planetanews Posted July 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2010 ”შემაშფოთებელია ის, რომ მილსადენის გასხვისება შეიძლება მოხდეს მალე და შემაშოთებელია ის, რომ არ ვიცით, როგორ მოხდება ეს” - განაცხადა ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა. ფონდის ორგანიზებით მაგისტრალურ გაზსადენზე დისკუსია დღეს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” გაიმართა. ქეთი ხუციშვილი: შემაშფოთებელია ის, რომ მილსადენის გასხვისება შეიძლება მოხდეს მალე და შემაშოთებელია ის, რომ არ ვიცით, როგორ მოხდება ეს - იქნება თუ არა ეს გამჭვირვალე და გავიგებთ თუ არა, პოტენციურ რისკების ფონზე, თუ ვინ შეიძლება შეიძინოს ეს. საუბარი დღეს იყო კრიტიკული, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ერთიან დასკვნამდე მივედით. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, აუცილებლად დამატებით გავავრცელებთ მოწოდებას და თუკი კანონპროექტს მიიღებენ, მაშინ შესაძლოა მივმართოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ რამე დამცავი მექანიზმი მაინც იქნეს შემუშავებული. კონკრეტული რისკი გაზსადენის გასხვისებაში არის ის, რომ ამას შეიძენს ”გაზპრომი”-ერთადერთი დაინტერესებული მოთამაშე. ცნობილია, რომ ”გაზპრომს” არა აქვს მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები- მისი გაცხადებული კონცეფცია არის ის, რომ მან უნდა იმუშაოს რუსეთის ხელისუფლების ინტერესზე. მისი შემადგენლობაც ამის ნიშანია. საერთოდ, უნდა იყოს ფიქრი დამცავი მექანზმის შემუშავებაზე. ჩვენ არ ვართ პრივატიზაციის წინააღმდეგი. შესაძლოა ცალკე შემუშავდეს მთელი პაკეტი დამცავი კანონმდებლობისა, თუკი ასეთი მნიშვნელობის ობიექტები იყიდება, რათა სახელმწიფომ არ დაკარგოს საკონტროლო პაკეტი. ან შეიძლება იყოს სხვა მექანიზმი, მაგალითად, დივერსიფიცირება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts