planetanews Posted July 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2010 საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ხვალ 16.00 საათზე მაგისტრალური გაზსადენის ფოთი-სენაკის მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო მასალების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გაიმართება. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ზესტაფონი-ფოთის მაგისტრალური გაზსადენის სენაკი-ფოთის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ნებართვა აპრილში მიიღო. ახლადაშენებული მაგისტრალური მილსადენით უნდა განხორციელდეს გაზის გამათხევადებელი ტერმინალის, საქართველოს შავი ზღვისპირეთის საკურორტო-რეკრეაციული ზონის, ქ.ფოთის, სენაკისა და ხობის ბუნებრივი გაზით მომარაგება. პროექტი, რომლის განხორციელებაც შემოდგომაზე დაიწყება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მომზადდა. პროექტის განხორციელება იგეგმება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მილების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი 14 ივნისს გამოცხადდა. საქონლის მიწოდების სავალდებულო ვადაა არაუგვიანეს 2010 წლის 15 ოქტომბერი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts