Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლივერპულმა ტორესს ფასი დაადო – 100 მილიონი!


Recommended Posts

http://img.thesun.co.uk/multimedia/archive/00751/Fernando_Torres_751959a.jpg

 

აი პასუხი ჩელსის, მანჩესტერ სიტის და ბარსელონას. ბრიტანულ პერსაში გავრცელებული ინფორმაციით როი ჰოჯსონი საკმაოდ აქტიურად მუშაობს ლივერპულის ლიდერების შენარჩუნებაზე და უკვე უარით გაისტუმრა ჩელსის 30 მილიონიანი შემოთავაზება. პრესის ცნობით ლივერპულის ბოსები ცდილობენ ტორესი სატრანსფერო ბაზრიდან ამოაგდონ და მისი შეძენა ფაქტიურად შეუძლებელი გახადონ… 100 მილიონი ხომ ახალი რეკორდი იქნება…

 

ჰოჯსონმა უკვე დაადასტურა რომ ლივერპულის კაპიტანი, სტივენ ჯერარდი და ჰოლანდიელი ვარსკლავი, დირკ კიუტი კლუბში რჩებიან. ერთადერთი კითხვის ნიშანი ელ ნინიოს შესაძლო ტრასნფერზე იყო დასმული, მაგრამ როგორც ჩანს არც კლუბის ხელმძღვანელობას, არც ახალ მწვრთნელს და არც თავად ფეხბურთელს, არ სურთ ამ მეგა ტრანსფერის განხორციელება…

 

ბარსელონამ უკვე შეიძინა დავიდ ვილია და ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სესკ ფაბრეგასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად კატალონიელთა პირველი სამიზეა და ძნელად საფიქრებელია რომ ტორესისთვის ბარსამ 100 მილიიონი გამონახოს. აბრამოვიჩმა 30 მილიონი გაიმეტა მხოლოდ, მიუხედავად იმისა, რომ 50-ზეც იყო საუბარი, თუმცა არც ეგ თანხა იქნება საკმარისი ფერნანდოს მისაღებად. კლუბი, კი რომლისთვისაც 100 მილიონი დიდ თანხად არ ითვლება, მანჩესტერ სიტია, თუმცა ტორესმა ერთხელ უკვე უპასუხა მათ უარით, მიზეზი კი ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშებლობაა, რაც ფაქტიურად ლივერპულისგან დიდად არ ანსხვავებს მანჩესტერულ კლუბს. მეორე კლუბი, რომელიც შესაძლოა შეწვდეს ამ თანხას მადრიდის რეალია, თუმცა მათ ჯერ არც კი გამოუთქვამთ სურვილი ელ ნინიოს შესაძენად, რადგან ყველამ კარგად იცის მისი დამოკიდებულება, იგი გადავა ნებისმიერ გუნში გარდა მადრიდის რეალისა. ფერნანდო ხომ მადრიდის ატლეტიკოს აღზრდილი და ყოფილი კაპიტანია, სამეფო კლუბი კი ატლეტიკოელთა მთავარი მტერი და დაუძინებელი კონკურენტია…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...