Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- მსოფლიო ჩემპიონატი 2010 ფინალი – ჰოლანდია - ესპანეთი (პრევიუ)


Recommended Posts

მაშ ასე მსოფლიო ჩემპიონატი 2010 დასასრულს უახლოვდება. დღეს მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი მოვლენის დამაგვირგვინებელი მატჩი გაიმართება. 22:30 საათიდან სტარტს აიღებს "მუნდიალის" ფინალური შეხვედრა ევროპისა და მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ორ გუნდს შორის ჰოლანდია – ესპანეთი. მე–19 მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ახალი ჩემპიონი გვეყოლება, შეგახსენებთ, რომ არც ერთს გუნდს აქამდე არააქვს დასაკუთრებული ეს უდედისი ტიტული. მართალია "ნარინჯისფერელები" ორჯერ გავიდნენ ფინალში თუმცა ორივე შემთხვევაში წარუმატებლად. ხოლო ესპანეთს რაც შეეხება ისინი პირველად ითამაშებენ ფინალურ შეხვედრაში. ორივე გუნდი ერთმანეთს რვაჯერ გადაეყარნენ, სადაც 4 შეხვედრა ჰოლანდიელთა, ხოლო 3 შეხვედრა კი ესპანეთმა მოიგო, ერთი მატჩი კი საყაიმო ანგარიშით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რვა ჩატარებული მატჩში ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე არც ერთხელ არ შეხვედრიან. რაც შეეხება უშუალოდ გუნდებს, ორივე გუნდი დღეს ოპტიმალური შემადგენლობით გავა და რაც მთავარია დანაკლისი არც ერთს და არც მეორეს არ აქვს. გეტყვით, რომ მატჩი იოჰანენსბურგის Soccer City Stadium–ზე გაიმართება და შეხვედრა ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...