Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ევროსაბჭო საქართველოზე ინფორმაციას აგროვებს


Recommended Posts

გაუმჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა, პოლიტიკური ნიშნით დევნა და შევიწროება, მედიის დაუბალანსებლობა -ეს ის ფრაზები იყო, რომლებსაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი, საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგელებისგან ისმენდნენ.

 

სასტუმრო “ამბასადორში” დღეს გამართული შეხვედრის მიზანი საქართველოში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების მოსმენა იყო.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით შეიქმნება სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელსაც ევროსაბჭო საქართველოს გამოუგზავნის.

 

შეხვედრა, რომელსაც ქართველი და საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ, ძირითადად ადამიანის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს მიეძღვნა.

 

შეხვედრის დაწყებამდე ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებმა ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთეს, სადაც ერთხმად აღნიშნეს:

 

«მეტად მნიშვნელოვანია საქართველომ დემოკრატიის გზაზე სვლა გააგრძელოს. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით.»

 

ევროსაბჭოს მისიის თბილისის წარმოამდგენლობის მიერ მიწვეული იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

 

პირველ შეხვედრას, რომელმაც წინასწარ განსაზღვრულ ერთ საათს ნახევარი საათით გადააჭარბა, ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ხიადშელმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და სასამართლო ხელისუფლების ხარვეზებზე საუბრა. მისი თქმით, განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება პოლიტიკური ნიშნით დევნაზე:

 

«ვისაუბრეთ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, იმის გათვალისწინებით, რომ სულ ახლახან მესტიაში მოხდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის დაკავება.»

 

ევროსაპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებს «საიამ» ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზეც, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახშირდა პატიმართა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები.

 

 

 

«არ ხდება ძალადობის გადამეტების ფაქტების გამოძიება პოლიციის მხრიდან,»- თამარ ხიდაშელი.

 

შეხვედრაზე ეთნიკური ოსების ულებების დარღვევისა და გატაცებისა შესახებაც გახდა ცნობილი, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

«ჩვენ წარვუდგინეთ სპეციალური ანგარიში, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების საკითხებს საქართველოში. ერთ-ერთი სერიოზული თემა, რომელსაც ევროსაბჭო განიხლავს არის პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების ფაქტები,- ამბობს უჩა ნანუაშვილი.

 

მედიის წამოამდგენლებთან შეხვედრას გაზეთის რედაქტორები: პაატა ვეშაპიძე, ლაშა ტუღუში, ჟურნალისტი ზვიდ ქორიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმოამდგენელი მათიას ჰიუთერი ესწრებოდნენ.

 

«ეს იქნება ღია და უკომპრომისო საუბარი. ძალიან საინტერესოა ბოლო არჩევნები. ელექტრონული მედია არ იყო დაბალანსებული არჩევნების დროს. მედიის კანონმდებლობა არის დასახვეწი... დაფარულია მათი ფინანსური წყაროები და უცნობია მათი მფლობელები,»- ლაშა ტუღუში.

 

ფონდ «ღია საზოგადოება-საქართველოს» წარმომადგენლმა ვახტანგ კობალაძემ კორუფციაზე საუბრისას ახსენა « მედიის მფლობელების გასაიდუმლოებულობა.»

 

კობალაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის კორუფციის შემთხვევები:

 

«უცნობია ვინ არიან კომპანიების მფლობელები. გარდა ამისა, საჯარო ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არის მიუწვდომელი. ეს ეხება ფინანსურ საკითხებსაც. აქედან გამომდინარე არის საფუძლიანი ეჭვი რომ ყველაფერი რიგზე არაა და კორუფცია ჯერ კიდევ მძლავრად არის.»

 

საბოლოდ, შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ხუთი საათი გაგრძელდა. ევროსაბჭოს წარმომამდგენლები ხვალაც შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებს.

 

კასტრიოტ ისლამი და მაიკ იენსენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის მოადგილე ტატა ხუნწარიას, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს შეხვდებიან.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...