planetanews Posted July 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/les_echos.gif კარლ დე მეიერი ხვალ ანგელა მერკელი ენერგეტიკის სფეროში რუსულ–გერმანული თანამშრომლობის გააქტიურებისთვის ეკატერინბურგში დიმიტრი მედვედევს შეხვდება. გერმანელი მეწარმეები ახლა სერიოზულად უფრთხიან პოზიციების დაკარგვას საფრანგეთის და იტალიის გააქტიურების გამო. ხვალ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქმიანი წრეების ზეწოლის გამო ეკატერინბურგში მიემგზავრება. ის მონაწილეობას მიიღებს „რუსულ–გერმანულ კონსულტაციებში“. გერმანელი მეწარმეები მერკელს იმაში სდებენ ბრალს, რომ ის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის არასაკმარისად აქტიურობს. ასე, „აღმოსავლეთის კომიტეტმა“, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასთან გერმანიის სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებაზე მუშაობს და მჭიდროდაა დაკავშირებული მეწარმეთა კავშირ BDI–სთან, ცოტა ხნის წინ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბერლინის პოზიციებს აკრიტიკებს: „გერმანია კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრიუსელის და მოსკოვის დიალოგის მიმართულების განსაზღვრაში, თუმცა ბოლო დროს რუსეთთან ევროპის დაახლოების მომხრეთა საკვანძო პოზიციები დაიკავეს ესპანეთმა, იტალიამ და პირველ რიგში საფრანგეთმა“. სინამდვილეში, მართალია, ანგელა მერკელი რუსულს ენას ფლობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას რუსეთი უყვარს. განსაკუთრებით ეს იგრძნობა მის წინამორბედთან შედარებისას. „ანგელა მერკელი ყურადღებას ამახვილებს ტრანსატლანტიკურ პოლიტიკაზე“, – მიაჩნია გერმანელ პოლიტოლოგ ალექსანდრ რარს. „ნაწილობრივ ეს მის ბიოგრაფიას უკავშირდება“. დღევანდელი კანცლერი ქალბატონი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიბადა და იქ ბერლინის კედლის დანგრევამდე იცხოვრა. ენერგეტიკული დამოკიდებულება ამ ყველაფერთან ერთად, მერკელს არ შეუძლია გერმანიის დამოკიდებულების იგნორირება, რადგან ქვეყნის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 37% რუსეთიდან მოდის. და პირიქით, რუსული ბაზარი გერმანული საწარმოებისთვის კოლოსალური პოტენციალია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, რაზეც იქნება კიდეც საუბარი ხვალინდელ მოლაპარაკებებზე. მოსკოვმა მიზნად დაისახა მომდევნო 10 წლის განმავლობაში ენერგოეფექტურობის 40%–ით გაზრდა. მის დასახმარებლად ამ საქმეში მზად არიან მთელი რიგი გერმანული კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში მსოფლიო ლიდერები არიან. ამ მხრივ, ეკატერინბურგში რამდენიმე საპილოტო პროექტი ხორციელდება. გერმანელი მეწარმეები ასევე დაინტერესებულები არიან კრემლის გეგმებით მოსკოვის გარეუბან სკოლკოვოში მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებებში მერკელი გეგმავს ასევე რუსეთში ინვესტიციების განხორციელებისთვის პირობების გაუმჯობესების თემაზე საუბარს. მიუხედავად ამისა, რუსეთთან თანამშრომლობა ყოველთვის „კომფორტული“ არ არის. Handelsblatt–ის გუშინდელი გამოცემის თანამხად, „გაზპრომმა“ RWE–ს „სამხრეთ ნაკადის“ პროექტში მონაწილეობა შესთავაზა. გერმანიაში ეს წინადადება აღიქვეს როგორც მისი კონკურენტი გაზსადენის „ნაბუქოს“ პოზიციის შესუსტების მცდელობა, გაზსადენის, რომელმაც გაზი ევროპას კავკასიური რესპუბლიკებიდან თურქეთის გავლით უნდა მიაწოდოს და ამით ევროკავშირის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება უნდა შეამციროს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts