Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- კახი კალაძე პატრიარქს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/kaladze-300x210.jpgსპორტსმენები ფეხბურთელი გიორგი  დემეტრაძის გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მიმართავენ.

 

როგორც დემეტრაძის მხარდამჭერ დღევანდელ შეხვედრაზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ განაცხადა, დემეტრაძის დაკავება გაუგებრობასთან არის დაკავშირებული.

 

“გიორგი დემეტრაძე 16 წლის ასაკიდან სპორტულ ცხოვრებაშია ჩაბმული, მისი ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ მას არაფერი მსმენია და მითუმეტეს, არც მტკიცებულებები მინახავს. ვფიქრობ, რომ მისი დაპატიმრება გაუგებრობასთან არის დაკავშირებული. მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ გიორგი დემეტრაძის ღვაწლი ქართულ ფეხბურთში და კანონის ფარგლებში მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც გიორგი დემეტრაძეს საშუალებას მისცემს კვლავ ემსახუროს ქართულ ფეხბურთს”, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს 50-მდე სპორტსმენი აწერს.

 

ამასთან, კალაძე მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად დემეტრაძეს თავდებში ჩაუდგეს.

 

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არის დაკავებული. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

პიWელი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...