planetanews Posted July 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/liberation2.gif ლორა ნუალა Libération–მა ბირთვული ნივთიერებების და ნარჩენების ცირკულაციის სფეროში რუსულ–ფრანგულ თანამშრომლოობაზე ანგარიშის ასლი მოიპოვა. ანგარიში საუკუნის აღმოჩენა არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ ის საჯარო გამხდარიყო დიდი ძალისხმევა და მედიაში სერიოზული ხმაურის ატეხვა გახდა საჭირო. ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გამჭვირვალობის უმაღლესმა კომიტეტმა ეკოლოგიისა და ენერგეტიკის მინისტრს ჟან–ლუი ბორლოოს გამჭვირვალობაზე ბირთვული ნივთიერებების და ნარჩენების ცირკულაციის საქმეში მისი მოსაზრება უნდა შეატყობინოს. 2009 წელს ტელეარხ Arte–ზე ამ სფეროში საფრანგეთისა და რუსეთის თანამშრომლობაზე დოკუმენტური ფილმის გასვლის შემდეგ, მინისტრმა კომიტეტს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე დეტალური ანგარიშის მომზადება დაავალა. საბოლოო ჯამში 57 გვერდიანი ანგარიში მომზადდა, რომელშიც რადიოაქტიური ნივთიერებების ნაკადებსა და საწვავის გამოყენების ყველა ციკლის შესახებ დეტალური ანალიზია მოცემული. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია, მით უფრო, თუკი ის ყოველწლიური გახდება“, – აცხადებს ჯეკი ბონმენი ასოციაცია „რობინ ჰუდიდან“, რომელიც ასევე მონაწილობდა დოკუმენტის შედგენაში. ფრანგული ატომური ელექტროსადგურის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭიროა 8 000 ტონა ბუნებრივი ურანი, რომლისგანაც შემდეგ 1 200 ტონა საწვავს იღებენ. იმავდროულად ენერგეტიკოსები უპირატესობას ანიჭებენ ნედლეულის (12%–მე) ეკონომიას, იყნებენ რა ხელახლა გამდიდრებულ ურანს ორ რექტორზე და პლუტონს კიდევ 20 რეაქტორზე. ურანზე დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, ეს დაზოგილი 960 ტონა ხარჯებს 61 მილიონ ევრომდე ამცირებს. „საკმაოდ სადაო ციფრია“, – აცხადებს ჯეკი ბონემენი. ამ წლიდან ეკონომიამ უნდა მიაღწიოს 17%–ს, რადგან დამატებით კიდევ ორი რეაქტორი გადავა ხელახლა გამდიდრებულ ურანზე და ოთხი – MOX–ის საწვავზე (პლუტონს შეიცავს). ანგარიშში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი ორი ტიპის ურანის გამდიდრებისთვის რუსულ დანადგარებს იყნებს. საწვავის ამ ნაკადების მნიშვნელობა და ზუსტი მოცულობა ანგარიშის გამოქვეყნებამდე უცნობი იყო“, – ხაზგასმით აღნიშნავს კომიტეტის წევრი. ასე, 2000–2009 წლებში საფრანგეთიდან გატანილ იქნა 8 500 ტონა ბუნებრივი ურანი, 52 619 ტონა გაღარიბებული ურანი და 4 161 ტონა გადამუშავებული ურანი. უკან ქვეყანაში ამ რაოდენობის საწვავიდან მხოლოდ 10% დაბრუნდა. რუსეთში დარჩენილი გაღარიბებული ურანის შენახვა ღია ცის ქვეს ხდება. ივნისის ბოლოს ტომსკში ფრანგული დელეგაცია ობიექტების დასათვალიერებლად და შენახვის პირობების შესაფასებლად უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა რუსული მხარე დელეგაციაში „პროფკავშირების“ და მწვანეების წარმომადგენლების ყოფნის წინააღმდეგი იყო, რის გამოც ბოლოს გამგზავრება გადაიდო. „ეს პირველი ანგარიში კონცენტრირებული იყო რუსეთთან თანამშრომლობაზე, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ის ერთ–ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელიც ბირთვულ სფეროში უზარმაზარ გეგმებს აწყობს და იმავდროულად გამჭვირვალობის მინიმუმს უზრუნველყოფს“, – ჩივის ჯეკი ბონმენი, რომელსაც რუსეთში ჩასვლის საშუალება არ მისცეს. მართალია ანგარიშში კონკრეტული მოცულობები ნახსენებია, თუმცა ჩვენთვის დღემდე უცნობია Areva–ს რუსულ „როსატომთან“ და „ტექსნაბექსპორტთან“ გაფორმებული კონტრაქტების ფასი. ამის გამო, კომიტეტის ზოგიერთ წევრს მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში მათ ვერ შეძლეს „სრული და თვალსაჩინო“ საურათის წარმოდგენა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts