიმენტი კლინტონს კრაკოვის და თბილისის ვიზიტებისთვის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg

 

დევიდ კრამერი

 

ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არაერთხელ გავაკრიტიკე (და იმედი მაქვს კონსტრუქციულად) ობამას ადმინისტრაცია; ვცდილობდი მხარი დამეჭირა ასევე  მისი პოზიტიური პოლიტიკისთვის, გადაწყვეტილებებისთვის, რიტორიკისთვის, როდესაც ისინი დასაბუთებული იყო. ამ სტატიაში, მე სწორედ ასეთ დადებით ფრაგმენტებზე შევჩერდები, რომლებიც ჰილარი კლინტონის პოლონეთში, უკრაინასა და კავკასიაში ვიზიტებს მოჰყვა. ამ პუბლიკაციის ფარგლებში კრაკოვის და თბილისის ვიზიტებზე შევჩერდები. (ბაქოში მოგზაურობისადმი მიძღვნილი მომდევნო სტატია ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, ხოლო უკრაინის ვიზიტზე სხვაგან დავწერე).     

 

კრაკოვში, სახელმწიფო მდივანი დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის ათიწლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მსოფლიო დემოკრატიის განვითარების საქმეში სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტი როლისადმი მიძღვნილი მისი გამოსვლა, უბრალოდ შესანიშნავი გახლდათ. მან კრიტიკის ისეთი მუდმივი სამიზნეები გააკრიტიკა, როგორებიც არიან ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა, ვენესუელა და ბელორუსი; თუმცა მათ რიგში რუსეთიც ჩართო (რაც, ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკის ფონზე, უჩვვეულო იყო), ეგვიპტე (რომელსაც ამ ქვეყანაში მზარდი ანტიდემოკრატიული ტენდენციების მიუხედავად საკმაოდ რბილად მოექცნენ) და ეთიოპია (სადაც მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს).

 

ღირსეულად დაგმო რა ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც გაჰყვირიან, რომ მათ შიდა საქმეებში ერევიან, კლინტონმა  განმარტა, რომ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ მიიღონ დაფინანსება წყაროებიდან, რომლებიც შეერთებული შტატების გარეთ მოქმედებენ და აღნიშნა, რომ უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ამერიკულ მიწაზე საქმიანობის უფლება აქვთ. „ჩვენ მივესალმებით ამ ჯგუფებს და გვჯერა, რომ ისინი ჩვენს ქვეყანას უფრო გააძლიერებენ და განამტკიცებენ ამერიკის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან“, – განაცხადა კლინტონმა, „სწორედ ამგვარი შეხედულებების გამო აფინანსებს აშშ უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ სამშობლოში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. და ჩვენ განვაგრძობთ ამ პრაქტიკას და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებას ვისურვებდით“. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კლინტონის სიტყვა შეხვედრის კულმინაცია გახდა და შთაგონების წყაროდ იქცა მთელი მსოფლიოს მსმენელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს კრაკოვის შეხვედრას ისინი არ დასწრებიან.

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადეკ სიკორსკისთან სპეციალური პრესკონფერენციის დროს, კლინტონი მეტნაკლებად სწორ მოსაზრებებს გამოთქვამდა პოლონელებთან ერთად ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში (რაც განსხვავდება ქვეითი ანტისარაკეტო სისტემების განთავსების ბუშისეული გეგმებისგან) ობამას ეტაპობრივი ადაპტაციური პოლიტიკის საკვანძო მომენტების განხორციელების გზაზე პროგრესის შესახებ. ნუ შევეხებით მის მიერ ბუშის გეგმის ამრეზით მოხსენიებას – სინამდვილეში, მას არაფერში სჭირდებოდა ამის თქმა: „მიმაჩნია, რომ ეტაპობრივ ადაპტაციურ მიდგომას ბევრი უპირატესობა გააჩნია იმ გეგმასთან შედარებით, რომლსაც ის შეცვლის“; მაგრამ შემდეგ კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ პოლონელებთან ერთად მუშაობისთვის მზადაა, შეარბილა რა უსიამოვნო შთაბეჭდილება, რომელიც შარშან 17 სექტემბერს ადმინისტრაციის განცხადებამ დატოვა ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებულ გეგმებზე. ყოველ შემთხვევაში, სიკორსკი კმაყოფილი ჩანდა.

 

გარდა ამისა, პრესკონფერენციის დროს შეკითხვას, რომელიც საქართველოში და სეპარატისტულ რესპუბლიკებში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში – შექმნილ სიტუაციას ეხებოდა, კლინტონმა არაორაზროვნად უპასუხა:           

 

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ თანმიმდევრულად ვაპროტესტებთ რუსული არმიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ფაქტს და მოვითხოვთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ამ საკითხებს რუსეთის წინაშე და ცხადია, ვერ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს ჟენევის პროცესში, რომელიც სადამკვირვებლო და სამშვიდობო მისიის და საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებს ეძღვნება, რომელიც დროებითი ზომაა იმ გზაზე, რომელიც, როგორც ვიმედოვნებ, ბოლოს მოუღებს რუსეთის ოკუპაციას“.   

 

ამ გამოსვლას არანაკლებ ძლიერი კომენტარები მოჰყვა კლინტონის მოგზაურობის ბოლოს თბილისში. საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილთან პრესკონფერენციის დროს ის უარყოფდა ამ რეგიონში გავლენის სფეროზე რუსეთის პრეტენზიების რაიმენაირ სამართლიანობას და განაცხადა:

 

„ჩვენ კვლავინდებურად მოუწოდებთ რუსეთს დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში ხელი მოწერეს პრეზიდენტებმა სააკაშვილმა და მედვედევმა, ასევე ოკუპაციის შეწყვეტას და რუსეთის არმიის გაყვანას სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან იმ პოზიციებზე, რომლებიც მას კონფლიქტამდე ეკავა. ჩვენ ასევე ხაზგასმით ავღნიშნავთ ამ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მისიების დაშვების აუცილებლობას.

 

როგორც მე განვაცხადე, მე და პრეზიდენტი ობამა, აშშ–ს სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თანმიმდევრულად გამოვხატავთ შეშფოთებას ინტერვენციითა და ოკუპაციით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ ვმალავთ ამ საკითხზე საკუთარ წუხილს და მუდმივ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ…

 

ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იმით, რომ რუსეთის მთავრობა აიარაღებს სტაციონარულ სამხედრო ბაზებს. ჩვენ არაორაზროვნად განვაცხადეთ, რომ ამგვარ მშენებლობას მივიჩნევთ რუსეთის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევად. და ჩვენ ძველებურად მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს მის მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობები, მათ შორის პუნქტები არმიის გაყვანის შესახებ იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ კონფლიქტამდე ეკავათ და სეპარატისტულ რაიონებში ჰუმანიტარული მისიების დაშვების უზრუნველყოფის შესახებ“.

 

აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ამ გზავნილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კლინტონმა გააძლიერა მისი გამოსვლის ეფექტი ქალაქის მუნიციპალიტეტში ქართველ ქალებთან შეხვედრისას, ახსენა რა რამდენჯერმე რუსეთის „ინტერვენცია“ და „გახანგრძლივებული ოკუპაცია“. ამან გაღიზიანებული პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი აიძულა მისთვის  მოსკოვიდან ეპასუხა, და განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთის ქმედებების უფრო ზუსტი აღწერა იქნებოდა სეპარატისტული რაიონების „გათავისუფლება“. კლინტონმა ასევე გააფრთხილა საქართველოს ოფიციალური პირები, რომ ისინი „არ უნდა ჩაითრიონ ისეთ ქმედებებში, რომლებიც რუსეთის მხრიდან მომდევნო აგრესიული ქმედებების გამართლებად შეიძლება იქნას გამოყენებული“.            

 

თბილისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, კლინტონი ქართული ოპოზიციის ორ წარმომადგენელსაც შეხვდა და ხაზგასმით აღნიშნა მედიის და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის თავისუფლების პრინციპის აუცილებლობა; იგი ნატოში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო. „ჯერჯერობით საქართველო მიისწრაფვის ნატოს წევრობისკენ“, – განაცხადა კლინტონმა, „შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას“.

 

კლინტონის მოგზაურობას რეგიონში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის, რათა მათ იგრძნონ, რომ ისინი ობამას გადატვირთვის პოლიტიკას არ ეწირებიან. შარშან, უკრაინას და საქართველოს ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტუმრობდა; აშშ–სთან მიმართებაში ამ ქვეყნების დასარწმუნებლად წინ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჯერ–ჯერობით, კლინტონის ვიზიტები კრაკოვსა და თბილისში სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია.

 

ახლა კი ბაქოს ვიზიტის შესახებ…

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...