Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ფიორენტინასთან მოლაპარაკებები დაიწყო


Recommended Posts

http://www.setanta.com/Global/Images/sport/football/2008-2009/premier_league/liverpool/insua_handsup.jpg

 

როი ჰოჯსონის განცხადებით ამჟამად უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფლორენციურ კლუბთან ემილიანო ინსუას ტრანსფერზე. მისი სავარაუდო ფასი 6-7 მილიონია…

 

“მე სულ დღეა ვხედავ ემილიანოს ვარჯიშზე და მომწონს იგი როგორც ფეხბურთელი, ასევე პიროვნულად როგორც ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ მოლაპარაკებები ჩემს მოსვლამდე იყო დაწყებული. მე კლუბის ხელმძღვანელობასთან აუცილებლად გავარკვევ თუ რა ფაზაშია ეს საუბრები, მაგრამ ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული რომ ინსუა დარჩება გუნდში.” – განაცხადა როიმ. შემდეგ კი ეს ინფორმაცია ასევე დაადასტურა  ფიორენტინას სპორტულმა  დირექტორმა პანტალეო კორვინომ.

 

თუ ინსუა დატოვებს ლივერპულს, მაშინ გუნდი ფაქტიურად მარცხენა მცველის გარეშე რჩება, რადგან აურელიო თავისუფალი აგენტის სახით მარსელის ოლიმპიკში გადავიდა და ამჟამად ემილიანო ინსუა ერთადერთი ნიმულაური მცველია ამ ფლანგზე…

 

მის სავარაუდო შემცვლელად ჰონდურასელი ემანუელ ფიგეროა მიიჩნევა, მაგრამ სტოკ სიტიმ უიგანს მის სანაცვლოდ უკვე შესთავაზა 7 მილიონი, ლივერპული კი სავარაუდოდ ამ თანხის გადახდას მასში არ დათანხმდება…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...