Doodlez Posted September 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2008 Yohji Yamamoto ბიოგრაფიული ცნობები დაიბადა 1943 წლის სამ ოქტომბერს ქალაქ ტოკიოში. 1966 წელს დაამთავრა კეიოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი რის შემდეგაც ჩააბარა ბუნკას მოდის სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1969 წელს. ორიოდე წლის შემდეგ იამამოტო სააქციო საზოგადოებაში გაწევრიანდა და მეწარმეობას მიჰყო ხელი... 1977 წელს შედგა იამამოტოს პირველი კოლექციის ჩვენება ტოკიოში. 1981 წელს კი იაპონელმა დიზაინერმა პარიზში მოაწყო ჩვენება, სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ე.წ. "იამამოტოს ხაზი" თანამედროვე მოდის ისტორიაში. ეს იყო იამამოტოს საერთაშორისო წარმატების საწყისი ეტაპი... იამამოტომ 2002 წელს მაღალი მოდის კოლექცია წარადგინა პარიზში, რის შემდეგაც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანმა ბუტიკმა იაპონელი დიზაინერის პროდუქციით დაინტერესება გამოხატა... იოჯი იამამოტო თანამშრომლობს ჯგუფთან Placebo, ასევე ცნობილ იაპონელ რეჟისორთან, ტაკეში კიტანოსთან... იამამოტო დიზაინერად მუშაობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "Doll", "Father" და ა.შ. იამამოტო თავის შეხედულებებს და ავანგარდულ სულს გამოხატავს თავისი ქმნილებებით, რომლებიც ხშირად რადიკალურად განსხვავდება მოდის მიმდინარე ტენდენციებისგან. იამამოტოს ხაზის ქმნილებებიხასიათდსება არასტანდარტული, ხშირად უზომოდ დიდი ზომის სილუეტებით. მის ტანსაცმელის შეფასებისას აუცილებლად შეამჩნევთ, როგორ ჰარმონიულად ერწყმის ტანსაცმელი ადამიანის სხეულს და რა ლამაზია ის როცა ადამიანი მოძრაობს. იამამოტო იყენებს უმაღლესი ხარისხის ბრწყინვალე ფარდისებურ ქსოვილებს, რომლებიც იმავე ხარისხისა და ფასონის ქსოვილების წვრილი ნაჭრებითაა ხოლმე მორთული. ტანსაცმელი ხშირად ერთ (ძირითადად შავ) ფერშია ხოლმე მხოლოდ და არ გამოირჩევა ჩრდილების სიმდიდრით. სწორედ ამ მკაცრი და თითქოს მოკრძალებული სტილის გამოა, რომ იამამოტოს ბევრი აკრიტიკებს და უარყოფითი კრიტიკის დროს მთავარ არგუმენტად მისი ქმნილებების სიმბოლურობით ინტელექტუალურობითა და ფილოსოფიურობით გამოირჩევა, რაც ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით სრულიად ზედმეტია მოდისთვის, თუმცა იამამოტოს მიმდევრებიც ბევრი ჰყავს, რისი მიზეზიც ალბათ ამ დიზაინერის ორიგინალურობა და თვითმყოფადობაა! იამამოტოს პროდუქცია ძალიან საინტერესოა... ტანსაცმლის მსგავსად იამამოტოს კოსმეტიკაც გამოირჩევა იმ შტრიხებით, რაც, ზოგადად ახასიათებს "იამამოტოს ხაზს" - უბრალოა, მკაცრი და სიმბოლური... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Silent girl Posted September 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2008 ტანსაცმელი ხშირად ერთ (ძირითადად შავ) ფერშია ხოლმე მხოლოდ და არ გამოირჩევა ჩრდილების სიმდიდრით.http://img32.picoodle.com/data/img32/3/9/4/f_yohjiyamamom_e26e2b8.jpg http://img32.picoodle.com/data/img32/3/9/4/f_YohjiYamamom_4e9f4e8.jpg მერე ახალი კოლექციის ფოტოებსაც ვიპოვი და ავტვირთავ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted September 5, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2008 სულ ბოლო კოლექციაში თეთრი და წითელი გამოჩნდა (მცირე დოზებით, მარა მაინც) გამიკვირდა! მამაკაცის ტანსაცმელიც ძალიან ლამაზი აქვს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nesquik Posted September 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 პირველად მესმის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted September 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 http://img32.picoodle.com/data/img32/3/9/4/f_yohjiyamamom_e26e2b8.jpg : მერე ახალი კოლექციის ფოტოებსაც ვიპოვი და ავტვირთავ...აი სულ მარჯვნივ მდგომ გოგონას რა საინტერსო გამომეტყველება აქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted September 21, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2008 არასდროს მიყიდია იამამოტოს ტანსაცმელი, იმიტომ, რომ საქართველოში არ ვიცი, იყიდება თუ არა, უცხოეთში როცა ვარ, მეზარება მაღაზიებში სიარული...სკოლა რომ დავამთავრე, ჩემს ბიძაშვილს წავართვი იამამოტოს შარვალი, მარა რამდენიმე დღეში ერთმა უზრდელმა გოგომ სიგარეტი მომაწვა ბარძაყზე და დამიწვა შარვალი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.