planetanews Posted July 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/iran_georgia-300x178.jpgსაქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლა სექტემბრიდან ამოქმედდება. როგორც “პირWელს” ირანის საელჩოში განუცხადეს, ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად ძალაში სწორედ შემოდგომიდან შევა. საქართველოსა და ირანს შორის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის ორმხრივი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თბილისში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ირანის საკონსულო უახლოეს მომავალში ბათუმშიც გაიხსნება. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts