polter Posted March 31, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 ხალხმა იმატა დღითი დღე,მკაფველთა იკლებს რიცხვია,ვეღარ გავიგე ტოლობადა დაღცა აღსაღრიცხია. ;) რამ დაგამუნჯათ მკაფველნო,სად არის თქვენი ლექსია,ეეე წავედი მეც ეხლათორემ საშინლად მეფსია ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted March 31, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 მე ამ სოფლისა ვერა გავიგე,ვერას წაართმევ ვერას გაატან,ვერც ვერასოდეს ვერას გაუგებ,თუ თავს წინასწარ ძალს არ დაატან. თითქოს კაფიის არის ნაკვეთი,თუცა დაჰყვება სევდა, ავდარი,მაგრამ მითხარით ხალხნო მითხარით,ჩემი მკაფველთა ჯარი სად არი?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ჩუპა Posted March 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 პოლტერს!!! რამდენი წელი შავცვითე... შენებრ ვაჟკაცის ძებნასა, ნატურად შებმა მირჩევნის, შენთან შაირში შებმასა... პირველად როცა გიხილეთვალ მომეწყვიტა - ძნელია, სულ მიჩუქნია ოდესმე რაც ამ ხელს დაუწერია... ნეტა ისე ქმნა ვაჟკაცო, გულით დამდაგველ-დამწველო... შენ იყო ჩემი ლექსი და ღამით ლოგინში დაგწერო! :buchti: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted March 31, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 პოლტერს!!! რამდენი წელი შავცვითე... შენებრ ვაჟკაცის ძებნასა, ნატურად შებმა მირჩევნის, შენთან შაირში შებმასა... პირველად როცა გიხილეთვალ მომეწყვიტა - ძნელია, სულ მიჩუქნია ოდესმე რაც ამ ხელს დაუწერია... ნეტა ისე ქმნა ვაჟკაცო, გულით დამდაგველ-დამწველო... შენ იყო ჩემი ლექსი და ღამით ლოგინში დაგწერო! :buchti: შენ შემოგევლე ქალაო,ვნებითა თქმაც რომ გცოდნია,შენი ვარ ღამეს რად ეძებ,ლოგინად წერა გდომია.თვალებს მინათებ ქალაო,გულსა მიდუღებ ალზედა,სულ ერთი ღამე მაჩუქე,შენს მკერდს ქვემოთა ხალზედა.ოხ რომ დიაცნო გმონებდე,ვფიცავდე შენსა მზესაო,შენთვის გავლექსავ ღამეს დასხივით გაგითბობ დღესაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted March 31, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 რა რჯულისა ხართ ხალხნო,ვისი გორისა ბრძანდებით?!გენშია ჩვენთვის კაფია,დაწერეთ ნუ დამზარდებით. განა ლექსობა ცოდოა?რომ შეგიკრიათ კრიჭები,აქა კაფევენ ქართველი,სულით ქართველი ბიჭები. ხმა ამაიღეთ გალექსეთ,ბანი მომეცით პირველსა,თორემ ისეთ დღეს დაგაყრით,სხვას თქვენებრ არა ჭირდესა. ლექსობა სისხილთ მწყურია,გავკაფავ მთას და ბარსაო,აბა ვინახართ ვაჟკაცი,ვინ ამაიღებს ხმასაო? დიაცნო თქვენცა ამყევით,თქვენებრ ვინ იტყვის კაფიას,ავანთოთ ცეცხლი გულებში,ცივ გული ვის რად არგია. ჰეი თქვენ თემის სტუმრებნო,რას დაგიღიათ პირია,თუ არ წერთ წადით არჩიეთ ბებოსთან ერთად ჩირია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted March 31, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 სისხლი მამწყურდა ქართველნო,დიად მკაფველთა სისხლია,რა დავიჯერო პლანეტას მელექსე გამოელია?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted March 31, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 ეხ ერთ-უღთს შემოვამტვრევდი,ზარმაც მელექსე ხლახსაო,მე აქ ვზივარ და ვამღერებ და არ მაძლევენ ბანსაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
coldplay Posted March 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 ჰოოო საინტერესოა მაპატიე ვერ გავლექსე :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted March 31, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 ჰოოო საინტერესოა მაპატიე ვერ გავლექსე :rolleyes: რას აიტუზე კუთხეშირამ დაგიბლაგვა ენაო,მმითხარი ერთი კაფია,თორემ გეწია წყენაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted March 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 ჰოოო საინტერესოა მაპატიე ვერ გავლექსე :rolleyes: ქოლდ მოდი თეთრ ლექსს მივაწვეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
coldplay Posted March 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 ქოლდ მოდი თეთრ ლექსს მივაწვეთ შენც ჩემნაირი ხარ არა? სხვა გზა მაინც არ გვაქვს და... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted March 31, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 თეთრებს მააწვეთ უშლიან,აქ ლექსი უნდა კაფიად,თორემ ბებოჩემს მოვიყვან,თეთრებში ეგეც კარგია. მაგრამ რა მიჭირს დაიწყეთ გინდ თეთრი წერეთ გინდ შავი,მაგრამ ნახავენ იტყვიან,ვინ არის ესე ბეჩავი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted March 31, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 შენც ჩემნაირი ხარ არა? სხვა გზა მაინც არ გვაქვს და... ლექსადა წერეთ ქალებო,დაემსოთ თვალნი კაცებსა,ერთი ჭკუა ვერ გასწავლეს,ამა ფორუმის ვაცებსა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ჩუპა Posted March 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 რადგან არ გიყვართ ლექსის თხზვა,ისევ მე გეტყვით სათქმელსა.რისთვისღა ხსნიდით ამ თემას, თუ არ მოგწონდათ არც ერთსა? ვერა ყოფილხართ პოეტნილექსისთვის არვინ იღწვისა,თქვენი შემყურე, იმქვეყნადრუსთველ სირცხვილით იწვისა! რა ხდება, რისთვინ დაჩუმდით?გაფრენა მესმის ბუზისა სათქმელი როგორ არ აქვს, ვის ლექსი სულში უზისა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
coldplay Posted April 1, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2008 კი ნამდვილად საკითხავია ვისი სირცხვილით იწვის რუსთაველი იმქვეყნად :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.