Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მიშა სოროსი შენ გყავდეს

ერთი მაგათაც შევე...

აქეთ გამოდი ვიბრძოლოთ რა

ჩუპას ზურგს ეფარები?!

 

დაბრავდი ვაჟა გონია,

ცხვირ წინ გიდგავარ ლექსითა,

ცხვირ-პირში გესვრი კაფიას,

სისხლსა გიწამლავ გესლითა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 674
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

არცერთმა არ დაიშალეთ

შავი თოლების ბრიალი,

ჭკუიდან ყველა შეშლილხართ

ატყდა ხანჯლების ტრიალი,

 

ისმინეთ გულმოდგინებით

ჭკვიანი ქალას რჩევაო,

ხელთ ნარჩევალა არ შეგრჩეთ,

ზომაზე უნდა რჩევაო...

 

ფრთხილად იყავთ სუყველა,

გირჩევთ მოზომოთ კაფია,

ერთურთს ხელით რომ შეეხოთ

არ გაგეხლართოთ ძაფია...

 

თორო ხო იცი რო ჩუპა

თქვენზე ათასჯერ სწრაფია!!!

:D :D

 

 

 

შენ შემოგევლე ქალაო,

არვის დაუთმობ შენს თავსა,

თუ ვინმეს ლუკმა ეგონე

გადავაყლაპებ ნესკავსა.

 

თევზივით ვითრევ ლაყუჩით,

ვაფორთხიალებ ძირზედა,

მერე ოცნებას იძახდენ

უშფოთველადა ძილზედა.

 

 

ვიცი ამბავი კაფიის,

თავს არვის დააჩაგვრინებ,

ისეთი მწარე ყოფილხარ,

ვაჟას ხმალს აბლაგვებინებ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად დამეკარგა ეს კაცი,

კვალიც გაქრა და ლანდიცა,

ვერ გამიგია შეშინდა,

თუ დასამალად გაიქცა?! :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შემოდი გეგა მომწერე,

შენი მწყემსური კაფია,

მა ღამესა ლექსობა,

თურმე შენთანაც კარგია,

 

ვერას დამაკლებ ვაჟაო,

სულ დაგითვალე ძვლებია,

ტყვილა იცვითავ ენას და

სიბრაზისაგან ცვდებია.

 

მომასმენინე ვაჟაო,

მთაში ნაწერი ლექსები,

თორემ ხომ ხედავ აჯანყდენ

ფშავ-ხევსურეთში მწყემსები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალის სიტყვაზე ახტომა

არ შევენის ვაჟკაცს კაცსაო

გადექი მიჯნურს დაგიკლავ

ბოლოს გაბღავლებ მაცაო... :ndzreva:

 

პოლტერას ვერას დააკლებ

სიტყვა უჯობნის დანასა

მე კი ერთმანეთს შეგაკლავთ

მერმე ვიმღერებ ნანასა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთხელაც გთავაზობ

დავზავდეთ ქალით გაგიშვებ

არა და მერე ავხტები

კარატეს აქ ჩაგიტარებ

 

ბოლო შანსია იცოდე

თავს გაუფრთხილდი ძამაო

იცოდე ჩემთან კაიფში

ბევრს ვერ მოიგებ გაგაქრობ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთხელაც გთავაზობ

დავზავდეთ ქალით გაგიშვებ

არა და მერე ავხტები

კარატეს აქ ჩაგიტარებ

 

ბოლო შანსია იცოდე

თავს გაუფრთხილდი ძამაო

იცოდე ჩემთან კაიფში

ბევრს ვერ მოიგებ გაგაქრობ :))

 

 

არშეცდე გეგა ეგ არ ქნა,

ქალთან თავი არ იბანძო,

კარატეს მონდომებული

ჰაერში არ გაიკვანძო. :D :D :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლექსენის ლექსებს ვუსმინო

ის მირჩევნია ამასო

დამდგარხართ აქ და კაჩაობთ

არადა მაგრად კანკალობთ :ndzreva:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლტერი გადაიკარგა

ჩემმა ლექსებმა დააფრთხო

გითხარით ლაჩარია და

არ დამიჯერეთ არაო

 

აგე თუ არა სად არის?

რად მალოდინებს კაცსაო?

რაზბორკას პუნქტუალობა,

შვენის ეს უთქვამთღ ხალხსაო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლექსენის ლექსებს ვუსმინო

ის მირჩევნია ამასო

დამდგარხართ აქ და კაჩაობთ

არადა მაგრად კანკალობთ :ndzreva:

 

 

 

რაი მეტყობა კანკალის,

ყანწს შენი სისხლით ვავსებო,

გადავიზახებ მუცელში,

და ხელ უკუღმას გაგცხებო :)) :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რისი თავი გაქ ოღონდაც,

სიტყვა გაგირბის განზედა,

შენი ნაწერი კაფია

გადამიცლია ლარზედა.

ფასი უკარგავთ ძმობილო,

ლექს უნდა მწარე ენაო,

თითო-ოროლა გვერდს მორტყმა,

და გულზე ურჩად პრწკენაო.

 

შენკი მიწერე ლექსები,

ტრფობის საათსა ვამგვანე,

არ მითხრა ძამა არ მითხრა

რომ აქ შემოსვლა განანე :))

 

თავი რისი მაქ მე ვიცი :D

ცილს რადა მწამებ ჭაბუსო?

რად ამბობ მას რაც არ იცი?

ხომ არ ეჩხუბე ნამუსსო?

თვალიდან სისხლი გდიოდეს

ისეთს მოგართმევ რითმებსა!

პასუხის წერა იჩქარე

რიპერი ვეღარ ითმენსა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაი მეტყობა კანკალის,

ყანწს შენი სისხლით ვავსებო,

გადავიზახებ მუცელში,

და ხელ უკუღმას გაგცხებო :)) :D :D

 

მაგ ყანს მე ხელში ავიღებ

და გაგიკეთებ სადღაცო

ჰაილ გეგა ვარ ფაშისტი

რეიხის მამა მთლადაო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთხელაც გთავაზობ

დავზავდეთ ქალით გაგიშვებ

არა და მერე ავხტები

კარატეს აქ ჩაგიტარებ

 

ბოლო შანსია იცოდე

თავს გაუფრთხილდი ძამაო

იცოდე ჩემთან კაიფში

ბევრს ვერ მოიგებ გაგაქრობ :))

გეგა, დაგეცი მორალში!

გეგა, მოგიტ*ან რითმები!

ლექსების წერა არ იცი,

მითხარი, ვის ეჯიბრები?

 

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლტერი გადაიკარგა

ჩემმა ლექსებმა დააფრთხო

გითხარით ლაჩარია და

არ დამიჯერეთ არაო

 

აგე თუ არა სად არის?

რად მალოდინებს კაცსაო?

რაზბორკას პუნქტუალობა,

შვენის ეს უთქვამთღ ხალხსაო!

 

 

 

 

 

გეგა ძმობილო შეხედე,

თავზე გაყრია ლექსები,

თკი არ გყოფნის მითხარი,

ორი მაგდენსაც ვეცდები.

იმდენი ლექსი მოგწერო,

რამდენსაც ციფრს დაწერ კალამით,

მერე შიშისგან აწიო

დამარცხებულის ალამი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეგა, დაგეცი მორალში!

გეგა, მოგიტ*ან რითმები!

ლექსების წერა არ იცი,

მითხარი, ვის ეჯიბრები?

 

:))

 

 

 

აკაცი უკვე შეგატყო,

მთისა რა გიგავს მწყემსსაო,

პროზას მიწერავ მატყუებ,

იძახი გიწერ ლექსსაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...