planetanews Posted July 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/abkhazia17-300x225.jpgპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არასოდეს აღიარებს. ამის შესახებ სიკორსკიმ ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლდ პოლონეთი დიპლომატიურ მცდელობებს კვლავ გააგრძელებს. “ჩვენ გვწამს, რომ 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები, რაც დღემდე შეუსრულებელია, აუცილებლად უნდა შესრულდეს. არ ვფიქრობ, რომ 2008 წელს ვინმემ მოიგო, ეს იყო მძიმე კრიზისი, ისმოდა ბევრი ბრალდება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არასოდეს ვაღიარებთ”, – განაცხადა სიკორსკიმ. რაც შეეხება ტერმინ “ოკუპაციას”, რის შესახებაც ქართველმა ჟურნალისტებმა სიკორსკის დღევანდელ პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე ჰკითხეს, პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა ასე უპასუხა: “ჩვენ ამ ტერმინს აქამდეც ვიყენებდით და გარკვეული დროის განმავლობაში არ შევცლით”. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts