Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აბა წაველი თქვენ იცით

მეზობლები არ ახაროთ

ძილის საშველი არ მისცეთ

თუ ერთად ყოფნას აპირებთ ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 674
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

აბა წაველი თქვენ იცით

მეზობლები არ ახაროთ

ძილის საშველი არ მისცეთ

თუ ერთად ყოფნას აპირებთ :)

 

 

კიდევ შემოდი RAZIEL

გკოცნი მაგ ჭკვიან შუბლზედა,

ვინც შენ ღრძოდ გაგაქილიკოს,

თავად ავაგებ შუბზედა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე გამექცენ მკაფველნი,

აიკრეს გუდ-ანაბადი,

შემოვრჩი ამ გვერთს მარტო და

გავხდი კაფიის თავადი :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველანი გავაბეჩავე,

ვერვინ დამიდო ტოლია,

წავედი ახლა ვეძიო,

სად არის ჩემი ცოლია :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალამი პლანეტის მთის შვილნნო

თქვენი რაზიელ მოვიდა

კეთილ მოკითხვას გითვლით და

გეხუტუნებით შორიდან :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთის შვილი შემოგვემატე,

მეამა სიტყვა შენიო,

ლექსის დაწერა გცოდნია,

აი, რას ნიშნავს გენიო!

შენი გაცნობა მწადია,

გვარიც მაქვს დასადგენიო

სალამი, მთისა ასულო,

არონია ვარ გვარადა

მთა ჩემ სახლად მიჩს, თოვლი ხომ

იშვიათად გვაქ ბარადა.

 

შენი გაცნობა მეცა მწადს,

საინტერესო სჩანხარო

პოლტერ - მე მედგრად ვიდგები -

ერთი ეს მინდა გახარო

:იო:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალამი, მთისა ასულო,

არონია ვარ გვარადა

მთა ჩემ სახლად მიჩს, თოვლი ხომ

იშვიათად გვაქ ბარადა.

 

შენი გაცნობა მეცა მწადს,

საინტერესო სჩანხარო

პოლტერ - მე მედგრად ვიდგები -

ერთი ეს მინდა გახარო

:იო:

 

ერთი იმერელ ქალა ვარ

მთიულთ ლექსი მაქვს ნაკითხი...

მთა თვალით არ დამინახავს

მათთან ლექსებით დავხიდდი...

ისე არ დამეკრიფება

ხელები, ამ ჩემ მკერდზედა,

ფშავ-ხევსურეთი არ ვნახო

იქ არ შამოვდგე სერზედა...

მოვაჯდე ამორძალივით

ლამაზ, პატარა ცხენზედა

გავაჭენ-გამავაჭენო

ქორი დავისვა ცერზედა...

 

ჩემი გაცნობა გწადია

ვენაცვლე ამა დღესაო...

ხვალ უფრო მეტი გეწეროს

ვიდრე დღესა სწერ ლექსსაო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალამი პლანეტის მთის შვილნნო

თქვენი რაზიელ მოვიდა

კეთილ მოკითხვას გითვლით და

გეხუტუნებით შორიდან :)

 

RAZIEL - ჯიგარ, როგორ ხარ?

ხომ ხარ ვით ბერი მუხაო...

შენი ნახვაი მეამა

აქერ ცამ დაიქუხაო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ მეგობრებო!

გაგიმარჯოთ ყველას!

ყველასგან მე მოვითხოვ

სიჩუმეს და სმენას! :drug:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ მეგობრებო!

გაგიმარჯოთ ყველას!

ყველასგან მე მოვითხოვ

სიჩუმეს და სმენას! :drug:

 

ბოდიში მომითხოვია,

უკითხავ შემოგეჭერი...

მაგრამ გულმა ვერ გამიძლო,

თუ გინდ თმა ძირში შემჭერი...

ჩემი სმენა და სიჩუმე

ნეტაი სადღა ნახეო

ჯერ სად ხარ, ცოტაც მაცალე

კაფიით გიდო მახეო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალამი, მთისა ასულო,

არონია ვარ გვარადა

მთა ჩემ სახლად მიჩს, თოვლი ხომ

იშვიათად გვაქ ბარადა.

 

შენი გაცნობა მეცა მწადს,

საინტერესო სჩანხარო

პოლტერ - მე მედგრად ვიდგები -

ერთი ეს მინდა გახარო

:იო:

 

 

 

გაცნობას არვინ დაგიშლის,

ვაჯა არა ვარ რქიანი,

მაგრამ იცოდე საზღვარი,

ენისა ზომად ქიანი.

 

ეგ ქალა მხოლოდ ჩემია,

ავრის დაუთმობ ცოცხალი,

და თუ წართმევას მიპირებ,

აგერა ვარ და მომაკალი.

 

მაგრამ იცოდე ვაჟაო,

თავსა შეირცხვენ მწერლობით,

შენსა მხოლოდღა მცდელობას

მე ვუპასუხებ მკვლელობით,

 

სისხლითა მოვბან ველებსა,

მთებსა ჩავაცმევ ძაძებსა,

და ყველა უღირს ვაჟასა,

გულზე დავაწყობ ვარდებსა

 

 

ანდერძის წერა დაიწყე,

ვაჯავ თუ მტრობას მიპირებ,

ვერკინოთ ერთურთს მთაშია

და ვალზე გაგინაპირებ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ მეგობრებო!

გაგიმარჯოთ ყველას!

ყველასგან მე მოვითხოვ

სიჩუმეს და სმენას! :drug:

 

 

თვით ადმინ-ფიომ შაირებში შამაჰყო თავი...

ჩვენს ამ კაფიებს უცაბედად რომ მოკრა თვალი...

 

:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალამი პლანეტის მთის შვილნნო

თქვენი რაზიელ მოვიდა

კეთილ მოკითხვას გითვლით და

გეხუტუნებით შორიდან :))

 

 

შენ შემოგევლე ვაჟაო,

ლექსითა გული მიამე,

ერთი ჩამოჯექ ჩეწმს გვერდით

შენი ამბავი მიამბე.

 

სად გამექეცი უეცრად,

მას მერე რითმა გამიწყრა,

ახლა გიხილე ავმღერდი,

გული მტკივანი დამიცხრა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ მეგობრებო!

გაგიმარჯოთ ყველას!

ყველასგან მე მოვითხოვ

სიჩუმეს და სმენას! :drug:

 

 

რა დრო დამდგარა გიხილე,

ლექსითა ხელში ადმინო,

ლექსები წერე კაფიად

აქ მაინც არვის აგინო :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაცნობას არვინ დაგიშლის,

ვაჯა არა ვარ რქიანი,

მაგრამ იცოდე საზღვარი,

ენისა ზომად ქიანი.

 

ეგ ქალა მხოლოდ ჩემია,

ავრის დაუთმობ ცოცხალი,

და თუ წართმევას მიპირებ,

აგერა ვარ და მომაკალი.

 

მაგრამ იცოდე ვაჟაო,

თავსა შეირცხვენ მწერლობით,

შენსა მხოლოდღა მცდელობას

მე ვუპასუხებ მკვლელობით,

 

სისხლითა მოვბან ველებსა,

მთებსა ჩავაცმევ ძაძებსა,

და ყველა უღირს ვაჟასა,

გულზე დავაწყობ ვარდებსა

ანდერძის წერა დაიწყე,

ვაჯავ თუ მტრობას მიპირებ,

ვერკინოთ ერთურთს მთაშია

და ვალზე გაგინაპირებ:))

 

 

პოლტერო მტრობას არა ვართ

(ამას ვეუბნი ყველასა)

თორო ისეთ დღეს დაგაყრი

პატრულსა სთხოვდე შველასა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...