Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ლავროვი საქართველოში ეთნიკური კონფლიქტის წაქეზებაზე მიანიშნებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/jamestown1.jpg

 

ვლადიმერ სოკორი

 

რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში რეჟიმის ცვლილების შეცვილილი და განახლებული გეგმა მოხაზა. 8 ივლისს ტელეკომპანია ”მირისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ლავროვმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში,  სომხებსა და აზერბაიჯანლებში დაძაბულობის გაღვივების შესაძლებლობა ახსენა.

ლავროვმა ქართველებს მოუწოდა ”აღადგინონ ნომალური ურთიერთობები რეგიონში მცხოვრებ აფხაზებთან და ოსებთან და აგრეთვე იმ სხვა ხალხებთან, ვინც საქართველოში ცხოვრობს, მაგალითად სომხებთან, აზერბაიჯანელებთან და სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან”. მან საქართველოს ”ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების სფეროში საკმაოდ დიდ დარღვევებში” დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ევროპის საბჭო ან იგნორირებას უკეთებს ან სდუმს ამ სავარაუდო დარღვევებზე (ITAR-TASS,  8 ივლისი).

 

ასე რომ, ლავროვი იქცა პირველ მაღალჩინოსან რუსად, რომელმაც ღიად მიანიშნა, რომ მოსკოვმა შეიძლება წააქეზოს უმცირესობათა დაძაბულობა საქართველოში.  ინტერვიუში ის საქართველოს ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევდა და თავისი გაფრთხილება ეთნიკური დაძაბულობის შესახებ ღიად ჩართო საქართველოში რეჟიმის ცვლილების რუსული პოლიტიკის კონტექსტში. მას, როგორც მაცნეს ორმაგი წონა აქვს, რადგან ლავროვი წარმოშობით ნახევრად თბილისელი სომეხია. მედიუმის არჩევანიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ტელეკომპანია ”მირი” მაუწყებლობს დსთ-ს ქვეყნებში, ანუ სამხრეთ კავკასიის სხვა  რესპუბლიკებშიც.

 

ეს განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ თბილისში პრო-მოსკოვური პოლიტიკოსების დამარცხების შემდეგ, მოსკოვი საქართველოს პროვინციებში დესტაბილიზაციის ინსტრუმენტებს ეძებს. 30 მაისს მთელს ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარადა და მთავრობამ მასობრივი ნდობის მანდატი მოიპოვა. არჩევნებმა სახელმწიფოსადმი და კონსტიტუციისადმი ლოიალური ოპოზიციური ჯგუფები სისტემაში ჩართო  და ხაზი გაუსვა რუსეთის პოლიტიკური პროტეჟეების მარგინალობას.

 

მოსკოვი ამას საჯაროდ ვერ აღიარებს. ამიტომ ლავროვი თავის ინტერვიუში დაჟინებით ამტიკიცებდა -  ”სააკაშვილი არ წარმოადგენს თავის ხალხს, ეს ანომალიაა, რომ ის  წარმოქმნა არა ქართულმა საზოგადოებამ, არამედ ჩანერგილი იყო გარედან” (კრიტიკული პასაჟი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტადან სულ სამ დღეში ითქვა).

 

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, იმედგაცრუებულმა მოსკოვმა შეაჩერა ან შეწყვიტა საქართველოში თავისი პოლიტიკური პროტეჟეების მხარდაჭერა.  ნინო ბურჯანაძე, როგორც ჩანს, პრაქტიკულად წავიდა პოლიტიკიდან, ხოლო ზურაბ ნოღაიდელმა 7 ივლისს განაცხადა, რომ აჩერებს მოლაპარაკებებს მოსკოვთან, მისი თქმით იმიტომ, რომ გამოსცადოს საქართველოს მთავრობის უნარი აწარმოოს უპირობო მოლაპარაკებები მოსკოვთან (ITAR-TASS, 7 ივლისი).

 

საქართველოში პრო-რუსული ბანაკის შექმნის მცდელობაში მოსკოვისთვის ეს უვე მესამე მარცხია. „კაგებე“-ს მემკვიდრე ქსელი 1990-იანი წლების დასაწყისში (პერსონიფიცირებული იგორ გიორგაძეში), რადიკალური ფრთის გამოსვლები შემდგომ წლებში და ბოლოს, 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვის მიერ დაქირავებული ადამიანები – ყველამ მარცხი განიცადა იმიტომ, რომ მათ ქართულ საზოგადოებაში საკმარისი მხარდაჭერა არ აქვთ.  ამიტომ მოსკოვმა ახლა გადაწყვიტა იმავე მიზნებისთვის უფრო ხელსაყრელი მოკავშირეები საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებში მოძებნოს.

 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა რუსულ ხელისუფლებას აქამდე საქართველოს შიგნით სხვა ეთნიკური დაძაბულობის პროვოცირების რაიმე სისტემური მცდელობა არ განუხორციელებია.  იმ სივრცეებში, სადაც სომხები და აზერბაიჯანლები სახლობენ (სამცხე-ჯავახეთის ნაწილი და ქვემო ქართლი),  საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც წესი ხმების უდიდესი უმრავლესობით ხელისუფლება ანიჭებენ უპირატესობას. ასე რომ ლავროვმა 2012 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის წინასწარი გასროლა გააკეთა – ეს არის ახალი რუსული განრიგი საქართველოში რეჟიმის ცვლილებისათვის.

 

უმცირესობების ვითარება საქართველოში უპრობლემო არ არის, თუ ენის სწავლებას    (არის ჩივილები იმასთან დაკავშირებით, რომ უმცირესობებს არასაკმარისად ასწავლიან ენას, ეს არ ეხება ასიმილაციას) და ასევე  სომხური მრევლის სტატუსისა და ეკლესიების მშნებლობებთან დაკავშირებული პრობლემების მიხედვით ვიმსჯელებთ. მაგრამ ვერც ერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ადასტარურებს ლავროვის ბრალდებებს ”ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დარღვევების შესახებ”. მოსკოვის მოულოდნელი ინტერვენცია ამ სივრცეში, როგორც ჩანს, ამ საკითხის პოლიტიზაციისკენ და ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემების გაღვივებისკენაა მიმართული (ITAR-TASS, 8 ივლისი).

 

თუ მოსკოვი ასეთ პოლიტიკას წამოიწყებს, მადესტაბილიზებელი ეფექტი შეიძლება მთელს რეგიონს მოედოს და პოტენციურად სომხეთსა და აზერბაიჯანზეც იქონიოს გავლენა. მთავრობებს ერევანსა და ბაქოში ბევრი წელია საქართველოს იმ რეგიონების სტაბილურობაში, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, საკუთარი წვლილი შეაქვთ.

 

სტაბილური საქართველო, რომელსაც დასავლეთზე ორიენტირებული მთავრობა მართავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ბაქოს მთავრობისთვის და მუსლიმური რელიგიური იერარქიაც ყოველთვის აქეზებს საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის ლოიალობას. აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს აზერბაიჯანულ სოფლებს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებებითაც უზრუნველყოფს.

 

თავის მხრივ, სომხეთსაც სჭირდება სტაბილური და სანდო გასავალი გარე სამყაროსთან საქართველოს გავლით.  სომხეთის ექსპორტ-იმპორტი საქართველოს აღმოსავლეთ -დასავლეთის გზატკეცილზე, რკინიგზასა და შავი ზღვის პორტებზე გადის. ყველა სომხური მთავრობა ფრთხილად აკავებდა საქართველოში მცხოვრები სომხების რეალურ და წარმოსახვით განაწყენებას. ასეთ განაწყენების ატმოსფერო ერევანში მხოლოდ ნაციონალისტურ წრეებში ისმის. სომხური მთავრობები საქართველოსთან ყოველთვის კეთილმეზობლურ ურთიერთოებებს ინარჩუნებენ, მიუხედავად ამ უკანასკნელისადმი რუსეთის მტრობისა და იმისა, რომ რუსეთი უარს ამბობს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე. მაგრამ, თუ მოსკოვი დაიწყებს ჯავახეთის სომხების პრობლემაში ჩარევას, სომხური მთავრობა შეიძლება ნაციონალისტური წნეხის ქვეშ მოექცეს და რუსეთს მიბაძოს.

 

ასე რომ ლავროვის გაფრთხილება პრობლემას უქმნის არა მარტო თბილისს, არამედ ერევანსაც და ბაქოსაც. თუ მოსკოვი გააღვივებს ეთნიკურ დაძაბულობას საქართველოს შიგნით, ის სამხრეთ კავკასიაში უფრო დიდი არასტაბილურობის შემომტანი გახდება, ვიდრე ეს აქამდე ოდესმე ყოფილა.

 

=36605&tx_ttnews[backPid]=27&cHash=80826d5244"]ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...