planetanews Posted July 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2010 ბერლინის კონფერეციაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის საბაზისო ვარიანტს დღეს განიხილავენ. კანონპროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ბერლინის კონფერენციაზე უკვე გაემგზავრნენ. ბერლინის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ვენეციის კომისიის ოთხი წევრი, ექსპერტები და პოლიტიკოსები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემერტაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა (კომენტარები) უკვე მიღებული აქვთ. ბერლინში სტუმრობის მიზანი კი ამ კომენტარებზე პასუხის გაცემაა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ბერლინიდან 17 ივლისს დაბრუნდება. 19 ივლისს კი საქართველში კომისიის სარედაქციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც საბოლოო ვარინატზე შეთანხმდებიან. ივლისის ბოლოს კომისია კონსიტიტუციის კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში ინიცირებისთვის გადასცემს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts