planetanews Posted July 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2010 კახა ლომაიას რეფორმატორი თანაგუნდელები განათლების ამჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს უპირისპირდებიან... გაზიარება[ნინო მიქიაშვილი. 15:48 12-07-2010]http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDsA3y8WjWI/AAAAAAAAD6Q/beG4zq1m2IE/s200/simon+janashia.gif– ამ სფეროში გატარებულ ცვლილებებს, უწუნებენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ის არ უნდა ერეოდეს იმაში, რაშიც არაკომპეტენტურია.პრესა.გე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, რომელიც უნივერსიტეტში გადასვლამდე, განათლების სამინისტროში, ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის დირექტორი – ერთ–ერთი მთავარი რეფორმატორი გახლდათ.როგორ აფასებთ განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს?- ბოლო 5 თვის განმავლობაში რაც ხორციელდება, იმისგან განსხვავებულია, რისი გატარებაც მანამდე მიმდინარეობდა. ზოგადად, პრობლემა ისაა, რომ ახლანდელი ცვლილებები ისე ხორციელდება, რომ მიზანი ვითომ იგივეა, რაც იყო ადრე, მაგრამ რეალურად, ის საშუალებები, რასაც დღეს სახელმწიფო გვთავაზობს, იმ მიზნებს ეწინააღმდეგება, ან იმ მიზნების მიღწევას შეუძლებელს ხდის.რას იტყვით, გამოსაშვები გამოცდების დაბრუნებაზე?– განათლების ხარისხის კუთხით, რაიმე დადებითი ცვლილების მომტანი არ იქნება – სკოლიდან მოსწავლეების გადინებასთან დაკავშირებით სიტუაციას გაართულებს; მასწავლებლები ახალი მეთოდებით აღარ ასწავლიან, რადგან ეს მეთოდები გულისხმობს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების მქონე მოქალაქის გაზრდას, ხოლო ტესტი არც ამ კრიტიკულ აზროვნებას ამოწმებს მაინცდამაინც და არც შემოქმედებით აზროვნებას; მით უმეტეს, არ ამოწმებს სოციალურ უნარ–ჩვევებს; პრობლემა ისაა, რომ მასწავლებლები გადაერთვებიან სწორედ ამ ტესტებისთვის მოსწავლეების მომზადებაზე, რაც ძალიან დააზიანებს იმ სკოლებს, სადაც განვითარებაზე ორიენტირებული, კარგი მასწავლებლები ჰყავთ.რა აზრის ხართ თქვენს დროს გაუქმებული სპეც–სკოლების აღდგენაზე?– სპეც–სკოლები ჩემს დროს არ გაუქმებულა; უბრალოდ, გაუქმდა სამინისტროს პრეროპგატივა, რომ სპეც–სკოლები დაეარსებინა. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ადრე სახელმწიფოს რომელიმე სკოლისთვის ნებართვა უნდა მიეცა, რომ გაძლიერებული პროგრამით ესწავლებინა და 2005 წლიდან დაწყებული, ახალი სისტემით, ნებისმიერ სკოლას შეეძლო გაძლიერებული პროგრამით ესწავლებინა.ანუ, სახელმწიფომ ის შეზღუდვა მოხსნა, რომელიც სისტემაში სპეც–სკოლებთან დაკავშირებით არსებობდა და ყველა სკოლას უბიძგა, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, საკუთარი პროფილი თვითონ განესაზღვრა – სისტემა იმდენად თავისუფალი და მოქნილი გახდა, რომ ნებისმიერ სკოლას, ნებისმიერი საგნისთვის დამატებითი საათები შეეძლო დაემატებინა.დღეს, როცა სპეც–სკოლების აღდგენაზე ვსაუბრობთ, მინისტრი, რომ ჩადის და ამბობს, “ეს სკოლა მე აღვადგინე“, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ სკოლას პროფილი თავისთავად შენარჩუნებული ჰქონდა. სახელმწიფოს მხრიდან ზოგადად სპეც–სკოლის შექმნაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ სპეციალური დაფინანსება გამოიყოფა (მაგალითად, ფიზიკა–მათემატიკური გაძლიერებული, ან სპორტული სკოლებისთვის) და სკოლები რაღაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ, თორემ, მაგალითად, თუ კომაროვის სკოლა ჩვეულებრივ დაფინანსებას იღებს, ისევე, როგორც ნებისმიერი სკოლა თბილისში, ან საქართველოს მასშტაბით, მაშინ სახელმწიფოსთან მიმართებაში ამ და სხვა სკოლას შორის რა განსხვავებაა?! – ერთადერთი განსხვავება ისაა, თქვა, რომ ესაა ფიზიკა–მათემატიკური სკოლა.როგორ აფასებთ სკოლებში მანდატურების შეყვანას, რომელთა ასაკი 20 წლიდან განისაზღვრება?– მანდატურის საჭიროება ზოგიერთ სკოლაში შეიძლება არსებობდეს, სადაც მოსწავლეების ქცევასთან დაკავშირებით პრობლემაა, მაგრამ ის ფორმა, რომლითაც დღეს მანდატურების შეყვანა ხდება, ზოგადად სისტემის არსს ეწინააღმდეგება იმ მხრივ, რომ სკოლას არა აქვს უფლება მანდატური თვითონ იქირავოს, ან საკუთარი თანამშრომელი შეარჩიოს. ეს მანდატური რეალურად ამ სკოლის მიერ დაქირავებული ადამიანი არ არის და შესაბამისად, სკოლის წინაშე მაინცდამაინც პასუხსაც არ აგებს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანი სკოლაში დირექტორის ძალაუფლებას ასუსტებს და იმის განცდას ქმნის, რომ სკოლა დამოუკიდებელი აღარ არის და სკოლაში მომუშავეებს მანდატურის მეშვეობით პირდაპირ სახელმწიფო აკონტროლებს.ასევე, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი და რომელშიც გაწერილია ის ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მანდატური, კონკრეტულ შემთხვევაში. ერთადერთი წყარო, იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რას აკეთებს მანდატური, არის სატელევიზიო და სხვა სახის ინტერვიუები, სკოლის დირექტორებთან, თუ მინისტრთან. ასე რაიმეს დანერგვა, უბრალოდ მიუღებელია.ადრე, 2004–დან 2009 წლის ბოლომდე, ნებისმიერი ასეთი ცვლილების წინ, კონცეფცია იწერებოდა, სამინისტროს ვებსაიტზე ქვეყნდებოდა და საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ამაზე ემსჯელა; შემდეგ იწყებოდა ხოლმე ამის დანერგვა.რამდენად ახლოსაა სიმართლესთან, რომ ლომაიას მინისტრობისას განათლების სფეროში ძირითადად ის ცვლილებები ხორციელდებოდა, რაც თქვენს თავში იხარშებოდა?– აგიხსნით, გადაწყვეტილების მიღება როგორ ხდებოდა – სამინისტროში ჯგუფი იყო, რომელიც სტრატეგიულ მიმართულებებზე ფიქრობდა. შემდეგ, ის ჯგუფი კონცეფციებს ქმნიდა, რომელთაც საჯაროდ ვავრცელებდით – სკოლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვუგზავნიდით, მათ ვიწვევდით, სამინისტროში ამის განხილვა ხდებოდა და შემდეგ მინისტრი გადაწყვეტილებას იღებდა. ასე რომ, არც ერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა ისე, რომ ვიღაც ერთმა ადამიანმა მოიფიქრა და შემდეგ მეორე ადამიანმა ეს თავის გადაწყვეტილებად მიიღო.ხომ შეიძლება, რომ ერთმა მოიფიქრა და დანარჩენებმა მისაღებად ჩათვალეს და გაიზიარეს?– რა თქმა უნდა, ყველა კონკრეტული იდეა, ერთი ადამიანის თავში შეიძლება დაიბადოს, მაგრამ ის ხორცს ყოველთვის განხილვების საფუძველზე ისხამს. ანუ, ეს არ არის ერთი ადამიანის დაწერილი და შემდეგ სხვა ადამიანების მიერ განხორციელებული.ახლა ვის თავში იბადება იდეები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში განათლების სფეროში ხორციელდება?– სამწუხაროდ, მე არ მაქვს შეხება იმ ადამიანებთან, ვინც დღეს პოლიტიკის განსაზღვრაში უშუალოდ მონაწილეობენ. ვიცი, რომ ძალიან ხშირად ტარდება შეხვედრები, როცა სამინისტრო იბარებს სკოლის დირექტორებს, ჟურნალისტებს, საზოგადოების წარმომადგენლებს და საკუთარ გადაწყვეტილებებს აცნობს. წინასწარაა ცნობილი, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება საზოგადოებას მოეწონა.მაგალითად, პრეს–რელიზები შეხვედრებამდე რიგდება, სადაც წერია, რომ “შეხვედრამ აბსოლუტურად დადებით ატმოსფეროში ჩაიარა, ყველას მოეწონა, განიხილეს“ და ასე შემდეგ, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სამინისტროს არ აინტერესებს, კონკრეტული ადამიანები მოცემულ მომენტში რას ფიქრობენ.დადებით შედეგს მოიტანს თუ უარყოფითს, სასკოლო სახელმძღვანელოებს ყოველწლიურად, რომ აღარ განაახლებენ?– 2005 წლიდან სახელმძღვანელოების განახლება სამ წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ხოლო 2009 წლის გაზაფხულიდან, ხუთ წელიწადში ერთხელ. ასე რომ, დღეს ამასთან დაკავშირებით ახალი არაფერია.მე მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე გეკითხებით, რომელიც იანვარში გააკეთა – ოჯახებს ყოველწლიურად არა აქვთ საშუალება, ბავშვებისთვის სახელმძღვანელოები იყიდონ, ასე არ შეიძლებაო.– სააკაშვილმა 2009 წლის იანვარშიც ზუსტად იგივე განაცხადა. ანუ 2010 წლის იანვარში, ეს უბრალოდ იმის გამეორება იყო, რაც მანამდე თქვა და რაც შეცდომა გახლდათ. როგორც ჩანს, მას არასწორი ინფორმაციას აქვს.2010 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილმა თქვა ისიც, რომ უმეცრები არიან ისინი, ვინც განათლების სფეროში ცვლილებები განახორციელაო და საინტერესოა, ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ?– ჩემი ემოციები ახლა ალბათ არავის აინტერესებს.მე მაინტერესებს, მკითხველს აინტერესებს.– არა მგონია მკითხველს განათლების სპეციალისტის ემოციები აინტერესებდეს.უკაცრავად, მაგრამ თქვენი ემოცია საინტერესოა იმდენად, რამდენადაც თქვენ ხართ ერთ–ერთი მთავარი იმჟამინდელ რეფორმატორებს შორის – რა განცდა გქონდათ როცა თქვენი ამდენი წლის ნაშრომზე თქვა, რომ ეს იყო უმეცრება და მეტი არაფერი?– როგორც გითხარით, ემოციაზე ვერ დაგელაპარაკებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ ის, რომ პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს, ისეთი დეტალების განხილვაში, რომელსაც ის მუდმივად განიხილავს, იქნება ეს კონკრეტული საგნის სწავლება, თუ ის, სკოლაში ზარი უნდა დაირეკოს თუ არ უნდა დაირეკოს. ანუ მან პოლიტიკა, ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვროს.აი, მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მსჯელობდა იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს პრობლემა ინოვაციურ პოტენციალში და ამის გამოა კომპიუტერიზაცია მნიშვნელოვანი, ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ როდესაც ის მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ქიმია და ფიზიკა, ეს მისი, როგორც პოლიტიკოსის მხრიდან, უბრალოდ, არაკომპეტენტურობაა, რადგან არ შეიძლება პოლიტიკოსი ისეთ საკითხებში ჩაერიოს, რაშიც ის არაკომპეტენტურია.დადებით შედეგს მოიტანს თუ უარყოფითს ეროვნული და გამოსაშვები გამოცდების ერთად ჩატარება?– ერთად არ ტარდება, ანუ შინაარსობრივად ერთი არ არის. სკოლის დასამთავრებლად საჭიროა 9 გამოცდის ჩაბარება და კიდევ 4 გამოცდის ჩაბარება იმისთვის, რომ უმაღლესში მოხვდე. ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, რადგან ეს უბრალოდ, ართულებს დაადასტურონ, რომ არიან განათლებულები, მაშინ როდესაც ადამიანები საკუთარი განათლებას 12 წლის განმავლობაში ადასტურებენ.მინისტრს დირექტორების დანიშვნა რომ შეეძლება, თუ სამეურვეო საბჭოები ვერ აირჩევენ, ამაზე რა აზრის ბრძანდებით?– ეს არის კომპრომისული ვარიანტი. მინისტრმა თავდაპირველად გაახმოვანა ის, რომ არჩევნები საერთოდ აღარ ჩატარდებოდა და დანიშვნები იქნებოდა. ახლა საუბრობს იმაზე, რომ სკოლამ თუ ვერ აირჩია, მაშინ იქნება დანიშვნა. სახელმწიფო სკოლას უნდა დაეხმაროს იმაში, რომ მან არჩევა შეძლოს. ანუ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდს სკოლებს, რომ მათ ისწავლონ, თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი დაწესებულება დემოკრატიულად და როგორ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და არა აიღონ სკოლის ნაცვლად პასუხისმგებლობა ისეთ საკითხებზე, რომელზეც პასუხისმგებლობა მას არა აქვს.მართლაც ჩაატარა თუ არა საკადრო წმენდა ახალმა მინისტრმა – ისინი, ვინც თქვენთან ერთად რეფორმას ახორციელებდნენ, ისევ სამინიტროში არიან თუ გამოუშვეს?– ადამიანების უმეტესობა, ვინც დღეს მუშაობს დეპარტამენტების უფროსებად, ან მოადგილეებად, ახალი მისულები არიან; თუმცა, არიან ძველებიც; იგივე მინისტრის მოადგილეები – ირინა ქურდაძე და ნოდარ სურგულაძე. პრობლემა ისაა, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ან თვითონ წამოვიდა, ან გამოუშვეს და მათ შორის ძირითადად ისეთი ადამიანები არიან, ვისაც განათლება დასავლეთის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. სამინისტრო სოროსის ფონდთან ერთად პროგრამას ახორციელებდა, რომელიც კოლუმბიის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში ახალგაზრდების გაგზავნას გულისხმობდა, იმისთვის, რომ განათლების პოლიტიკა, მართვა და ადმინისტრირება ესწავლათ. დღეს სამინისტრო ასეთ ადამიანებს სამწუხაროდ, ვერ იყენებს.თქვენ, ფაქტობრივად, არაფერზე გითქვამთ, რომ კარგია – ამჟამინდელი მინისტრის მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება გააკრიტიკეთ.– თქვენ არ გიკითხავთ იმაზე, რა არის კარგი. სისტემური ცვლილებები, რაც დღეს ხორციელდება, კარგი არ არის.რატომ გვეუბნებიან, რომ განათლების სფეროში რეფორმა უმეცრებმა გაატარეს, მაშინ, როცა აქამდე, 6 წლის განმავლობაში გაიძახოდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო წარმატებული?– არ ვიცი. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო თვლის, რომ ის საზოგადოება, რომელიც სკოლის ცხოვრებაშია ჩართული, არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომელიც არის სწორი; შესაბამისად, ამას მოჰყვება მთავრობის არაპოპულარულობა და ამიტომ, ცდილობს გადადგას პოპულარული ნაბიჯები, თუნდაც იყოს არასწორი.presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts