Jump to content
Planeta.Ge

ელიზბარაშვილის საქმე ანუ როგორ ბნელა


Recommended Posts

ეჭვს არ იწვევს გურამ ელიზბარაშვილმა ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხი უნდა აგოს და მკვლელებისადმი ტოლერანტული არ უნდა ვიყოთ.

 

მაგრამ ფსიქიატრთა საქმე მანცვიფრებს :D

 

როგორც საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცეს ,თავდებით გამოუშვეს ეს გამომძალველები , ხოლო ელიზბარაშვილის ოჯახის წევრები რჩებიან პატიმრობაში.

ბარემღა თქვან ......არსენა ყაჩაღები მუშაობენ თუ როგორ და რამდენი წაართვან ბიზნესმენს. ყველასათვის ისედაც გასაგებია, რომ ამ საქმის ერთერთი მოტივაცია მათი ჯიბეში ძრომიალია. არანაირი მართლმსაჯულება, ფარისევლობააა ეს ყველაფერი .

ინფორმაცია ერთერთი საინფორმაციო საიტიდან:

"პრესით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელიზბარაშვილს რამდენიმე წლის წინათ კონფლიქტი ჰქონდა სამართალდამცველებთან, რომლებმაც გურამ ელიზბარაშვილს და მამამისს "იქს-5" მარკის "ბეემვეს" ჯიპები ჩამოართვა. თავად ბიზნესმენი აცხადებდა, რომ ეს უკანონოდ მოხდა. შემდეგ ეს მანქანები, პრეზიდენტის განკარგულებით, ფინანსურ პოლიციას გადაეცა."

 

მგონი ყველაფერი გასაგებია ხომ?

 

ვიმეორებ, ერთია იმ ლაწირაკის ჩადენილი კრიმინალი, ელიზის შეიძლება ითქვას გაუგებარი საქმიანობა, მაგრამ მეორეა ამ სიტუაციაში აშკარად სულ სხვა მოტივაცია იმისგან რასაც "ჟურნალისტები" ავრცელებენ.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ელიზის შეიძლება ითქვას გაუგებარი საქმიანობა,

რატომ გაუგებარი საქმიანობა? მგონი ფარნავაზის დროიდან მალბოროს (არამხოლოდ) შემომტანია საქართველოში. ჩაგრავდა და წველიდა ყველა ხელისუფლება და რა გზებიც არსებობდა, იმ გზებით გადიოდა ფონს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

პრინციპში შეიძლება მართალიც ხარ.ეჭვი არ მეპარება რომ ეს დაკავება შანტაჟია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიცადეთ ეხლა რა.

ტიპები არ უარყოფენ ხომ მართალია რომ მოსყიდვას ცდილობდნენ ფსიქიატრების?

რაღაზეა აქ ლააპრაკი?

რა არ იცით, რომ ყველა ასეთი საკითხი, მკვლელობა იქნება ეს, ნებისმიერი მძიმე დანაშაული, ასე ყომარდებოდა?

ანუ აცხადებდნენ გიჯათ, და მერე, ცოტა ხანში გამოდიოდა ტიპი.

და ეხლა ტიპები თავისი მკვლელი შვილის გამოყვანას მოსყიდვით ცდილობდნენ და სადაა აქ არსენა და ყაჩაღობა?

ნუ კარგავთ რა ობიექტურობას და სიმართლის შეგრძნებას...

ასეც არ შეიძლება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტრასბურგიდან არ ყოფილიყო დაწოლა(მოკლულის ოჯახმა იჩივლა) ვნახავდი ერთი ვის დაიჭერდნენ,

ერთერტი ფსიქიატრი, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ყალბ ექსპერტიზაზე, ნანკა კალატოზიშვილის დედა ყოფილაოოოო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ინფორმაცია ერთერთი საინფორმაციო საიტიდან:

"პრესით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელიზბარაშვილს რამდენიმე წლის წინათ კონფლიქტი ჰქონდა სამართალდამცველებთან, რომლებმაც გურამ ელიზბარაშვილს და მამამისს "იქს-5" მარკის "ბეემვეს" ჯიპები ჩამოართვა. თავად ბიზნესმენი აცხადებდა, რომ ეს უკანონოდ მოხდა. შემდეგ ეს მანქანები, პრეზიდენტის განკარგულებით, ფინანსურ პოლიციას გადაეცა."

 

გავარტყი მაგ საიტს ინფორმაციის მოპარვისთვის :givi:

 

ეს რაც ზემოთ წერია, 100%-იანია, თავად აქვს ნათქვამი, მაგრამ მერე დაზადნა, არ მინდა ამ საქმის გაგრძელებაო.

 

 

asesino_141

რატომ გაუგებარი საქმიანობა? მგონი ფარნავაზის დროიდან მალბოროს (არამხოლოდ) შემომტანია საქართველოში. ჩაგრავდა და წველიდა ყველა ხელისუფლება და რა გზებიც არსებობდა, იმ გზებით გადიოდა ფონს.

 

ამ ელიზბარაშვილს ედიკას დროს დიდი ომები ჰქონდა მეორე დიდ სიგარეტების შემომტანთან - "ომეგას" (საათის მარკა არაფერ შუაშია :givi:) ოქუაშვილთან. აი, ტევე "იბერია" რომ ეკუთვნოდა, იმასთან. "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი დამფინანსებელიც იყო, თუ არ ვცდები (ელიზბარაშვილი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი დამფინანსებელიც იყო, თუ არ ვცდები (ელიზბარაშვილი)

ხოდა იმიტომაც გაედო. ნაცებს რომ დააფინანსებ, მეტის ღირსი ხარ კაცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...