planetanews Posted July 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2010 საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი თბილისში დღეს 22.00 საათზე ჩამოვა. ჩამოსვლისთანავე კუშნერი პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემართება, ხოლო ხვალიდან ოფიციალურ შეხვედრებს ოპოზიციის ლიდერებთან საუზმით დაიწყებს. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, ბერნარ კუშნერთან საქმიან საუზმეზე მიწვეულნი არიან: თინა ხიდაშელი(რესპუბლიკური პარტია), პეტრე მამრაძე (მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის”), ნინო ბურჯანაძე (დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო), და ირაკლი ალასანია (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების). საუზმის შემდეგ, 10.00 საათზე, ევროპის სახლში დაგეგმილია კუშნერის გამოსვლა თემაზე- ,,ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები”. კუშნერი თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძესაც შეხვდება და დღის ბოლოსკენ ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ კოდას მოინახულებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კოდაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი უმასპინძლებს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts