Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - შსს: არასრულწლოვანის მკვლელობა გახსნილია


Recommended Posts

17 წლის ნიკა ხურციძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთხი არასრულწლოვანი დაკავებულია. სამ მათგანს ჯგუფურად დანაშაულის ჩადენა, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

 

გამოძიების მიხედვით, ნიკა ხურციძე 2010 წლის 7 ივლისს ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლის საქვაბის ტერიტორიაზე მისმა თანატოლებმა განზრახ მოკლეს. გარდაცვლილის ცხედარი სამი დღის ძებნის შემდეგ იპოვეს.

 

საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) მიმდინარეობს.

 

შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ეჭვმიტანილებმა დანაშაული აღიარეს. ისინი მოკლულის თანატოლები არიან.

 

აღიარების მიხედვით, ჯგუფურ მკვლელობაში ეჭვმიტანილები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. დაკავებულები აღიარებენ, რომ ნიკა ხურციძე სახლიდან მათ გამოიყვნაეს და მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 17 წლის ნიკა ხურციძეს ცივი იარაღით 36 ჭრილობა დაკავებულთაგან ორმა მიაყენა.

 

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მოზარდებს ან 20 წლიანი პატიმრობა, ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრებათ.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...