planetanews Posted July 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2010 15 ივლისს, 12.00 საათზე, პარლამენტის წევრ გურამ ჩახვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.თემა: “ლიბერთი ბანკის” გრძელვადიანი საპენსიო სესხი – ახალი საფრთხე პენსიონერებისთვის”.პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 15 ივლისს, 13.00 საათზე, კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 15 ივლისს, 14.00 საათზე, კავკასიის ინტერნეტ მედია–კლუბში ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.მის: აღმაშენებლის გამზ. #89/24 15 ივლისს, 14:00 საათზე, ქობულეთში, სასტუმრო “ჯორჯიან პალასში”, საქართველო – ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი უხელმძღვანელებს. 15 ივლისს, 16.00 საათზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მაგისტრალური გაზსადენის ფოთი-სენაკის მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო მასალების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გაიმართება. 15 ივლისს, 16:25 საათზე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. 15 ივლისს, 17:30 საათზე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. 15 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე პრემიერ–მინისტრ ჟან ასელბორნს შეხვდება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 15 ივლისს, 19:15 საათზე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი “თბილისი მარიოტში” ოპოზიციას შეხვდება. 15 ივლისს, 20:00 საათზე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. ბერნარ კუშნერის ვიზიტის პროგრამა 09.00 საათზე, ბერნარ კუშნერი ოპოზიციის ლიდერებს საუზმეზე უმასპინძლებს.მის: პოლიკარპე კაკაბაძის #7 ბ(საფრანგეთის ელჩის რეზიდენცია) 10.00 საათზე, გაიმართება დიალოგი დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.თემა: “ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები” (ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი) 11.45 საათზე, გაიმართება ოფიციალური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. 12.30 საათზე, ავლაბრის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილისა და ბერნარ კუშნერის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, რის შემდეგაც კუშნერი მის ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ისადილებს. 14.50 საათზე, ბერნარ კუშნერი დაათვალიერებს კავკასიის ფრანგულ სკოლას (ვაკის პარკი), შემდეგ კი საფრანგეთის საელჩოს მომავალ შენობას (კრწანისის რეიზდენცია, ეუთოს ყოფილი შენობა). კრწანისიდან დელეგაცია გაემართება კოდისაკენ, კოდის ლტოლვილთა ბანაკის დასათვალიერებლად. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების მაიკლ იენსენისა და კასტრიოტ ისლამის საქართველოში სამუშაო ვიზიტის პროგრამა 08:00 – გამგზავრება კახეთში09:30 – ჩასვლა სოფელ ყიტაანში- შეხვედრა სოფელ ყიტაანის ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან 10:30 – გამგზავრება სიღნაღში11:30 – ჩასვლა სიღნაღში- ქალაქის დათვალიერება 13:30 – გამგზავრება თბილისში 15:15 – შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან(დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი) 16:00 – გამგზავრება სასტუმროში ” ამბასადორი”16:15 – შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციისწარმომადგენლებთან( საკონფერენციო დარბაზი) 17:00 – გამგზავრება საქართველოს პარლამენტში17:30 – პრესკონფერენცია( პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts