Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მალხაზ გულაშვილი თავს წირავს?!


Recommended Posts

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის” დამფუძნებელი და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერი მალხაზ გულაშვილი მზადაა საქართველოში დაბრუნდეს და სასამართლოს წინაშე წარსდგეს, იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანია „კავკასიაზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილ თანამოაზრეებს ციხიდან გათავისუფლებენ და საკუთარი არასრულწლოვან შვილს ბრალდებას მოუხსნიან.

 

გაზიარება

[19:13 13-07-2010]

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDyCkRnHumI/AAAAAAAAD6g/yKlynhlN5tU/s200/malxaz.jpg.pngამის შესახებ წერია გაზეთ „ჯორჯიან ტაიმსის” 12 ივლისის გამოშვებაში გამოქვეყნებულ მალხაზ გულაშვილის მიმართვაში.

მალხაზ გულაშვილის და მისი ვაჟის, დავითის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არის აღძრული. სასამართლომ მათ, დაუსწრებლად, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მამა-შვილმა გულაშვილებმა საქართველო მიმდინარე წლის მაისში დატოვეს, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „კავკასიაზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს. მალხაზ გულაშვილმა საქართველოდან წასვლა ხელისუფლების მხრიდან მისი ვაჟის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების თავიდან არიდების სურვილით ახსნა.

2010 წლის 7 მაისს, ახალგაზრდა ავტორის ერეკლე დეისაძის წიგნთან „საიდუმლო სირობასთან” დაკავშირებით ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” (მმკ), ასევე “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” (სსმ) წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილ უთანხმოებას ტელეკომპანიაში უცხო პირთა შეჭრა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. „კავკასიის” პირდაპირ ეთერში გასული კადრების მიხედვით, ინციდენტის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის პრეზიდენტს, დავით აქუბარდიას და რამდენიმე თანამშრომელს.

პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით ინციდენტის მონაწილე 8 ახალგაზრდა დააკავა, ყველა მათგანი მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრები არიან. სასამართლომ 7 მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი გაათავისუფლა. ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი 28 ივნისს დაიწყო.

მალხაზ გულაშვილი მიმართვაში ამბობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ხელისუფლების შურისძიების მსხვერპლნი არიან.

„არ მაპატიეს ოპოზიციური გაზეთის „ჯორჯიან ტაიმსის” მფლობელობა, შეხვედრები მსოფლიოს ცნობილ ჟურნალისტებთან, პოლიტიკურ მოღვაწეებთან, ქვეყნის პრეზიდენტებთან, განსაკუთრებით კი რუსეთის პრეზიდენტ მედვედეევთან შეხვედრა”, – აცხადებს გულაშვილი.media.ge

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-9034062995612799560?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...