Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ხალხმა იმატა დღითი დღე,

მკაფველთა იკლებს რიცხვია,

ვეღარ გავიგე ტოლობა

და დაღცა აღსაღრიცხია. ;)

 

რამ დაგამუნჯათ მკაფველნო,

სად არის თქვენი ლექსია,

ეეე წავედი მეც ეხლა

თორემ საშინლად მეფსია ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 674
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მე ამ სოფლისა ვერა გავიგე,

ვერას წაართმევ ვერას გაატან,

ვერც ვერასოდეს ვერას გაუგებ,

თუ თავს წინასწარ ძალს არ დაატან.

 

 

 

თითქოს კაფიის არის ნაკვეთი,

თუცა დაჰყვება სევდა, ავდარი,

მაგრამ მითხარით ხალხნო მითხარით,

ჩემი მკაფველთა ჯარი სად არი?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლტერს!!!

 

რამდენი წელი შავცვითე...

შენებრ ვაჟკაცის ძებნასა,

ნატურად შებმა მირჩევნის,

შენთან შაირში შებმასა...

პირველად როცა გიხილე

თვალ მომეწყვიტა - ძნელია,

სულ მიჩუქნია ოდესმე

რაც ამ ხელს დაუწერია...

ნეტა ისე ქმნა ვაჟკაცო,

გულით დამდაგველ-დამწველო...

შენ იყო ჩემი ლექსი და

ღამით ლოგინში დაგწერო!

:buchti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლტერს!!!

 

რამდენი წელი შავცვითე...

შენებრ ვაჟკაცის ძებნასა,

ნატურად შებმა მირჩევნის,

შენთან შაირში შებმასა...

პირველად როცა გიხილე

თვალ მომეწყვიტა - ძნელია,

სულ მიჩუქნია ოდესმე

რაც ამ ხელს დაუწერია...

ნეტა ისე ქმნა ვაჟკაცო,

გულით დამდაგველ-დამწველო...

შენ იყო ჩემი ლექსი და

ღამით ლოგინში დაგწერო!

:buchti:

 

 

 

 

შენ შემოგევლე ქალაო,

ვნებითა თქმაც რომ გცოდნია,

შენი ვარ ღამეს რად ეძებ,

ლოგინად წერა გდომია.

თვალებს მინათებ ქალაო,

გულსა მიდუღებ ალზედა,

სულ ერთი ღამე მაჩუქე,

შენს მკერდს ქვემოთა ხალზედა.

ოხ რომ დიაცნო გმონებდე,

ვფიცავდე შენსა მზესაო,

შენთვის გავლექსავ ღამეს და

სხივით გაგითბობ დღესაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა რჯულისა ხართ ხალხნო,

ვისი გორისა ბრძანდებით?!

გენშია ჩვენთვის კაფია,

დაწერეთ ნუ დამზარდებით.

 

განა ლექსობა ცოდოა?

რომ შეგიკრიათ კრიჭები,

აქა კაფევენ ქართველი,

სულით ქართველი ბიჭები.

 

 

ხმა ამაიღეთ გალექსეთ,

ბანი მომეცით პირველსა,

თორემ ისეთ დღეს დაგაყრით,

სხვას თქვენებრ არა ჭირდესა.

 

ლექსობა სისხილთ მწყურია,

გავკაფავ მთას და ბარსაო,

აბა ვინახართ ვაჟკაცი,

ვინ ამაიღებს ხმასაო?

 

 

დიაცნო თქვენცა ამყევით,

თქვენებრ ვინ იტყვის კაფიას,

ავანთოთ ცეცხლი გულებში,

ცივ გული ვის რად არგია.

 

ჰეი თქვენ თემის სტუმრებნო,

რას დაგიღიათ პირია,

თუ არ წერთ წადით არჩიეთ

ბებოსთან ერთად ჩირია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სისხლი მამწყურდა ქართველნო,

დიად მკაფველთა სისხლია,

რა დავიჯერო პლანეტას

მელექსე გამოელია?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხ ერთ-უღთს შემოვამტვრევდი,

ზარმაც მელექსე ხლახსაო,

მე აქ ვზივარ და ვამღერებ

და არ მაძლევენ ბანსაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰოოო საინტერესოა :))

 

მაპატიე ვერ გავლექსე :rolleyes:

 

 

რას აიტუზე კუთხეში

რამ დაგიბლაგვა ენაო,

მმითხარი ერთი კაფია,

თორემ გეწია წყენაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰოოო საინტერესოა :)

 

მაპატიე ვერ გავლექსე :rolleyes:

 

ქოლდ მოდი თეთრ ლექსს მივაწვეთ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქოლდ მოდი თეთრ ლექსს მივაწვეთ :))

 

შენც ჩემნაირი ხარ არა? :D

 

სხვა გზა მაინც არ გვაქვს და... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თეთრებს მააწვეთ უშლიან,

აქ ლექსი უნდა კაფიად,

თორემ ბებოჩემს მოვიყვან,

თეთრებში ეგეც კარგია.

 

მაგრამ რა მიჭირს დაიწყეთ

გინდ თეთრი წერეთ გინდ შავი,

მაგრამ ნახავენ იტყვიან,

ვინ არის ესე ბეჩავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენც ჩემნაირი ხარ არა? :)

 

სხვა გზა მაინც არ გვაქვს და... :))

 

 

 

 

ლექსადა წერეთ ქალებო,

დაემსოთ თვალნი კაცებსა,

ერთი ჭკუა ვერ გასწავლეს,

ამა ფორუმის ვაცებსა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადგან არ გიყვართ ლექსის თხზვა,

ისევ მე გეტყვით სათქმელსა.

რისთვისღა ხსნიდით ამ თემას,

თუ არ მოგწონდათ არც ერთსა?

 

ვერა ყოფილხართ პოეტნი

ლექსისთვის არვინ იღწვისა,

თქვენი შემყურე, იმქვეყნად

რუსთველ სირცხვილით იწვისა!

 

რა ხდება, რისთვინ დაჩუმდით?

გაფრენა მესმის ბუზისა

სათქმელი როგორ არ აქვს,

ვის ლექსი სულში უზისა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...