planetanews Posted July 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2010 ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ოფისში კერძო დასაქმების სააგენტოების შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიგრაციის პროექტის” ფარგლებში ხორცილდება. პროექტის ხელმძღვანელი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი სანდრა ვერმიუდენი ხვალინდელ შეხვედრას დაესწრება და მონაწილეებს დასაქმების საკითხებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას წარმოუდგენს. შეხვედრა-სემინარზე დასაქმების კერძო კომპანია “რედ სტარის” წარმომადგენელი გააკეთებს პრეზენტაციას საერთაშორისო შრომის ბაზართან და ზოგადად საქართველოს შრომის ბაზართან დაკავშირებით.გარდა ამისა, აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდება დასაქმების სააგენტოების ქცევის კოდექსის განხილვა, ასევე წამოყენებული იქნება იდეა დასაქმების კერძო სააგენტოების ასოციაციის შექმნის შესახებ. განხილული იქნება აგრეთვე ცირკულაციურ მიგრაციაში კერძო დასაქმების სააგენტოების როლი და მოხდება მომავალი თანამშრომლობის შესახებ დეტალების გარკვევა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts