planetanews Posted July 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2010 ახალი საბითუმო მაღაზია ,,ტექნო ბუმი” , რომელიც განსხვავებული სისტემით იმუშავებს და მომხმარებელს ტექნიკის შეძენას, როგორც საბითუმო ასევე საცალო ფასად შესთავაზებს, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე საზეიმოდ გაიხსნა. ,,ტექნო ბუმში” ნებისმიერი მომხმარებელი მსოფლიო ბრენდების უახლეს ტექნიკას საბითუმო ფასად შეიძენს, რადგან მაღაზიას სრულიად განსხვავებული საფასო პოლიტიკა აქვს და ნებისმიერი ტექნიკა საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად იყიდება. როგორც ცენტრის გახსნაზე, ცენტრის დირექტორმა, ეთერ ქოქოლაძემ ,,ექსპრესნიუსს” განუცხადა ,,ტექნო ბუმი” ნამდვილ ბუმს იწყებს და ამისათვის ახალი ცენტრი საზეიმოდ გახსნა. ,,ცენტრის გახსნაზე მოწვეული იყო უამრავი სტუმარი, რომელთათვის სპეციალური სიურპრიზები და ხილის ტორტი იყო მომზადებული. სპეციალური სიურპრიზები ეს იყო 25 საჩუქარი, ჩვენი პარტნოირი კომპანიების მიერ დაწესებული, რომელიც 25 იღბლიანს გადაეცა”,- განაცხადა ეთერ ქოქოლაძემ. მომხმარებელი, რომელიც ახალი ,,ტექნო ბუმში” ორ ან მეტ ნივთს შეიძენს, ფასი დაჯამდება და მასზე სპეციალური ფასი ანუ საბითუმო ფასი ამოქმედდება. ამისათვის კი სასურველია მეგობრებთან ერთად მისვლა და შენაძენის გაკეთება. ცენტრის დირექტორის განცხადებით, წლის ბოლომდე კიდევ ორი მსგავსი ცენტრის გახსნა ბათუმსა და ქუთაისშიც იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ახალი ,,ტექნო ბუმის” მაღაზია ძველი ,,ელიტელექტრონიქსის” ნაცვლად, ზუსტად იგივე ხელმძღვანელების მიერ გაიხსნა და იგივე შემადგენლობითგააგრძელებს მუშაობას, როგორც ადრე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts