planetanews Posted July 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2010 მსოფლიო ჩემპიონატი 2010 დამაგვირგვინებელი ფინალური მატჩით დასრულდა. ამ უდიდეს საფეხბურთო ფორუმს ახალი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს ესპანეთის ნაკრების სახით. გუშინ იოჰანენსბურგის Soccer City Stadium-ზე გაიმართა მუნდიალის დასკვნითი მატჩი ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის, სადაც პირინეელებმა ჰოლანდიელები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცეს. ეს ერთადერთი გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ 116-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ გაიტანა. შეხვედრა, როგორც ფინალს შეეფერება, მეტად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მთელი მატჩის განმავლობაში ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტები. ჰოლანდიელთა რიგებიდან კი გამოსარჩევია არიენ რობენი, რომელმაც რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა მეკარე იკერ კასილასის კართან. ესპანელები ძირითადად ტექნიკურ ფეხბურთზე აკეთებდნენ აქცენტს და რიგ მომენტებში მათი შეტევები დარტყმამდე არ მიდიოდა. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts