zeppelina Posted September 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 ე.ი. მართალია როკერების ფორუმია ძირითადად მაგრამ მეც როკერი ვარ და ვგიჯდები ელექტროზე და განსაკუთრებით კი რა თქმა უნდა ელექტრო მუსიკის მამაზე, ტიესტოზე! ეს არის ცოცხალი ლეგენდა! კაცი გენია! 21-ე საუკუნის მოცარტი! დამიწებთ ახლა მოცარტი არა ტოროლაო მართლა უნიჭიერესი მუსიკოსი და პიროვნებაა! ვისაც ელექტრო მუსიკა არ გესმით და არ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ამ თემაში ნო იპოსტავებთ http://123.ge/uploads/1/97587.jpg ტიესტო (Tiësto) (ნამდ. სახელი Tijs Verwest - ტაის ვერვესტი) (17 იანვარი, 1969, ბრედა, ნიდერლანდი) - მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტრანს დიჯეი. მუსიკალური შემოქმედების პერიოდში მრავალი სახელი გამოუყენებია თუმცა ყველაზე მეტად მისი ამჟამინდელი ფსევდონიმი დიჯეი ტიესტოა ცნობილი. ტიესტო ტიისის იტალიურ ყაიდაზე გადაკეთებული ბავშვობისდროინდელი მეტსახელია. ბოლო მანუშევრებში ზედსართავი დიჯეი გამოტოვებულია და მას უბრალოდ ტიესტოს უწოდებენ. ევროპის გარეთ ტიესტო ყველაზე მეტად ცნობილია მისი განთქმული რემიქსით დელერიუმის სინგლიდან "Silence" (სარა მაკლაკლენის შესრულებით). ტიისმა პროფესიანალი დიჯეობა სასკოლო წვეულებებით დაიწყო, შემდეგ კი უკვე რეზიდენტი დიჯეი ხდება ნიდერლანდების რამდენიმე კლუბში 1985-1993 წლებში. ამ პერიოდში ის მძიმე ტექნო-გაბა კომპილაცეიბს ქმნის "და ჯოკერ" და "დიჯეი ლიმიტედ" ფსევდონიმებით. თუმცა საკუთარ სტილს ტიისი მცირე კლუბ "სპოკში" პოულობს, სადაც პატარა ოთახში უიკენდებზე საღამოს 10-დან დილის 4 საათამდე განმარტოებული ქმნიდა ელექტრო კომპილაციებს. შუა 1990-იანებში ტიისი იწყებს ტრანსის კომპოზიციების შექმნას და 1997 წელს არნი ბინკთან ერთად აფუძნებს სტუდიას "ბლეკ ჰოულ რეკონდინგს", სადაც ის შემდგომში მუშაობას აგრძელებს. აქ ის ქმნის ტრანს მუსიკის სერიას "მაჯიკ მიუზიკ" ხელწერით. ამ პერიოდში მისი ჰიტ სინგლები გახდა "Flight 643", "Lethal Industry", "Suburban Train", "Traffic" და სემუელ ბარბერის "ადაჟიო სიმებიანი საკრავებისთვის" მისეული ინტერპრეტაცია. ამათგან Traffic გახდა პირველი ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელმაც პირველ ადგილს მიაღწია ნიდერლანდების მუსიკალურ ჰიტ პარადებში 23 წლის განმავლობაში. მისი ალბომები ყოველთვის გამოირჩეოდა ხარისხით, სტილითა და პოპულარობით. მისი მაჯიკ სერიის დიკები შეიცავს 7 ალბომს, დაწყებული "Magik One: First Flight" (1997) და დამთავრებული "Magik Seven: Live in Los Angeles" (2000), რომელიც ყველაზე გაყიდვადი ტრანს-მიქს დისკთა სერია იყო ამ ჟანრის ისტორიაში. მას ეკუთვნის ასევე ალბომთა სერია "In Search of Sunrise", რომლის მეოთხე გამოცემა მხატვრული ღირებულებით ყველაზე გამორჩეულია - იბიცასა და ლათინური ამერიკის ჰანგების შერწყმით მიღებული სითბო და ერნერგია მსმენელს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. 2000 წელს ტიისი პირველად გამოდის დიდი აუდიტორიუმის წინაშე როგორც სოლო დიჯეი, სადაც ის 6-საათიან განუწყველივ ტრანს მიქს ქმნის სახელწოდებით "ტიესტო სოლო". წარმატებული პირველი მცდელობის შემდეგ ტიისი სოლო კონცერტით გამოდის სტადიონზე არნჰემის გელრდომში 2003 წლის 10 მაისს 25.000-იანი მაყურებლის წინაშე. საღამომ, რომლის ჩანაწერს შემდგომში "Tiësto in Concert" ეწოდა, მას უზარმაზარი წარმატება მოუტანა. ის სოლო კონცერტს მომდევნო წლის ოქტომბერშიც ატარებს, ხოლო ერთ კვირაში კი იგივე მეორდება ბელგიაშიც, რომელმაც 20.000 ფანი მოიზიდა. ბილეთები ამ კონცერტებზე სულ რამდენიმე საათში გაიყიდა. 2005 წლის 20 აგვისტოს ტიისი "Tiësto in Concert" ტურით ამერიკაში მიემგზავრება და ლოს-ანჟელესის სპორტ არენაზე 10.000 ფანისთვის ატარებს ტრანს სესიას. ტურის დიდი ნაწილი გადადებულ იქნა ქარიშხლის გამო, თუმცა აქ ჩატარებულმა რამდენიმე კონცერტმა მას საკმაოდ დიდი მეინსტრიმული პოპულარობა მოუტანა. 2005 წლის შემოდგომაზე ტიისი დიდი ტურით მიემგზავრება ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ის ერთ კონცერტს ატარებს ყველა ქვეყანაში უზარმაზარი აუდიტორიებისთვის. ის ჩერდება სლოვაკიაში, მაკედონიაში, რუმინეთში, უნგრეთში, ჩეხხეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და სერბიაში. ტიისი პირველი დიჯეი იყო, რომელმაც "დიჯეი მეგეზინის" #1 დიჯეის ტიტული დაიმსახურა ერთმანეთის მიყოლებით სამი წლის განმავლობაში (2002-2004). ტიისი ასრულებდა ასევე ათენში 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, რომელსაც 4 მილიარდამდე მაყურებელი ჰყავდა მსოფლიოში და პირველი დიჯეი იყო, რომელსაც ამგვარ ამპლუაში მოუხდა შესრულება. ტიისს ნიდერლანდების სამეფო კარის მიერ ორანჯ-ნასაუს ორდენის ოფიცრის წოდება აქვს მიღებული და ასევე ნიდერლანდელთა მიერ არჩეულია ისტორიაში 40 უდიდეს ჰოლანდიელ მოქალაქეთა შორის. ნიდერლანდებში გასაკუთრებით და მის ფარგლებს გარეთაც ტიესტოს მუსიკალური ტალანდი თითქმის მითიურ სტატუსამდეა აყვანილი. ინფო დაკოპირებულია თეე.გე-დან. პოსტის ავტორი marikuna777. დისკოგრაფია: Discography http://www.peterkjaer.dk/dj_tiesto.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted September 6, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 მოკლედ თუ ვინმეს გევასებათ დაპოსტეთ გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები ამ გენიოსის შესახებ დაპოსტეთ რომელი ლაივები და ტრეკები გევასებათ ;) და ასე შემდეგ ;) აბა გელით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted September 6, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 ეჰ რავა ტყვილა გავხსენი თემააააა ( ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted September 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 მე მევასება მაგრამ არმანა სჯობს, მგონი ტრეფიკს ვუსმენ ეხა... :disco: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted September 6, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 ნაითოფისს ქონდა პროექტი ნომბერში აპირებდნენ ჩამოყვანას და არ გამოვიდა არაფერი (არადა რა გაასწორებდა ტიეტოს დაკრულზე დზიგდზიგიიიიიიიიიიი მერე დავყრი მაგარ ლაივებს და გენიალურ ტრეკებს. აი ისეთებსაც დავყრი რომლებითაც შეიძლება კაცს შეუყვარდეს ელექტრო თუ არ უყვარდა მანამდე ;)რავი მე ჩემებურად ვუმუღამებ ტრანსს...ეს არის მუსიკა რომელიც მარტო ყურებით არ უნდა აღიქვა...მუსიკა უნდა ემთხვეოდეს გულისცემას, უნდა შეიგრძნო მთელი სხეულით...რიტმში უნდა ჩაჯდე...რავეეეეეეე მაგარია ელექტრო და მაგრად ვარ მეც ახლააააააა ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted September 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 ამ საკითხში დილეტანტი ვარ, მაგრამ რაღაცეები მევასება ხოლმე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted September 6, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 მოუსმინეთ და დატკბით Elements Of Life Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted September 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 ვიწერ! კაი რამეა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted September 6, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 კიიიი!!! მაგარი!!! ყველაზე მაგარი ტრეკებია: 01 - ten seconds before sunrise12 - hes a pirate tiesto remix-tgx ---> შუის მერე იმენნა მაგარ ჩახვევებს და გადასვლებს აკეთებს აქ. ცოტა ბანდზურად იწყება მარა მერე მაგარია 02 - tiesto feat jes everything ნუ ყველა მააგრია მარა ესენი დზააან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted September 6, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 ძველი ლაივია მარა მაგარია: Amsterdam რამდენიმე ჩემი საყვარელი ტრეკი დავაარქივე და ავაგდე ოლშარეზე:ინებეთ:Tiesto Best Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted September 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 ხვალ ამათ ჩავუჯდები დღეს ვერ ვასწრებ... არმინას რაღაც საათ-ნახევრიან ვეშს ვუსმენ და... ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted September 6, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 ოკ. აბა შენ იცი. კაროჩე თუ მართლა დაგაინტერსა აი იმენნა პირველად მოუსმინე walkling on clouds-ს მეორე არქივშია. ეგ თუ მოგეწონა მერე ვსიოოოოოოოო ოგონდ თავიდან ბოლომდე მოუსმინე ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tako:)) Posted September 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 7, 2008 აი მეც დავპოსტე არა, მართლა მომწონს TIESTO :love2: აუუ გადმოვქაჩავ მაგენს ხვალამდე მოვასწრებ ვითომ? : :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
HaMMerFaLL Posted September 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 7, 2008 აუ ეს კლუბური მუსიკა და დიჯეები რო არ მევასება რა...მეზიზღება ჭირივით...მოაშორეთ აქედან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tako:)) Posted September 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 7, 2008 აუ ეს კლუბური მუსიკა და დიჯეები რო არ მევასება რა...მეზიზღება ჭირივით...მოაშორეთ აქედან... ვისაც გვევასება, გაგვატარეთ :bee: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.