planetanews Posted July 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nationaleinterests.jpg ნიკოლას გვოზდევი ეს მექანიზმი საათივით მუშაობს: საკმარისია პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა რუსულ–ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვის“ ფარგლებში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან, რომ აშშ–ს მორიგი მაღალი რანგის წარმომადგენელი ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება ვაშინგტონის პარტნიორებთან ევროპასა და ევრაზიაში „ნდობის აღსადგენად“. 2009 წელს ამით ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო დაკავებული, ის „პერესტრახოვშჩიკის“ (დამზღვევი) ფუქნციას ასრულებდა. შარშან ზაფხულში, მოსკოვში, ობამა–მედვედევის შეხვედრის შემდეგ ბაიდენი თბილისსა და კიევში გააგზავნეს. როდესაც ადმინისტრაციამ წინა ადმინისტრაციის პროექტზე (პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე) უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო, ვიცე–პრეზიდენტი ამ ორ ქვეყანას და რუმინეთს ეწვია, სადაც სიტყვით გამოვიდა და ირწმუნებოდა, რომ ამერიკა ამ რეგიონში მისი ვალდებულებების და ინტერესების ერთგულია. მაგრამ ბაიდენი ახლა ბაღდადშია (ცდილობს კონკურენტი ერაყელების ეროვნული მთავრობის შექმნაზე დათანხმებას) და ნდობის აღდგენის მისიის შესრულება წილად ხვდა სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, რომელიც ბაიდენის სცენარის მსგავსად კატეგორიულად ამტკიცებს, რომ აშშ–ს შეუძლია „ერთდროულად იაროს და თან საღეჭი რეზინიც ღეჭოს“ ანუ, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობა და იმავდროულად მისი მეზობლების ინტერესების დაცვაც. კლინტონმა კვლავ დემორკატიის და ადამიანის უფლებების საკითხი დააყენა და რუსეთი იმ ქვეყნების კატეგორიაში ჩარიცხა, რომლებიც სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებს „რკინის მარწუხებში“ აქცევენ. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო მდივანი იმ რეგიონში მიემგზავრება, რომელიც არაპროგნოზირებადი ცვლილებებისკენაა მიდრეკილი. უკრაინაში არჩევნებმა ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩი მოიყვანა, რომელიც პირადად და დიდწილად იყო რუსულ–ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზეზი. კიევის ახალმა ხელმძღვანელობამ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტს იჯარის ვადა გაგუგრძელა, ოფიციალურად უარი განაცხადა ნატოში გაწევრიანების ყოველგვარ მცდელობაზე და რუსეთთან სასარგებლო ეკონომიკური კავშირების აღდგენა აქტიურად წამოიწყო. სწორედ ამას მოჰყვა ვაშინგტონს და მოსკოვს შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა ევრაზიულ სივრცეში. საინტერესო შემთხვევაა პოლონეთი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ვარშავას პერსონალურმა პრობლემებმა სიმწვავე აშშ–პოლონეთს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე გაფორმებული ხელშეკრულების წყალობით დაკარგა, და ახლა, ვარშავა–მოსკოვის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი დათბობის საფუძველზე, რაც ტრაგიკული ავარიის შემდეგ მოხდა, რომელშიც კატინის მემორიალისკენ მიმავალი უამრავი პოლონელი მაღალჩინოსანი დაიღუპა, პოლონეთის მთავრობა პრემიერ–მინისტრ დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით თანმიმდევრულად ახორციელებს რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ საკუთარ კურსს. ზოგიერთმა ქართველმა ანალიტიკოსმა კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ კლინტონმა საქართველოში ვიზიტის დროს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ღიად უწოდა „ოკუპირებული“ ტერიტორიები. მაგრამ სიტყვა – იაფი საქონელია. თუკი თბილისი მის კვიპროსელ კოლეგებს დაეკითხება – სიტყვებს (და გაეროს რეზოლუციებსაც) ორმოცი წლის განმავლობაში წარმოსთქვამენ, ხოლო კუნძულის ჩრდილოეთში სეპარატისტულ რეჟიმს დაახლოებით ორმოცი ათასი თურქი ჯარისკაცის მხარდაჭერა აევს და უახლოეს მომავალში არსად წასვლას არ გეგმავს. აშშ სულაც არ აპირებს რუსეთთან მისი ურთიერთობების ჩამოყალიბებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ირგვლივ, ისევე როგორც არასდროს დაუპირებია კვიპროსის საკითხი თურქეთთან ურთიერთობის ქვაკუთხედად ექცია. როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაცია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნების გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ორიენტაციის საფუძვლიანი გადახედვა ის ამოცანაა, რომლის გადაწყვეტასაც აშშ ვერ შეძლებს და არც უნდა შეეცადოს; ჯერ ერთი, ვაშინგტონს ამისთვის რესურსები არ ეყოფა (ევროპა კი ასეთი ტვირთის ზიდვას არ მოინდომებს); მეორეც, მოსკოვთან ჯერ კიდევ საჭიროა მსოფლიო უსაფრთხოების მთელ რიგ საკითხებზე თანამშრომლობა. ამგვარად, მიდგომა შეიცვალა: თუკი ადრე რუსეთის ხელთ დარჩენილი გავლენის ბერკეტების განადგურებისთვის აქტიური ღონისძიებები ტარდებოდა, ახლა ასეთი მუშაობა იმაზე მიდის, რომ მეზობელ ქვეყნებს ევროპასთან საკმარისი მოცულობის კავშირები შეუნარჩუნდეს, რომ ჰქონდეთ დამოუკიდებლობის მისაღები ხარისხი და საკუთარი წონა რუსეთთან ურთიერთობაში. მეტიც, ადმინისტრაცია, რომელმაც საქართველოს თხოვნას მისი არმიის ხელახლა გადაიარაღებაზე რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, კვლავ იგნორირება გაუკეთა, ამით მიანიშნა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მეზობლებს მხარს არ დაუჭერს, თუკი ამ ბრძოლაში თავად აშშ–სთვის სასწორზე არაფერი არ დევს, ან თითქმის არაფერი. რა თქმა უნდა, მუდმივი სამყაროში არაფერია. კლინტონის მოგზაურობა, შეიძლება დამატებით სარეზერვო ვარიანტის ნიშნადაც მივიჩნიოთ იმ შემთხვევისთვის, თუკი „გადატვირთვა“ არ იმუშავებს. ხოლო მოსკოვის თვალსაზრისით, მიუღებელია, თუმცა ასატანი, აშშ–ს უფრო შეზღუდული მონაწილეობა ევრაზიის ცხოვრებაში (საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის გაგრძელება, ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში პოლონეთთან შეზღუდული პარტნიორობის პროგრამა, აშშ–ს შემდგომი სამხედრო ყოფნა შუა აზიაში). მაგრამ ადმინისტრაცია მოქმედებს იმ განზრახვით, რომ უფრო მიზნობრივ მიდგომებს გამოიყენებს რეგიონში საკუთარი გავლენის დამკვიდრებისთვის, და როგორც ჩანს, მზადაა მოსკოვის პოზიციების მკვეთრი გაძლიერება, როგორც შემდგარი ფაქტი ისე მიიღოს. ასე, რომ როგორი სიტყვაც არ უნდა ითქვას „ნდობის აღდგენასთან“ დაკავშირებით, რეალობას ვერ შენიღბავ. ნიკოლას გვოზდევი – National Interest–ის უფროსი რედაქტორი, აშშ–ს სამხედრო საზღვაო ფლოტის კოლეჯში ნაციონალური უსაფრთხოების საკითხების ლექტორი. სტატიაში მისი პირადი მოსაზრებებია გამოთქმული.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts