Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - დავით ბაქრაძე: გაზსადენი - ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი


Recommended Posts

ამ წუთებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხმაურით მიმდინარეობს საუბარი მაგისტრალური გაზსადენის არასაპრივატიზაციო ქონების ნუსხიდან ამოღების შესახებ. სხდომა დატოვა არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ.

 

კანონპროექტის ავტორს, ლაშა თოდრიას, კითხვა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა დაუსვეს.

 

ლევან ვეფხვაძე მოითხოვდა, რომ გაყიდვის შემთხვევაში, კანონმდებლობაში უნდა შევიდეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს აქციათა 51 პროცენტი.

 

თოდრია გაზსადენის 100%- ის გაყიდვაშიც ვერ ხედავს პრობლემას.

 

”დიახ, ჩვენ ყველაფერი გვქონდა: წყალსადენიც და გაზსადენიც, მაგრამ არ გვქონდა შუქი და გაზი. გავყიდეთ და წყალიც გვაქვს და შუქიც”, - აღნიშნa ლაშა თოდრიამ.

 

საპარლამენტო სხდომაზე დავით ბაქრაძემ მაგისტრალური გაზსადენის შესახებ მსჯელობას ჭიქაში ატეხილ ქარიშხალi უწოდა და ენგურჰესის პრივატიზებას შეადარა, როცა სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამართლდა.

 

საუბარი იყო კანონპროექტში აუქციონის წესზე, სადაც ქონების განმკარგავი, ანუ სახელმწიფო, აუქციონზე იმ ინვესტორს აძლევს საწარმოს, რომელიც ყველაზე დიდ ფასს შესთავაზებს. კანონში არსადაა საუბარი, რომ ყველაზე დიდი ფასის შემოთავაზების შემთხვევაში, აიკრძალება თუ არა მისი მიყიდვა ”გაზპრომისთვის.”

 

ამერიკის საელჩოს პოზიცია ამ კანოპროექტზე უცნობია. ამერიკის მთავრობამ გაზსადენის რეაბილოტაციისთვის რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დახარჯა.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...