Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) შარნერთან მოლაპარაკებები დაიწყო!


Recommended Posts

http://www.mirrorfootball.co.uk/news/article319089.ece/ALTERNATES/gallery-large/Paul+Scharner.jpeg

 

30 წლის უნივერსალური ავსტრიელი ფეხბურთელი, შეხვდება ”ლივერპულის” ხელმძღვანელობას, რომ განიხილოს კლუბში გადასვლა, მაგრამ ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც იგი თავისუფალი აგენტი გახდება…

როი ჰოჯსონს ძალიან მოსწონს ავსტრიელის ტალანტი, მან იგი ”ფულემში” ვერ გადმოიბირა, ახლა კი მისი ხილვა ”ენფილდზე” სურს.

 

შარნერის აგენტი ვალენტინ ხობელი თვლის, რომ ავსტრიელი შესაძლოა მასკერანოს შემცვლელი გახდეს.

 

”როი ჰოჯსონს და პოლ შარნერს კარგი ურთიერთობა აქვთ” – განაცხადა აგენტმა.

 

”ჰოჯსონი ფიქრობს, რომ პოლს ნახევარდაცვაში თამაში უკეთ შეუძლია ვიდრე დაცვაში.”

 

შარნერის ყიდვა ასევე ”ასტონ ვილას” და ”სანდერლენდს” სურთ, მაგრამ აგენტმა განაცხადა, რომ პოლს ”ლივერპულში” თამაში სურს.

 

”ლივერპულში გადასვლა ჩემი კლიენტის ოცნებაა, მაგრამ ჩვენ რამდენიმე კლუბთან გვაქ კონტაქტი, როგორც კი პოლი თავისუფალი აგენტი გახდება, აირჩევს თუ სად გადაწყვეტს კარიერის გაგრძელებას.

 

წყარო: clickliverpool.com

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...