Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ამჯერად ენფილდს ჰუნტელაარიც კი დაუკავშირეს


Recommended Posts

http://thetactician.files.wordpress.com/2009/03/klaas-jan-huntelaar-_37532.jpg

 

ამ ცხელ ზაფხულში მსოფლიო პრესა რომ არ აგრილებს ნიუსებს ეს უკვე ცხადია. სატრანსფერო ჭირებშიც გლობალური დათბობა დაიწყო…

 

კრაუჩის, ბელამის, ასამოა გიანის და სხვა მრავალი თავდამსხმელის შემდეგ ლივერპულს ჰუნტელაარიც კი დაუკავშირეს და სპორტული გამოცემების ცნობით ჰოლანდიელმა ფორვარდმა მომავალი სეზონი შესაძლოა მერსესაიდში დაიწყოს…

 

მილანში მთელი სეზონის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომის შემდეგ თითქმის გადაწყვეტილია რომ 26 წლის ფეხბურთელი დატოვებს იტალიას. მასზე თვალი მანჩესტერ უნაიტედს, ტოტენჰემს და ასტონ ვილას უჭირავთ. მილანმა აიაქსიდან იგი 18 მილიონად შეიძინა და მეტად  თუ არა, ბევრად ნაკლებადაც არ გაყიდის…

 

“ჩემთვის უმთავრესია თამაში და სათადარიგოთა სკამს ვერ ვეგუები. მართალია ჩემპიონთა ლიგა უძლიერესი ტურნირია და იქ გამოსვლა ყველა ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა, მაგრამ პირადად ჩემთვის ამაზე უფრო მთავარი სისტემატიურად თამაშია” – განაცხადა ჰუნტელაარმა

 

ჰოლანდიელმა აიაქსში ჩატარებულ 92 თამაშში 76 გოლი გაიტანა. ამ შესანიშნავი შედეგების შემდეგ კი მან მადრიდის რეალში და მილანში განაგრძნო კარიერა, მაგრამ სეზონის ძირითად ნაწილს სკამიდან ადევნებდა თვალყურს. რამდენად აქვს მას ენფილდზე გარანტირებული ძირითად შემადგენლობაში ადგილი, ეს კიდევ სხვა თემა…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...