Jump to content
Planeta.Ge

ადამიანი უპირველეს ყოვლისა


Recommended Posts

და აქ ჩემთვის კიდევ ერთი რამ გახდა ცხადი: რა ადვილად შეიძლება ადამიანი გახდეს ჯალათი, რა ადვილად შეიძლება გაამართლო სტალინური გულაგი, ნაცისტური კონცლაგერები, ინკვიზიციის კოცონები და კიდევ ბევრი უბედურება. ამისთვის სულ მცირე რამ არის საჭირო: რაღაც თეორია, აბსტრაქტული სქემა უფრო მაღლა უნდა დააყენო, ვიდრე კონკრეტული ადამიანი. აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა კომუნიზმის ნათელი იდეალები იქნება ეს თეორია თუ ლიბერალური დემოკრატიის.

 

ვისაც დეკომუნიზაციასა და დესოვეტიზაციაზე უყვარს ლაპარაკი, კარგი იქნებოდა ის ელემენტარული ჭეშმარიტება გაეცნობიერებინა, რომ ეს უპირველეს ყოვლისა ადამიანის, პიროვნების, პერსონის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას გულისხმობს და არა ერთი თეორიული დოქტრინის მეორით ჩანაცვლებას. ყველა ქმედება, რომელიც უსამართლოა კონკრეტული ადამიანის მიმართ არის პრინციპულად გაუმართლებელი.

 

და სანამ რომელიმე ჩვენგანი რაღაც აბსტრაქტულ სქემას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე კონკრეტული ადამიანის მიმართ ჩადენილ უსამართლობას, ჩვენ ვერასდროს გამოვალთ საბჭოთა კავშირიდან, რადგან ტოტალიტარული მემკვიდრეობიდან თავის დაღწევის გზაზე სწორედ ესაა ერთადერთი უმცდარი ორიენტირი. ადამიანი, რომელიც არაა აუცილებლად ჩვენნაირი, ჩვენი კასტის თუ წრის, არამედ ნებისმიერი.

 

http://www.facebook.com/notes/david-zurabishvili/orientiri/448503486146

 

პ.ს. მთლიანად ვეთანხმები! ...სანამ ამას კარგად არ გავიაზრებთ, არ იქნება ჩვენი საშველი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

გვაცადეთ,,,მგონი მიშას კულტის ნგრევა მიდის,,,და მგონი ბოლო კულტიაა

 

გააჩნია... თუ მშვიდობიანად დაინგრევა და შეიცვლება მაშინ ბოლო კულტია თუ არა და კულტს კულტი ჩაანაცვლებს! :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

http://www.facebook.com/notes/david-zurabishvili/orientiri/448503486146

 

პ.ს. მთლიანად ვეთანხმები! ...სანამ ამას კარგად არ გავიაზრებთ, არ იქნება ჩვენი საშველი

ვერა ვხსნი ფეისბუკზე ამ გვერდს, აი ამას წერს "Вы должны выполнить вход в систему, чтобы просмотреть эту страницу" .

1. რაა, აუცილებელია რეგისტრაცია გავიარო ფეისზე, რომ მანდ გვერდი ვნახო? კომენტარებზე არაფერს ვამბობ, უბრალოტ წავიკითხო.

2. ფასიანია რეგისტრაცია ფეისზე?

 

თუ რეგისტრაციაა საჭიროა და რეგისტრაცია ფასიანია, რასა ფიქრობთ ესეთ სოციალურ ქსელზე(ქსელებზე)?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვაცადეთ,,,მგონი მიშას კულტის ნგრევა მიდის,,,და მგონი ბოლო კულტიაა

გორში მიშას რეპრესიული მანქანის წევრები ისევ იყრიან თავს. ვითომ "მიშას კულტის ნგრევა მიდის"? :no:

ესეთ ხალხს უფრო სამოქალაქო ომისკენ მიჰყავთ სიტუაცია. და რუსების გასაშველებელი ვიქნებით (ამერიკელი და ევროპელი ბიჭები ფაქიზები არიან მაგგნაირ საქმისთვის). ან ფაშისტურ რეჟიმს შევიგუებთ...

იმიტომ, რომ საცივის და თეთრი ღვინის გემო ერთნაირია ნებისმიერი რეჟიმის დროს (ზოგიერთი ქართველისთვის) :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და აქ ჩემთვის კიდევ ერთი რამ გახდა ცხადი: რა ადვილად შეიძლება ადამიანი გახდეს ჯალათი, რა ადვილად შეიძლება გაამართლო სტალინური გულაგი, ნაცისტური კონცლაგერები, ინკვიზიციის კოცონები და კიდევ ბევრი უბედურება. ამისთვის სულ მცირე რამ არის საჭირო: რაღაც თეორია, აბსტრაქტული სქემა უფრო მაღლა უნდა დააყენო, ვიდრე კონკრეტული ადამიანი. აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა კომუნიზმის ნათელი იდეალები იქნება ეს თეორია თუ ლიბერალური დემოკრატიის.

 

ვისაც დეკომუნიზაციასა და დესოვეტიზაციაზე უყვარს ლაპარაკი, კარგი იქნებოდა ის ელემენტარული ჭეშმარიტება გაეცნობიერებინა, რომ ეს უპირველეს ყოვლისა ადამიანის, პიროვნების, პერსონის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას გულისხმობს და არა ერთი თეორიული დოქტრინის მეორით ჩანაცვლებას. ყველა ქმედება, რომელიც უსამართლოა კონკრეტული ადამიანის მიმართ არის პრინციპულად გაუმართლებელი.

 

და სანამ რომელიმე ჩვენგანი რაღაც აბსტრაქტულ სქემას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე კონკრეტული ადამიანის მიმართ ჩადენილ უსამართლობას, ჩვენ ვერასდროს გამოვალთ საბჭოთა კავშირიდან, რადგან ტოტალიტარული მემკვიდრეობიდან თავის დაღწევის გზაზე სწორედ ესაა ერთადერთი უმცდარი ორიენტირი. ადამიანი, რომელიც არაა აუცილებლად ჩვენნაირი, ჩვენი კასტის თუ წრის, არამედ ნებისმიერი.

 

http://www.facebook.com/notes/david-zurabishvili/orientiri/448503486146

 

პ.ს. მთლიანად ვეთანხმები! ...სანამ ამას კარგად არ გავიაზრებთ, არ იქნება ჩვენი საშველი

 

ეს თემა ალბათ ისევ სტალინის ძეგლის ახლოს ტრიალებს.

 

აქ კი ბატონ ზურაბიშვილს და სხვებსაც ერთი რამ მინდა ვუთხრა. ღომი ბორშთან ერთად არ იჭმევის.

უნდა განვასხვავავოთ რომელიმე კულტის პატივისცემა ისტორიის პატივცემაისაგან.

უნდა ვცეთ პატივი თუნდაც იმ მცირე რაოდენობის ქართველების გრძნობას, ვინც სატალინის კულტს პატივს სცემს. ზურაბიშვილი და არც სხვები არ არიან ღმერთები და არ აქვთ უფლება განასხვავონ ცუდი ქართველები, კარგი ქართველები, კულტის პატივცემის ქართველები და ა.შ. ყველა ქართველი და არა ქართველი ვინც საქართველოში ცხოვრობს პატივცემას იმსახურებს. ასევე პატივცემას იმსახურებს რომელიმე ქართველთა ჯგუფის ინტერესები და გრძნობებიც.

 

რაც შეეხება ისტორიას. აქ კი უნდა ვისწავლოთ ის, რომ კარგი იყო თუ ცუდი ეს ჩვენი ისტორია. ისტორია კი იმიტომ არის ისტრორია, რომ წარსულშია უკვე.

არც ზურაბიშვილი და არც ბევრმა სხვამ არ გამოსცადა საკუთარ ტყავზე ის დევნა რაც ამ კულტის მოსიყვარულეთაგან გადავიტანე მე. ხო და ედვარდ შევარდნაძეს ცელით უნდა დავყდევდე აბა. გავიდა დრო ბევრი რამ ისტორიას ჩაბარად და თუ სადმე უდევს ამ კაცს ძეგლი დაე იყოს. იყოს ეს იმ ისტორიის გასახსენებლად, რომელიც ასი წლის შემდეგ ბავშვები შეიწავლიან.

 

ეხლა კი ქრისტიანობაზე რომ ვესაუბრო ამ ადამიანებს ალბათ ზედმეტი იქნება. ქრისტიანს პატიების გრძნობა რომ უნა ამოძრავებდეს, ამაზე საუბარს კი ალბათ აზრი არ აქვს.

 

ხო და ბატონემა ზურაბიშვილმა და სხვებმა იზრუნონ დღევანდელი ქართველის ბედზე და გააპროტესტონ დღევანდელი ქართველი ჩაგვრა. ისტორიის ტალახში დღევანდელოი უსამართლობის ძებნა ძალიან ადვილი საქმეა. ძნელია ამ დღევანდელი ჩაგვირს წინააღმდეგ ბრძოლა. თორემ ასე ესენი ისტრიაში აფათურებენ ხელბს და დღევანდელს დიქტატორს უკან კოცნინიან ერთ ადგილზე.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...