Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ყველაფერში დამნაშავე ბენიტესია!”


Recommended Posts

http://www.bbc.co.uk/blogs/philmcnulty/benitez_blog595.jpg

 

იოსი ბენაიონმა, რომელიც ახლახანს ჩელსის რიგებში გადავიდა, განაცხადა, რომ მისი წასვლის ერთადერთი მიზეზი რაფა ბენიტესი იყო, რომელიც ებრაელ ფეხბურთელს გუნდში არაფრად აგდებდა და ყურადღებასაც კი არ აქცედა მის თამაშს… თურმე.

 

“თითქმის ყველა მეკითხება თუ რატომ წამოვედი ლივერპულიდან. ამის ერთადერთ მიზეზი რაფა ბენიტესია” – განახცადა ბენაიონმა – “ყოველთვის, როცა კარგად ვთამაშობდი, იგი არასოდეს არ აღნიშნავდა ამას და ელემენტარულადაც არ მიფასებდა შრომას.”

 

“მაშინაც კი როცა გოლი გამქონდა, მეორე თამაშში არ ველოდი რომ რაფა ძირითადში დამაყენებდა. გავიხსენოთ გასულ წელს მატჩები ლიონთან და ფულჰემთან, როცა მოედნიდან გავყავდი ბენიტესს ფანები ჩემს დატოვებას ითხოვდნენ რადგან ფიქრობდნენ რომ კარგად ვთამაშობდი, მაგრამ რაფამ მითხრა რომ გაოცებული იყო მათი საქციელით და უკვირდა, რადგან საკმაოდ ცუდად მითამაშია მისი აზრით.”

 

“იგი ჩემს ფსიქოლოგიურად გატეხვას ცდილობდა. შეუძლებელია ფეხბურთელი რომელსაც ასე ამცირებენ, შემდეგ ბედნიერი იყოს…”

 

“გუნდის შიგნით ყველამ იცოდა რაც ხდებოდა, მაგრამ მე პირადად კლუბს და სხვა ფეხბურთელებს ვეცი პატივი და ამაზე საჯაროდ პრესაში არ ვილაპარაკე. ყველამ იცის რომ ზუსტად ასეთივე სიტუაცია იყო ალონსოსთან და რიერასთანაც. რაფამ სწორედ ასე დაუნგრია რიერასაც ყოველნაირი მოტივაცია და მისი გუნდიდან მოკვეთაც სწორედ ამის შედეგი იყო…”

 

“სეზონის ბოლო თამაშის წინ რაფა მოვიდა ჩემთან, გვერდზე გამიხმო და მითხრა, რომ მე არ ვიქნებოდი შემადგენლობაში. მადლობა მომიხადა 3 წლიანი სამსახურის გამო და მითხრა რომ ამ თამაშის შემდეგ დამერეკა ჩემს აგენტთან და ახალი კლუბი მომეძებნა… სწორედ მაშინ შემოთავაზება მქონდა ჩელსისგან და კონტრაქტიც გაფორმდა ვიდრე ბენიტესი დატოვებდა კლუბს…”

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...