planetanews Posted July 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2010 ,,ხალხის პარტია” ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას ითხოვს. ამის შესახებ, პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, როინ ხიჯაკაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არსებულ კანონპროექტში პენსიის და სოციალური დახმარების შესახებ კანონში სასწრაფო ცვლილებებია საჭირო და ამისათვის მოსახლეობის მხარდაჭერაცაა საჭირო. ,,ამ სოციალურად მძიმე მდგომარეობის ფონზე აუცილებელია იმ ხარვეზების შესწორება რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი კანონპროექტი , რომელიც უნდა მივიდეს მოსახლეობამდე. ხვალიდან კი უნდა დაიწყოს ხელმოწერები, რათა ეს ახალი კანონპროექტი პარლამენტმა განიხილოს და ქვეყანაში დასრულდეს დისკრიმინაცია”,- განაცხადა ხიჯაკაძემ. ,,ხალხის პარტია” ხვალიდან საკუთარ ოფისში იწყებს 30000 ხელმოწერის მოგროვებას და ყველა მოქალაქეს მოუწოდებს იაქტიუროს, რათა მოხდეს იმ ცვლილებების განხორციელება რასაც როგორც საპენსიო ასაკის, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დგომარეობის გაუმჯობესობა მოჰყვება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts